- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმიდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდოტე და ასკლიადა (+305-311)15 (28) სექტემბერიწმიდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდოტე და ასკლიადა (ასკლიპიოდოტა) IV საუკუნის დასაწყისში ეწამნენ, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ზეობისას. ქალაქ მარკიანოპოლის დიდგვაროვანი მკვიდრნი, მაქსიმე და ასკლიადა კეთილმსახურებით ცხოვრობდნენ და თავიანთი მაგალითით მრავალ წარმართს მოაქცევდნენ ქრისტიანობაზე. თრაკიის მმართველმა, ტირისმა, რომელიც მარკიანოპოლში ქრისტიანების დასასჯელად იყო ჩასული, მაქსიმე და ასკლიადა თავისთან მოიხმო და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა, მაგრამ მათი სიმტკიცე რომ იხილა, ბრძანა, დაუნდობლად ეგვემათ აღმსარებლები. ერთმა კეთილმსახურმა მოქალაქემ, თეოდოტემ მმართველი სისასტიკეში ამხილა. ამისთვის ისიც შეიპყრეს, ხეზე დაკიდეს და რკინის ჩანგლებით აწამეს. შემდეგ სამივე მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ორი კვირის თავზე ტირისმა გზა განაგრძო და მოწამეები თან გაიყოლა. ქალაქ ადრიანოპოლში უსჯულომ კიდევ უფრო მძაფრი სატანჯველები დაატეხა მათ თავს. უფლის რჩეულებს ნუგეში სცა ზეციდან გარდამოვლენილმა ხმამ, რომელიც მათ სიმტკიცისა და მოთმინებისკენ მოუწოდებდა. რამდენიმე დღის წამების შემდეგ მარტვილები ცირკში მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მაქსიმესა და თეოდოტეს მათზე მიშვებულმა დათვმა ალერსი დაუწყო. წმიდა ასკლიადა ხარზე მიაბეს, მაგრამ პირუტყვმა ადგილიდან ფეხი არ მოიცვალა. გააფთრებულმა ტირისმა მათთვის თავის მოკვეთა ბრძანა. გამოხდა ხანი და მარტვილთა წმიდა სისხლში ხელგასვრილ ხელისუფალს ღვთის რისხვა დაატყდა თავს: სამსჯავროზე მჯდომი, მეხმა განგმირა. წმიდათა: მაქსიმეს, თეოდოტესა და ასკლიადას (ასკლიპიოდოტას) ხსენება 19 თებერვალსაც აღესრულება. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი III, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+37
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |