მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 17
სტუმარი: 17
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 17
სტუმარი: 17
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




ჩვენი მშველელი მხოლოდ უფალი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია
ჩვენს საქმეს ჩვენვე ვაფუჭებთ, სხვებს ნუ ვაბრალებთ!

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


მართლმადიდებლობის ზეიმი

VIII საუკუნის I ნახევარში, სწორედ ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, წარმოიშვა მის წიაღში ახალი ერესი - ხატმებრძოლობა, რომელიც მთელი საუკუნის მანძილზე მძვინვარებდა და მრავალი უბედურება დაატეხა თავს ქვეყანას.

როგორც ცნობილია, IV-VII საუკუნეების ყველა ერესი - ნესტორისა, მონოფიზიტური თუ მონოთელიტური - ხატთა თაყვანისცემას გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა. ხატთაყვანისცემას კერპთაყვანისმცემლობად მიიჩნევდნენ მუსლიმებიც, რომელნიც ქრისტიანებს განუწყვეტლივ უკიჟინებდნენ, ერთი, ჭეშმარიტი უფალი დაივიწყეთ და სამი ღმერთის თაყვანისცემა და კერპთა გაღმერთება დაიწყეთო. ამ ბრალდებას გულმოდგინედ იმეორებდნენ იუდეველებიც, რომელნიც ერთ შემთხვევასაც არ უშვედნენ ხელიდან, ქრისტიანებისთვის შეურაცხყოფა რომ არ მიეყენებინათ.

შესაძლოა, სულიერი ცხოვრებისა და განათლების დაცემის ჟამს ხატები, რომლებიც ძველთაგანვე ყოველი ქრისტიანისთვის მოკრძალებული თაყვანისცემის ობიექტები იყო, გაუნათლებელ ხალხში ზოგჯერ მართლაც გაუღმერთებიათ, მაგრამ ეკლესიის მამები ასეთ შემთხვევებს არასოდეს ტოვებდნენ მხილების გარეშე და ნებისმიერი ცრურწმენის წინააღმდეგ ხმას უთუოდ იმაღლებდნენ.

იმპერატორ ლეონ ისავრიელს, რომელმაც სახელი მაჰმადიანებთან ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცით გაითქვა, იმედი ჰქონდა, რომ ხატების განადგურებით მხოლოდ ეკლესიას კი არ იხსნიდა ცრუ რწმენისაგან, არამედ მუსლიმებსა და იუდეველებსაც ქრისტიანობაზე მოაქცევდა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა, წმინდა გერმანემ, რომელსაც იმპერატორმა თავისი განზრახვა გაუზიარა, მას ხატთაყვანისცემის ჭეშმარიტი არსი განუმარტა, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ მეფეს, რომელიც ჯიუტად ადგა თავის აზრს, გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებდა. მაშინ ის იძულებული გახდა, ხმამაღლა განეცხადებინა, რომ არც მეფესა და არც პატრიარქს ეკლესიის ადათ-წესების შეცვლის უფლება არ ჰქონდათ და რომ თვითონ უსჯულო საქმეში მონაწილეობას უმალ სიკვდილს ამჯობინებდა. ლეონზე არც პატრიარქის განხცადებას და არც რომის პაპის პროტესტს გავლენა არ მოუხდენია. 730 წლის 17 იანვარს, სვინკლიტის სხდომაზე, იმპერატორმა უმაღლეს არისტოკრატიას შესთავაზა, ხელი მოეწერა ბრძანებისთვის, რომლითაც ხატთაყვანისცემა იკრძალებოდა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელის მოწერაზე კატეგორიული უარი თქვა. მაშინ იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და მის ადგილას ხატმებრძოლი ანასტასი აღასაყდრეს, წმინდა გერმანე კი კონსტანტინეპოლიდან განდევნეს. იგი, ღრმად მოხუცებული, დევნილობაში აღესრულა.

მთავარი, რასაც ხატმებრძოლნი ბრალად სდებდნენ ქრისტიანებს, კერპთაყვანისცემლობა იყო. ისინი ასეთ კითხვას სვამდნენ: რას გამოხატავს ხატები? თუ თავად ღმერთს, ეს წმინდა წერილს ეწინააღმდეგება, რადგან ღმერთი სულია, რომლის გამოსახვა და შეცნობა შეუძლებელია; მაშასადამე, ხატი უფლის გამოსახულება კი არ არის, არამედ კერპი. თუ ხატები ქრისტეს, როგორც ღმერთსა და კაცს, ერთ ხატად გამოსახავს, ეს მონოფიზიტობაა, რომელიც მაცხოვრის ორ ბუნებას ერთში აერთიანებს, ხოლო თუ ისინი განხორციელებულ მაცხოვარს მისი ერთი, ოდენ კაცობრივი ბუნებით აღბეჭდავს ეს ნესტორის ერესია, რომელიც ქრისტეს, როგორც კაცს, ღმერთეებრივი ლოგისისგან სრულიად აცალკევებს. ზემოთქმულის კვალობაზე, უფლის ყველა გამოსახულება ერესი და ღვთისგმობაა.

ერეტიკული სწავლების საპირისპიროდ, იოანე დამასკელმა ხატსა და მის თაყვანისცემაზე მართლმადიდებლური სწავლება ჩამოაყალიბა, რომელიც მოკლედ ასე შეიძლება გადმოიცეს: სამყაროში ყოველივე ხატია, გამოსახულებაა; თავად კაცი ხატი და მსგავსია ღმრთისა. ყოველი საგანი ხატია იდეისა. ხატსა და პროტოტიპს შორის, მატერიასა და სულს შორის, არსებობს კავშირი. თუკი ხატმებრძოლნი სულთან მატერიის ამ კავშირს სრულიად უარყოფენ, მაშინ ისინი მანიქეველები ყოფილან, რომელნიც ღმერთთან მატერიალური სამყაროს ყოველგვარ ზიარებას გამორიცხავდნენ.

ხატმებრძოლების აზრით, ხატთაყვანისმცემელთა სწავლებიდან გამოდიოდა, რომ ხატებსა და პროტოტიპს ერთი არსი ჰქონდათ, რაზეც მართლმადიდებლები პასუხობდნენ, ხატსა და პროტოტიპს შორის შინაგანი ერთობააო. მაგალითად, მეფის გამოსახულება ამავე დროს ხატია სამეფო ხელისუფლების იდეისა, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ მეფის გამოსახულებასა და მეფეს შინაგანი ერთობა აქვთ. ამგვარად, ხატი არის მატერიალიზაცია რეალობისა - ღმრთისა, მატერიალური ასახვა ზეგრძნობადი სამყაროსი. ეს აზრია გამოხატული თეოდორე სტუდიელის დისტიქში: „ოდეს უმზერ ხატებს, სწვდები გამოუთქმელ სანახაობას ზეცისა".

741 წელს ლეონ III გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი ძე, ფანატიკოსი ხატმებრძოლი კონსტანტინე V. მტრულად განწყობილ წრეებში მას კოპრონიმს უწოდებდნენ - აქაოდა, მონათვლისას ემბაზში ჩაისვარაო, და მიუხედავად იმისა, რომ არაბებთან ბრძოლაში არაერთი გამარჯვება მოიპოვა, ბიზანტიური წყაროები მასზე უარესად არც ერთი იმპერატორს არ იხსენიებდნენ.

კოპრონიმის ოცდათხუთმეტწლიანი მეფობა ქრისტეს აღმსარებელთათვის საშინელი გამოცდა იყო. განადგურდა ქრისტიანული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები, მრავალ ტაძარში კედლებიდან ჩამოფხიკეს ფრესკები, რომლებიც სახარებისულ მოვლენებს გადმოსცემდა, და ბუნების სურათებითა და ნადირობის სცენებით შეცვალეს.

775 წელს კონსტანტინე კოპრონიმი გარდაიცვალა და ტახტზე მისი ვაჟი ლეონ IV ავიდა. ახალი იმპერატორი, მამის დარად, ხატმებრძოლობის ერესის მიმდევარი გახლდათ, თუმცა თავისი წინამორბედივით ფანატიკოსი არ ყოფილა. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ცოლად ჰყავდა ათენელი ირინე, გონიერი და განათლებული ხატთაყვანისმცემელი ქალი.

ლეონ IV-მ მხოლოდ ხუთი წელი იმეფა. 780 წელს მის ტახტზე მცირეწლოვან ვაჟთან კონსტანტინესთან ერთად მისი თანამეცხედრე აბრძანდა. დედოფალს ხატმებრძოლთა წინააღდეგ ძალადობა არ გამოუყენებია, მისი კეთილგონიერების წყალობით ჭეშმარიტებამ უსისხლოდ გაიმარჯვა ერესზე. ირინეს უწინდელი პატივი დაუბრუნა წმინდა ნაწილებსაც, რომელთაც მწვალებლები დაუნდობლად შეურაცხყოფნენ. თუმცა ხატთაყვანისმცელობის საბოლოო აღდგენისთვის მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა იყო საჭირო.

786 წლის ზაფხულში კრებისთვის ყველაფერი მზად გახლდათ. მაგრამ ხატმებრძოლებმა აამოქმედეს ახალი და ძლიერი იარაღი - ჯარი, რომლის წიაღშიც ერეტიკულ სწავლებას მძლავრად ჰქონდა გადგმული ფესვი. 31 ივნისს, სწორედ მსოფლიო კრების გახსნის წინ, ჯარში იფეთქა ამბოხებამ, რომელსაც ხატმებრძოლი ეპისკოპოსები მეთაურობდნენ. შინაომი რომ არ გაჩაღებულიყო, დედოფალი სიმკაცრის გამოჩენას მოერიდა, მაგრამ მიხვდა, რომ კრების მოწვევამდე ჯარი იქაურობისთვის უნდა გაერიდებინა. გამოაცხადა, თითქოს მაჰმადიანებზე გალაშქრებას აპირებდა და სპა სალაშქროდ მოამზადა, მაგრამ გავიდა თუ არა ჯარი კონსტანტინეპოლიდან, ირინემ ბრძანება გააუქმა და ჯარისკაცები დაითხოვა. მსოფლიო კრება გაიმართა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, როცა მღელვარება საბოლოოდ ჩაცხრა, მაგრამ უკვე არა კონსტანტინეპოლში, არამედ ნიკეაში.

კრებამ, რომელიც 787 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა, ხატმებრძოლთა ცრუ სწავლება დაგმო და დაასკვნა, რომ ეს ერესი მანამდე არსებულ ყველა ცდომილებასა და მწვალობლობას იმეორებდა და ერთად აღებულს მოიცავდა.

ხანმოკლე მშვიდობის შემდეგ ხატმებძოლობამ აღმოსავლეთში ისევ იჩინა თავი და კიდევ მრავალი წელიწადი აშფოთებდა ეკლესიას. ეს იყო დრო განუწყვეტელი მღელვარებისა. იმპერიას სათავეში ლეონ სომეხი ჩაუდგა, რომელმაც ხატმებრძოლობის ერესის აღსადგენად ყოველ ღონეს მიმართა. ლეონ V-ის მმართველობის წლებს (813-820) ბიზანტიის ისტორიაში ხატმებრძოლობის მეორე პერიოდად იხსენიებენ. მართლმადიდებლებს არ უსარგებლიათ 787 წელს მეშვიდე მსოფლიო კრებაზე მოპოვებული გამარჯვებით და ხატმებრძოლთათვის სამაგიერო არც დევნითა და არც შევიწროებით არ გადაუხდიათ, ამიტომ პროვინციებში ეს ერესი ისევ ძლიერი იყო, რის გამოც მისი აღორძინება იოლი ჩანდა.

ლეონ სომეხის, მიხეილისა და თეოფილეს იმპერატოროების ოცდახუთი წლის მანძილზე განუწყვეტლივ ანგრევდნენ მონასტრებსა და უდაბნოს სენაკებს, შეურაცხყოფდნენ ხატებს.

იმპერატორი თეოფილე რომ გარდაიცვალა, დედოფალმა თეოდორამ, რომელიც ხატებს ფარულად ქმრის სიცოცხლეშივე სცემდა თაყვანს, სამეფო კარის წარჩინებულ პირთა შეგონებით ხატთაყვანისცემის აღდგენა გადაწყვიტა. დედოფალმა განდევნილი მართლმადიდებდლები გადასახლებიდან დააბრუნა. რაკი ხატების თაყვანისცემის თაობაზე მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებანი უკვე არსებობდა, თანაც მსოფლიო კრების მოსაწვევად ხანგრძლივი სამზადისი იყო საჭირო, გადაწყდა, რომ ადგილობრივი კრება ჩაეტარებინათ. კრება 842 წელს იქნა მოწვეული. მისი აქტები მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა. ადგილობრივმა კრებამ ხატმებრძოლთა ერესი დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა, რომელსაც, იმ დღიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასაწულობს.


ჟურნალი „კარიბჭე", № 3 (14), 2005 წ.

ა უნდა გააკეთოს პიროვნებამ იმისთვის, რომ გახარებული იყოს ამა-სოფელსა შინა? უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გვქონდეს რწმენა, არა ნებისმიერი, არამედ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი წინაპრები, ჩვენი სამშობლო და რომელსაც ადამიანი სასუფეველში, უფალთან მიჰყავს.

ფიქრობ, აუცილებელია რამდენიმე სიტყვით შევეხოთ ეკლესიის როლს დღევანდელ ჩვენს ცხოვრებაში. ზოგიერთნი უვიცობის ანდა მცირედმორწმუნეობის გამო, მართლმადიდებელ სარწმუნოებას სხვა რელიგიებთან ათანაბრებენ. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია იესო ქრისტეს - ღმერთის მისტიური სხეულია და იგი თვით უფლის მიერ არის დადგინებული. „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას (მათე 16, 18) - ბრძანებს მაცხოვარი. მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მადლით არის შესაძლებელი აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან მიახლება, სულიერი სრულყოფის კიბეზე ამაღლება, ოდენ იგი იცავს განუყოფელი სამოციქულო ეკლესიის რწმენას და ტრადიციებს. წმიდა ირინეოს ლიონელი ამბობს: „სადაც ეკლესიაა, ის სულიწმიდაა და სადაც სულიწმიდაა, იქ ეკლესიაა მისი სრული ჭეშმარიტებით".

ვენ რთულ ეპოქაში გვიხდება ცხოვრება. ბოროტი ყოველნაირად ცდილობს ეკლესიაში განხეთქილებისა და შფოთის შემოტანას. დღეს მართლმადიდებელ ქრისტიანს დინების აღმა უხდება სვლა, რაც სულ უფრო მეტ წინააღმდეგობებს გვიქმნის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც უნდა ვიაროთ ამ გზით.

ე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი: ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს.

უწმიდესი და უნეტარესი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ღირსი ანინე ხუცესი
მრავალნი წმიდანი მ...
მოწამენი: ანტონი, ...
წმიდა მოწამენი: ივ...
არის სამოთხე და ჯო...
წმიდა ექვთიმე ღვთი...

ქრისტე აღსდგა

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქსენია პეტერბურგელი

დათვალიერება...

მშვიდობა მომეტანოს

დათვალიერება...

წმიდა მამა გაბრიელის 10 რჩევა

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

წმიდა მამა გაბრიელის ანდერძი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა დიდმოწამე ბარბარე

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელის მადლი და ძალა

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

მე მიყვარს საქართველო

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა თამარ მეფე

დათვალიერება...

გფარავდეს ღვთისმშობელი მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქეთევან დედოფალი

დათვალიერება...

უფალო დაიფარე სრულიად საქართველო

დათვალიერება...