- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
მიტროპოლიტი ანტონ ჭყონდიდელი (+1815)ანგარებისათვისბრძანებს უფალი ჩუენი იესო; „დაიცუენით თავნი თქუენი ყოვლისაგან ჰანგაარებისა, რათა არა ნამეტნავ ვისამე არიან ცხოვრება თვისი". - „ყოვლისაგან ჰანგაარებისა" რომ იტყვის, „ყოვლისაგან" ამითი ჰსჩანს, რომ ჰანგაარება ერთი გვარი არ არის, მრავალგვარი არის. შემოკლებით რომ ვსთქუათ, ყოველი უსამართლოდ შეკრებული - ჰანგაარება არის. რადგან უსამართლოდ შეკრებული ჰანგაარებად ითქუა, აწ ეს ვიძიოთ, სამართლით მიღებული რომელი არის? უფლისა იესოს სიტყვა ასე აცხადებს: რომელსაც მეტი აქუს თავისი ცხოვრების სახმარი, ნამეტნავისაგან ნებსით მიღებული სიმართლით არს და არა ჰანგაარება; და თუ ვისიმე ქონებული თავისის ჯეროვანის სახმარისაგან მეტი არა არის და ისე იძულებით მიუღო ვინმე - ჰანგაარებად შეირაცხება. მივხედოთ უფლის სიტყუას: „დაიცუენით თავნი თქუენნი ყოვლისაგან ჰანგაარებისა, რათა არა ნამეტნავ ვისსამე არიან ცხოვრება მისი". ეს სიტყვა ასე აცხადებს: ჯეროვნის სახმრისაგან ვისაც მეტი აქუს, მისგან ნებსით მიღებული ჰანგაარებად არ შეირაცხება; თუ ჯეროვანის სახმარისაგან მეტი არა აქუს და ისე იძულებით მიიღო ვინმე, ჰანგაარებად შეირაცხება. უფლისა იესოს სიტყვის ძალი ასე აცხადებს. აქ უფალნი და მთავარნი განრისხდებიან და რისხვით წინააღმდეგობას დაიწყბენ და იტყვიან: რადგან ჩუენი მონა არის, ვალი აქუს ჩუენის მსახურებისა და უნდა გვამსახუროს; თუ მონათაგან არას მივიღებთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ. აქ ნაცვალი პასუხი ეს უნდა მიუგოთ: შენც მონა ხარ ღვთისა და ვალი გაქუს მისის მსახურებისა, მაგრამ შენგან შეუძლებელს არას ითხოვს. მოიხსენე უფლისა იესოსი -მდიდართა და გლახაკის ქვრივისაგან არც იძულებით მიუღია რამე და არცა შეუძლებელი, რომელიც შეეძლოთ მდიდართაცა და გლახაკთაცა ნებსით შესწირეს და არა იძულებით. ეგრეთუე შენ შენთა მონათაგან, მდიდართა და გლახაკთაგან, შეძლებისაებრ ნებსით უნდა მიიღო და არა იძულებით. უღონომან და გლახაკმან ნებსით რომ რამე გიძღუნას, შენ, თუ ჭეშმარიტი ქრისტეს მოწაფე ხარ, უმეტესი უნდა მისცე, ამისთვის რომ შენც შენი ქრისტე მცირედისათვის უმეტეს გაძლევს და ასე გაბრძანებს: „ას წილად მიიღოს"; და თუ მისი მოწაფე ხარ, შენც ქრისტეს უნდა მიემსგავსო და მცირედისათვის უმეტესი უნდა მისცე უღონოთა. კვლად მეტყვიან წინააღმდგომნი: თუ მონათაგან ხარკის აღება ჯეროვანი არ არის, რასათვის ბრძანა უფალმან იესომ: „მიეცით კეისრისა კეისარსა", - შეძლებისაებრ და ნებსით მიცემა ბრძანა, თორემ შეუძლებელს და იძულებით ღმერთი არას ბრძანებს; თორემ ამას მიხედეთ, რომელიც ახლა მოციქულთა და მამათაგან განვრცელებული სარწმუნოება არის, ეს აბრაჰამის ჟამში არა იყო, ამისთვის რომ ქრისტეს მიერის მადლით ეკკლესია არ განათლებული იყო. რადგან არ იყო მაშინ ესე ვითარი სარწმუნოება, აბრაჰამისგან ღმერთმან ეს განვრცელებული სარწმუნოება არ იძია, მარტო რწმუნება ღვთისა - რომ ღმერთი ირწმუნა - იმის მიერ განამართლა, ვითარცა დასწერს მოსე ღვთისა მზრახვალი და იტყვის: „ჰრწმენა აბრაჰამისა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ". თუ აბრაჰამს ჟამში რომლიც არ იყო ის სარწმუნოება არ იძია, რომელი სამართალი არის, შენ რომ შენის მონისაგან შეუძლებელი ნივთიური რაიმე ითხოვო? თუ ღმერთმან უდიდესი და უბრწყინვალესი სარწმუნოება მის ჟამისა მონათა შორის, რადგან უპოვარი იყო, არ ითხოვა იმ ჟამად, უმცირესს განსახრწნელს შეუძლებელს ნივთს რასმე იძულებით რათ ითხოვ შენის მონისაგან? კვალად ისრაელთა შორის რომელთაც შეეძლოთ შესწირვიდენ უფალს ოქროს, ვერცხლს და სხუათა ნივთთა; რომელიც შეუძლებელი იყო და უღონო იყო, ისინი ორს გვრიტს, ანუ ორს ტრედის მართუეს შესწირვიდენ. უფალი არ აიძულებდა და სათნო იყოფდა, ამას მცირესა შესაწირავსა. თუ უფალი შენი უღონოთაგან მცირს შეიწირვიდა და არ აჭირვებდა, - თუ ჭეშმარიტი უფლის მონა ხარ უღონოს შენს მონას ნუ აჭირვებ და შეძლებისაებრ მცირედი მიიღე მისგან. იტყვიან რომელნიმე: ეს ხარკი ჩუენთა მონათა ზედა პირველთა კაცთაგან დადებული არის და ჩუენ რა ვჰყოთ? საყვარელო, ამითი ვერ განმართლდებით, ამისთვის რომ პირველთა კაცთა მრავალი მოიღეს უჯერო საქმე; ვითარცა მოიღეს მრავალთა და დასდვეს კერპთ-მსახურება და მრავალი საძაგლება, მაგრამ რომელნიც ჭეშმარიტნი ღვთის მონანი იყვნენ, უჯერო საქმე არ შეიწყნარეს და თავისის თავისაგან შორს ჰყუეს. ეგრეთუე თქუენ პირველთან კაცთაგან დადებული არისო, ამისთვის უგვანი საქმე არ უნდა შეიწყნაროთ და შორს უნდა განიოტოთ. აქ ერთი სახე მოვიღოთ ძველის წერილიდამ. პირველითგანვე დადებული არის ვაჭრობათა და მოყიდვათა შორის ნაცვალი რაიმე ფასი უნდა დასდვას კაცმან, ეს პირველითგანვე დადებული არის; მაგრამ ჭეშმარიტმან მონამან ღვთისამან იოსებ იაკობის ძემ, რომლიც იფქლის განმყოფელ გამოჩნდა, რომელიც მისთა ძმათა ვეცხლი მიართვეს იფქლის ფასად, ის ვეცხლი ისევ მისცა, ამისთვის რომ უღონონი იყვნენ მისნი ძმანი; მან მონამან ღვთისამან უღონოთაგან ფასი არ მიიღო, თუმც პირველთგან დადებული არის ფასის მიღება, მაგრამ იოსებ ღვთის მონებისათვის ჰრიდა უღონოთა. თუ მან ფასისათვის არ შეაწუხნა უღონონი, პირველთაგან დადებულებისათვის უღონოთა მონათა რად შეაწუხებ უფასოსა საქმისათვის? წინააღმდგომნი და ნივთის მოყვარენი იტყვიან: იოსებმან მისნი ძმანი შეიწყალა და ისევ მისცა იფქლის ფასი ვეცხლი, მაგრამ ჩუენ მონათაგან აღვიღებთ ხარკს და არა ძმათაგან. აქ ქრისტეს სიტყვა უნდა მივიღოთ. შენ მარტო მონებას ამბობ და ქრისტე ასე გვიბრძანებს: „თქვენ ყოველნი ძმანი ხართ". მთავარნო და ხელმწიფენო! ეგ თქუენი ხელმწიფება ღვთისა მიერ არის, ვითარცა იტყვის მოციქული პავლე: „და რომელნი იგი არიან ხელმწიფებანი, ღვთისა მიერ განწესებულ არიან". თქუენის ხელმწიფების განმწესებელი უფალი არავის აიძულებს, შეუძლებელს არავისაგან ითხოვს. ამისი სიმტკიცე ზემო ძველიდამ მოგახსენე; ახლა ახლიდამ მოგახსენო. მაცხოვარი ჩუენი უფალი იესო ქრისტე ვნბის ჟამში რომ სწუხდა, თვისთა მოწაფეთა მღვიძარება ამცნო და უბრძანა: „იღვიძებდით და ილოცევდით". თვისთა აღრჩეულთა მოწაფეთაგან ეს ერთი მღვიძარება ითხოვა; მათ ვერ შეუძლეს მღვიძარება; რადგან ვერ შეუძლეს არღარა აიძულა ქრისტემან, არცა შეაწუხა და უბრძანა; „დაიძინეთ ამიერთგან და განისუენეთ". ხედავ, აქ რომ თქუენი ხელმწიფების განმაწესებელი უფალი და მოძღვარი თვისთა მონათაგან შეუძლებელს არას ითხოვდა, არც აიძულებდა, თქუენ თქუენთა მონათაგან შეუძლებელს ითხოვთ და მწუხარებას აძლევთ!... ცხადად ჰსჩანს, რომ თქუენის უფლისა და ღვთის განწესებისა და მოძღვრებისაგან შორს ხართ. ეგბის იძიოს ვინმე ამისი სწავება, თუ რომელი არის უსამართლოდ და ჰანგაარებით მონისაგან აღებული. რომელიც შენგან აღებული მისის სხეულის ცხოვრებას შეაწუხებს და შესაწუხებელს იწროებას მისცემს, ამისი მსგავსი აღებული ყოველივე ჰანგაარებად შეირაცხება. იტყვის ვინმე: თუ ჩუენთა მონათაგან არა მოვიღოთ რა რომლით საქმით უნდა ვიცხოვროთ? შენის ცხოვრებისათვის შენს მონას რათ აიძულებ? მისგან იძულებით აღება ჰანგაარებად შეგერაცხება, და ჰანგაარება სასუფეველისაგან განგაშორებს, ვითარცა ხმობს მოციქული: „არცა ანგაართა სასუფეველი ღვთისა ვერ დაიმკვიდრონ". მე გასწაო და მიგიძღვე შენის ცხოვრების გამზრდელისა ქრისტეს მიმართ; მისგან მიიღე, რომელიც რამ კეთილი გესახმარებოდეს. ის უფრო უშურველად და სავსებით მოგცემს, არც გაყვედრებს და უტყუელად მოცემასაც აღგითქუმს, რომელსაც ჯეროვანს ითხოვ, და გიბრძანებს: „ითხოვდით და მოგეცესთ". და თუ იძულებით მიტაცების სურვილი გაქუს, უმჯობესი არ არის, რომ იძულებით სასუფეველი მიიტაცო? ვითარცა ბრძანებს უფალი იესო: „სასუფეველი ცათა იიძულების, და რომელნი აიძულებდნენ, მათ მიიტაცონ იგი". და თუ ამას იტყვი: იესო ნივთიერს არას მომცემსო, - თუ მისის საფარველისაგან გარეშე არ განხვალ, სხეულის სახმარსაც უშურველად მოგცემს. აქედამ მიიღე ამისი სიმტკიცე: კანას გალილეას ქორწილსა შინა ღვინო რომ არა აქუნდა მის მონას, ღვთის-მშობელი მარიამ მეოხ ექმნა ძისა მიმართ თვისისა და რქუა: „შვილო, ღვინო არა აქუს"; ქრისტემან ისმინა, სიტყვა დედისა თვისისა და შეცვალა წყალი ღვინოდ და მიანიჭა კაცსა მას. ეგრეთუე შენ თუ მისის მონებისაგან გარეშე არ განხვალ, რომელიც ნაკლულევანება რამ გაქუს, თვით დედა ღვთისა მეოხ გექმნების და ძე მისი ისეო უშურველად მოგცემს. და თუ მისის მონებისაგან გარეშე განხვალ და უსამართლოდ შეკრებას იწყებ, არათუ მოიღებ რასმე, უეჭველად შენს ქონებულსაც სხუა მიიღებს, ვითარცა იუდა განვიდა ქრისტეს მოწაფეობისაგან და იწყო უსამართლოდ შეკრება ვერცხლისა და არათუ შეიკრიბა რაიმე, უფროსად სული და ხორცი თვისი წარსწყმიდა და ქონებული მისი - მოციქულების დიდება - მატათამ მიიღო. უგვანს შეკრებას ესე გვარი საცთური შეუდგს! ჰანგაარი შეკრებას ჰგონებს, მაგრამ არათუ შეიკრებს - უფროსად განაბნევს, ამისთვის რომ ჰანგაარებით შემკრები ქრისტესაგან შორის არის; და რომელიც ქრისტესაგან შორის არის, მისთვის უფალი იესო ასე ბრძანებს: „ რომელი არა შეჰკრებს ჩემთანა იგი განაბნევს". ჰანგაარი არა შეჰკრებს ქრისტესთანა, არამედ ეშმაკისა თანა, მაშასადამე არათუ შეიკრებს ჰანგაარი, არამედ განაბნევს. ეგების იიჭუნოს ვინმე და ჰსთქუას: ღარიბს და უღონოს არ ვაიძულებ, მდიდართაგან მივიტაცებთ რომლისამე ღონისძიებითა. ამასაც დიდი ვნება შეუდგება. პირველად ესე: ანუ ტაცება შემოვა და ანუ მპარაობა, და ორივესათვის თქმული არის მოციქულისაგან: „არცა მტაცებელთა, არცა მპარავთა სასუფეველი ღვთისა ვერ დაიმკვიდრონ" - მორედ: გესმის ზემო თქმული ქრისტეს მიერ: „რათა არა ნამეტნავ ვისამე არიან ცხოვრება თვისი". მისი სიმდიდრე ეგების ნამეტნავ არ იყოს, და ნაცვლად საუკუნოსა ცხოვრებისა აქუნდეს სიმდიდრე ამის სოფლისა; და შენ რომ მიუღებ ამ სოფლის დიდებას, აქ საშიში არის, ნაცვლად მისსა სატანჯველი არ მიიღო. საყვარელო! შენ ჰანგაარების ბრალს რად მიიღებ და იძულებით და უსამართლოდ რასათვის ვისგანმე რასმე მიიღებ? თუ უფალს ნებავს შენი სიმდიდრე, ის ყოველსავე უშრომელად შემოგიკრებს და მოგცმს, ვითარცა ისრაელთა ეგვიპტის დიდება შეუკრიბა და მისცა; თუ უფალს არ ჰნებავს შენი სიმდიდრე, რაოდენიც ღვაწლი და შრომა დასდვა, ყოველივე ცუდი და ამაო არის, ვითარცა ხმობს წინასწარმეტყველი დავით: „არათუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი, არათუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ ხმილავნი მისნი". თუ უფალს არ ნებავს შენი სიმდიდრე, შენი შრომა რომ ცუდი არის, ეს გიჩუენე. აწ ამას მიხედე: იძულებით შეკრებას და მოღებას ჰანგაარებადზედ სხვა დამატებული ვნება შეუდგება: თუ მდიდართაგან იძულებით მიიღე, ხორციელი ვნება და შფოთება შეგემთხუევა მდიდართაგან; თუ მცირეს და ღარიბს მისტაცე, ქრისტს შეცოდების ბრალში შთავარდები, ვითარცა გიბრძანებს თვით უფალი იესო: „რაოდენი უყავთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ". მხოლოდ ერთს ჰანგაარების ვნებას ვხედავთ და სხვა რომელიც საკვირვო, ძნელი ვნება შეუდგება, მას ვერ ვხედავთ, თორემ არა ვგონებ, რომელისაგანაც ჰანგაარება გამოვა, თქუენ იმას შეეხნეთ, თუ სრულიად უღმრთო არ შეიქმნებით. ტაცებისა და სხუა უსამართლოდ მისვე ჭირისაგან ცხადი ჰანგაარება წარმოდგება. ახლა ეს გამოვაცხადოთ. მხოლოდ ტაცებას ჰანგაარებასთან რაოდენი უუმძიმესი, დამეტებული ვნება შეუდგება: სხვისაგან რომ ნივთიურს შენს სახმარს იტაცებ, ანუ ბოროტს სასოწარკუეთილებაში ხარ და სრულიად შენს მოძაგებას ვჰგონებ ღვთისაგან, რომელი ესე უძნელესი არის ყოველთა ვნებათა, ამისთვის რომ ამას შინა დათქმულნი უფრო ძნელად იხსენებიან სხვათა ცოდვათაგან; ანუ მოუგონებელს ღმერთის გმობაში ხარ. იკითხავ თუ რასათვის? ამასთვის: ღმერთმან გიბრძანა: „ითხოვდით და მოგეცსთ". შენ მისგან არ ითხოვ და ისე იძულებით იტაცებ; აქ ანუ უცნობად ჰგონებ ღმერთს, ანუ ყოვლისა მპრყობელად არა ჰგონებ და ანუ უძლურად ჰგონებ, - და თუ ვითარ-თვითოეული წარმოვაჩინოთ. თუ ღმერთს უცნობად არ ხადი, თვით ძემან ღვთისამან გამოცხადებით გაუწყა და გიბრძანა: „იცის მამამან ზეცათამან, რა გიხმს ამათ ყოველთაგან". თუ ღმერთს უცნობოდ არ ხადი და ეს ქრისტეს სიტყუა კი გრწამს, შენმან მამამან ზეცათამან ღმერთმან იცის შენი ჯეროვნად სახმარი რა არის, და შენ იძულებით რად იტაცებ? მაგრამ აქ ასე ჰსჩანს - ღმერთს უცნობად ხადი. და თუ ღმერთის ყოველსავე მცნობელობა გრწამს და აღიარებ, ვითარ იგი იტყვის პეტრე მოციქული ქრისტეს ღვთისა მიმართ: „უფალო შენ ყოველი იცი და ყოველი უწყი". თუ ეს სიტყუა სარწმუნოდ არა გიჩნს, ყოვლისა მპყრობელად არა გრწამს ღმერთი; თუ ყოვლისა მპყრობელად გრწამს, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი დავით: „შენნი არიან ცანი და შენი არს ქუეყანა სოფელი და სავსება მისი". თუ ასე ყოვლისა მპყრობელად გრწამს, ამას რად იჭვნეულებ, რომ ღმერთმან შენი ჯეროვანი სახმარი არ მოგცეს? თვით ქრისტე გიბრძანბს: „ითხოვდით და მოგეცეს", შენ იძულებით რაღათ იტაცებ? მაგრამ ყოვლისა მპყრობელად არ გრწამს ღმერთი! თუ ყოვლისა მპყრობელად გრწამს, ყოვლისა შემძებლად არა გრწამს და უძლურად აღიარებ ღმერთს; - ვითარ? თუ ყოვლისა შემძებლად გრწამს, ვითარ იგი ჰსთქუა საღმრთომან დავით: „ყოველივე რაოდენი ინება, ქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა". - თუ ასე ყოვლისა შემძლებლად გრწამს, თვით ქრისტე უტყუელის პირით ასე აღგითქუამს: „ითხოვდით და მოგეცესთ"; რადაგან ასე უეჭველად მოცემას აღგითქუამს, რასათვის ყოვლად შემძლბელისა ღვთისაგან არ ითხოვ და იძულებით გლახაკთა და უღონოთაგან იტაცებ? აქაც ასე ჰჩანს ღმერთი ყოვლისა შემძლებლად არა გრწამს და უძლურად აღიარებ! და თუ ჩემ მიერ თქმულს შენდამი ურწმუნოებას ყოველსავე დაარღვევ და ჭეშმარიტებით იტყვი და აღიარებ ღმერთსა ყოვლისა მცნობლად, ყოვლისა მპყრობელად და ყოვლისა შემძლებლად, მაგრამ მაშინც თავის თავად დიდებას ეძიებ და ნივთიურს უსამართლოდ შეიკრებ, შენი ღვთის რწმუნებაც უსარგებლო არის, ამისთვის რომ მოციქული ცხადად გამხილებს: „ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრთუე სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს"; და შენგან დიდების ძიებაც ცუდი და ამაო მაშურალობა არის, ამისთვის რომ თავის თავად ძიებით შენ დიდებას ვერ მოიპოვებ. ეს უეჭველი საქმითა და სიტყვითა გიჩუენო. პირველად უძლველი ქრისტეს ღვთისა სიტყვა გიმტკიცებს: „არავინ თავით თვისი მოიღის პატივი, უკუეთუ არა არს მისა მოცემულ ზეგარდმო". აწ საქმით წარმოგიჩინო, რომ თავის თავად მძიებელი დიდებას ვერ მიიღებს. ვითარცა ძენი ზებედესნი თავის თავად ქრისტესგან დიდებას ეძეიებდეს, მაგრამ ვერ მიიღეს და უგვანად შეერაცხათ თავის თავად დიდების ძიება; ასე უგვანად შეერაცხათ - სხუანი ძმანი კიდეც განურისხდნენ, ვითარცა ჰსწერს მატთე : „ვითარცა ესმა ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათავის". და თვით ქრისტე ასე ბრძანებს: „რომელსა უნდეს თქუენ შორის დიდყოფა, იყავნ თქუენ და მსახურ". აწ ეს გიჩუენო: არ იძიეს თავის-თავად დიდება, მაგრამ ღვთისა მიერის მადლით მიიღეს, ვითარცა იაკობს თავის თავად არ უძიებია პირმშოების დიდება, - დედამან თვისმან რომ უთხრა: „მომგვარე მე თიკანი და უქმნა ვითარცა უყვარს მამასა შენსა, მიართვ და გაკურთხოს შენ". იაკობმან უთხრა: „ესავ ფანჩიერი არის და მე წყლუტუ; განმიხილოს და მივიღო წყევა და არა კურთხევა". იაკობ ასე არ ეძიებდა პირმშობის დიდებას, მაგარამ უფლისა მიერ მაშინც მოეცა პირმშოება. საულ კარაულსა ეძიებდა და არა მეფობას მაგრამ უფლისა მიერ მეფობა პოვა. კვალად დავით არ ეძიებდა მეფობას, რათა მწყემსი იყო ცხოვართა, მაგრამ უფლისა მიერ ცხებულ იქმნა მეფედ იუდასსა და ისრალისა. ეგრეთუე შენ რომ არ იძიო თავის თავად დიდება, რომლისაც ღირსება გაქუს, უფალი მოგცემს. თუ ღირსი არა ხარ - რაოდენის საქმით იძიო, მაშინც ვერ მიიღებ. ვითარცა ესავ დიდების წადილით ითხოვა მამისა თვისისაგან კურთხევა პირმშოებისა, რადგან უღირსი იყო, ვერ მიიღო, - ეგერთუე შენ უღირსი ხარ დიდებისა, რაოდენითაც სურვილით ითხოვო ღვთისა მამისაგან ვერ მიიღებ, ვითარცა ხმობს იაკობ მოციქული: „ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რათა ბოროტად ითხოვთ". იტყვის ვინმე: თუ არ ვიძიო ნივთიური, ვითარ ვიცხოვრო? აქ ორი რამ სახე უნდა მივიღოთ - ერთი ძველისა და ერთი ახლისა. ჯერ ძველიდამ მივიღოთ. აბრაჰამ ნივთიურს ეძიებდა, მრავალი ყვანდა ცხოვარი და ზროხა და სხუანი პირუტყვნი, მაგრამ უსამართლოდ და ჰანგაარებით შეკრებული მისაგან არც ერთი იყო; - ეგრეთუე შენ თუ იძიო ნივთიური და შეიკრიბო, ჰანგაარებით არცა ერთი უნდა შეიკრიბო, თუ აბრაჰამისებრ ღვთის-მონება გნებავს. აწ ახლიდამ მოივიღოთ სახე: თუ ჭეშმარიტი მონა ხარ, ნივთიურთათვის რომ არ იზრუნო, შენ მაშინც არ დაგაკლდება რა, ვითარცა მოციქულნი სოფლისა და ნივთიურისათვის არას ზრუნვიდენ; ასე მოახსენეს ქრისტეს: „ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ". და ქრისტე ასე უბრძანებს: „ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა". მაგრამ ჭეშმარიტნი ქრისტეს მონანი რომ იყვნენ, არა აკლდათ რა; ვითარცა ჰკითხა ქრისტემან: „ოდეს იგი წარგავლინენ თქუენ, თვინიერ ვალანტისა და ვაშკარანისა და ფერხთა შესასხმელისა ნუ გაკლდა რა?"; და მათ ჰრქუეს: „არა". თუ ჭეშმარიტი ქრისტეს მონა ხარ, არც შენ რამე დაგაკლდება ნივთიურთათავის რომ არ იზრუნო. მე მხოლოდ ზრუნვისათვის მოგართვი ეს სახე, თორემ ჰანგაარებით ზრუნვა და შეკრება ქრისტეს მოწაფეთაგან ყოვლითურთ უცხო არის; და თუ ვინმე განვალს ქრისტეს მოწაფეობისაგან და ჰანგაარებით სიმდიდრეს იკრებს, ჭეშმარიტი უნდა ითქუას, მისს სიმდიდრეს სიგლახაკე ჰსჯობს, ამისთვის რომ ბოროტად განმდიდრებულს საუკუნო ვაება მიეცემა, ვითარცა ბრძანებს უფალი იესო: „ვაი თქუენდა, მდიდარნო, რათა მიგეღებიეს ნუგეშინისცემა თქუენი"! გლახაკს საუკუნო ნეტარება აქვს მიცემული, ვითარცა ბრძანებს კუალად უფალი იესო: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა". ახლა თვით ჰანგაარს დავუწყოთ მეტყველება. საყვარელო! უსამართლოდ და ჰანგაარებით რად შეკრებ? თუ ღმერთი არ განარისხე, ყოველსავეს ის მოგცემს, თვით ქრისტე გიბრძანბს: „ნუ ზრუნავთ რა შჭმაოთ, ანუ რა სვათ, ანუ რა შეიმოსოთ", თუ ღმერთი განარისხე, ყოველივე ქუეყანა შენი იყოს, მაშინც გლახაკი იქნები, ვითარ იგი ყოველი ქუეყნის დიდება ადამის იყო, ღმერთი რომ განარისხა, გლახაკი შეიქმნა, ვითარცა ხმობს მისთვის წინასწარმეტყველი დავით: „დავგლახაკენ და დავდამბლდი სრულიად". კვალად რაიმე მოგახსენო: შენი სიცოცხლე თუ გძულს, ნივთიურს რასმე რასათვის შეიკრებ? რადგან სიცოცხლე გძულს, რად გნებავს ნივთიური რაიმე? თუ გიყვარს შენი სიციცხლე, ჰანგარებით რად მოიხუეჭ? რისთვის არ მოიხსენებ, რომ უგვანად შეკრებამ აქარ ქარიმის ძე სიკუდილით დასაჯა? ეგრეთუე შენ უგვანად ჰანგაარებით შეკრება სულით და ხორცით საუკუნოდ სიკუდილად დაგსჯის. თუ ძველი არ მოიხსენო, ახალი მოიხსენე. თუ იუდას უგვანად ვეცხლის შეკრბამან ვითარ ყოვლის კეთილისაგან უცხო და განშორებულ ჰყო, - ეგრეთუე შენ ყოვლის კეთილისაგან უცხო და განშორებულ გყოფს: განგაშორებს სანატრელი სიმდაბლისაგან, ამისთვის რომ ამპარტავანებით შეურაცხჰყოფ ვისამე და მოიხუეჭ უსამართლოდ მისგან; და ესე ამპარტავნება საძაგელჰყოფს წინაშე ღვთისა, ხმისაებრ საუფლოსა: „ყოველი მაღალი გულითა საძაგელ არს წინაშე ღვთისა"; ჰანგაარება შემიყვანს შურსა და განხდის სიყვარულსა, ამისთვის რომ შურით და მტერობით იტაცებს ვისგანმე, და ესე სიყვარულისაგან უცხო არს, არამედ მხოლოდ შური არს, რომელი დააბნლებს სულსა ვითარ იგი იტყვის ბრძენი სოლომონი: „შური სიხენეშისა დააბნელებს სულსა". კვალად ჰანგაარება შემოიყვანს რისხვასა, ამისთვის რომ რისხვით მიუღებ ვისამე თავის საცხოვრებლს და არა წყალობით, და ესე რისხვა შენ შორის უჩინო ჰყოფს სიმართლესა ღვთისასა; ვითარ იგი ხმობს მოციქული: „გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღვთისა არა ჰყვის"; შემოიყვანეს კაენებრსა ძმის მკულელობასა შურისა მიერ, რამეთუ კაენ შურითა მოაკუდინა ძმა თვისი; ეგრეთუე ჰანგაარი შურისათვის ვეცხლისა მოაკუდინებს ძმასა თვისსა და მიმსგავსებისათვის კაენისა მიიღებს მისსა სულითა სამკვიდრებელსა, ესე იგი სატანჯველსა დაუსრულებელსა. სოფლის მოყვარე და ცუდად მეტყველი ვინმე იტყვის: არა მაქვს და შიშველი ვითარ უნდა ვიდოდე? აქ მაგიერს ვიკითხავ: შენი ქრისტე შიშველი ვითარ ვიდოდა ვნების ჟამში? შენ რომ ვერ ითმენ შიშლოებას, მან ვითარ მოითმინა? რა გაქუს ნაცვალი პასუხი? - არა რაიმე პასუხი გაქუს ამის მეტი, ყოველივე კაცთა ცხოვრებისათვის დაითმინა. აწ ამას მიხედე: ძემან ღვთისამან იესომ შენის სიყვარულისათვის დაითმინა შიშლოება და სხუა აურაცხელი ვნება, და შენ ქრისტეს სიყვარულისათვის არ მოითმენ შიშლოებას? მიჩუენე თუ რომლით სახით წარმოაჩენ ქრისტეს სიყვარულს? - არ ძალგიძს რომელითამე ქრისტეს სიყვარული წარმოაჩინო, - იკითხავ მიზეზს, თუ რასათვის? თვით ქრისტეს სიტყვით გიჩუენო. უფალი იესო ბრძანებს: „რომელი მცირესა ზედა ცრუ არს, იგი მრავალსა ზედა ცრუ არს"; თუ მცირეს შიშლოებაზედ ცრუ ხარ და ქრისტეს სიყვარულისათვის ვერ მოითმენ და ქრისტეს საძულველს ჰანგარებას ჰყოფ, სხუას მრავალს სათნოების სიმძიმეს სულ ვერას იტვირთავ და უფრო ცრუდ აღმოჩნდები ქრისტეს სიყვარულზედ! აწ მოიღე ქრისტესთვის შიშლოება და მოიძულე ჰანგაარება. შიშლოებისათვის ნუ იურვი: შროშანთა ველისათა შემამკობელი შენც შეგამკობს, და რომელმან სიშიშვლე მამისა ადამისი დაჰფარა, შენს შიშლოებასაც დაჰფარავს საღმრთოთა მით მოწყალებითა თვისითა და აღგავსებს ყოველთა ყოვლითა კეთილითა აწ-და საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ. ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებანი, ქუთაისი, 1898 წ. | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1447 |
დაამატა: 5.0/1 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |