მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




რწმენისა და სიყვარულისათვის
მცონარებისათვის

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


თუ გსურს იყო კეთილგონიერი, ნუ იქნები თავნება და თავდაჯერებული, არამედ დაუმორჩილე შენი ნება მათ, ვინც თავისი ცხოვრებით და შრომით მოაწესრიგეს ღვთაებრივი ვენახი და ვისგანაც ადვილად შეისწავლი მის კეთებას. რამეთუ სასაცილოა და სირცხვილია უბრალო ხელობის ათვისებისას გამუდმებით გადახვიდე ერთი მასწავლებლიდან მეორესთან, ხოლო ღვთაებრივი სიბრძნე, როგორც შენთვის რაღაც უმნიშვნელო, შენ თავს მიანდო.
ღირსი ისიდორე პელუსიოტი

განა უგუნერება არ არის იმაზე ფიქრი, რომ სხვა მეცნიერებასთან შედარებით ურთულესი - სულიერი მეცნიერება, არ საჭიროებს მასწავლებლებს; უხილავი იდუმალი მეცნიერება, რომლის ჭვრეტა შესაძლებელია მხოლოდ წმინდა გულით, და რომლის არ ცოდნა იწვევს არა დროებით ზარალს, არამედ სულის დაღუპვას და მარადიულ სიკვდილს?
ღირსი იოანე კარიანე რომაელი

უფალი აყენებს სრულყოფის გზაზე მხოლოდ, მათ, ვისაც წინ უძღვის სულიერრ მამა; ისევე - როგორც ამას წინასწარმეტყველი ამბობს: ჰკითხე მამაშენს, გაგაგებინებს! შენს უხუცესებს, ისინი გეტყვიან! (მეორე რჯული 32,7).
ღირსი იოანე კარიანე რომაელი

წმინდა წერილში და განსაკუთრებით წმიდა სამოელის ისტორიაში ნათლად ჩანს თუ რამდენად სათნოა ეს წესი ღვთისათვის. ჩვილი ასაკიდან დედამ სამოელი ღმერთს მიანდო და იმის შემდეგ, რაც სამოელი ღირსი გახდა ღმერთთან საუბრის, ის არ ენდო თავის გულისთქმას და მიმართა ხუცეს ილიას, რომელმაც დაარიგა და ასწავლა თუ რა პასუხი გაეცა ღვთისათვის; მაშასადამე, ღმერთმა ისურვა იმასაც კი, ვინც ღირსი გახადა თავისთან საუბრისა, ხუცესის სწავლებითა და რჩევებით ევლო, რათა მორჩილება ესწავლებინა.
ღირსი იოანე კარიანე რომაელი

ვინც თავის ცხოვრებას წარმართავს არა საკუთარი მსჯელობით, არამედ წარმატებულის დარიგებით, ის შეუძლებელია დაეცეს ეშმაკისეულ ხიბლით. მოძღვრებისთვის ჩვენი გულისთქმების მინდობა განსასჯელად ცვლის ჩვენს განსჯის უნარს და ასწავლის მას. მტერს არ უყვარს ნათელი; ამიტომ ბოროტი გულისთქმების აღიარება მყისვე განაგდებს და ანადგურებს მას. როგორც ბნელი ხვრელიდან ნათელში გამოსული გველი ცდილობს გაიქცეს და მიიმალოს, ასევე გამოვლენილი და აღსარებისას გულწრფელად გახსნილი ბოროტი გულისთქმა გაურბის ადამიანს.
ღირსი იოანე კარიანე რომაელი

ხსნის ერთადერთი გზაა გონიერ მოძღვრებთან გულისთქმების აღიარება და მათი წინამძღვრობით მადლის მოხვეჭა. ნუ გაყვებით თქვენს გულისთქმებს და ფიქრებს და ზოგიერთი მოძღვრის გამოუცდელობამ, უბრალოებაშ არ უნდა დაგაბრკოლოთ აღიაროთ თქვენი გულისთქმები დიდი გამოცდილების მქონე მამებთან, რადგან მათაც არა თვითნებურად, არამედ ღვთისა და წმიდა წერილის შთაგონებით უანდერძეს უმცროსებს, ჰკითხონ უფროსებს.
ღირსი იოანე კარიანე რომაელი

თავმდაბლობით შეკითხვა უფრო სასარგებლოა, ვიდრე თავნებობით მოქმედება, რადგან თვით უფალი, შემკითხველის თავმდაბლობისა და გულმართლობის გამო, უკარნახებს მას სათქმელს.
ღირსი ბარსანუფი დიდი და ღირსი იოანე

ვინც მოძღვარს შეკითხვით მიმართავს და არ აღასრულებს მის რჩევას, ღვთის ნებას არ ემორჩილება.
ღირსი ბარსანუფი დიდი და ღირსი იოანე

ვისაც ღვთის გზაზე მოძღვარი არა ჰყავს, ის ყველაზე უბედურია და ახლოსაა დაღუპვასთან. მაშ რას ნიშნავს გამონათქვამი: ვინც არ იმართება, ცვივა როგორც ფოთოლი? ფოთოლი თავიდან ყოველთვის მწვანეა, აყვავებული და ლამაზი, შემდგომ თანდათანობით ხმება, ცვივა და ბოლოს ფეხებით ითელება. ასევე უმართავი ადამიანი თავიდან გულმოდგინეთ მარხულობს, ფხიზლობს, მდუმარებაშია და სხვა სათნოებებსაც ასრულებს; შემდგომ ეს გულმოდგინება ნელ-ნელა კლებულობს და რადგან არავინ ჰყავს ვინც დაარიგებს, გაამხნევებს და აღაგზნებს მასში ამ გულმოდგინებას, ის უგრძნობლი ხდება, ეცემა და მტრის გავლენის ქვეშ ექცევა, რომელიც თავის ჭკუაზე ატარებს.
ღირრი აბბა დოროთე

ხიბლშია ის, ვინც ფიქრობს, რომ წინამძღვარი არ ჭირდება და იმედს მხოლოდ თავის თავზე ამყარებს; ეგვიპტიდან გამოსულებს წინამძღოლად მოსე ჰყავდათ, ხოლო სოდომს განრიდებულთ - ანგელოზი.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

ვინც მოძღვრის დაუხმარებლად ბოროტ სულებს ებრძვის, ის ეშმაკისგან მარცხდება.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

მოძღვარი უნდა ავირჩიოთ ჩვენი ვნებების ხარისხის შესატყვისად და მივენდოთ მას. თუ თავშეუკავებელი და ავხორცობისკენ ხარ მიდრეკილი, მაშინ მასწავლებელი შენი მესაგრე და საკვების მიღებაში ულმობელი უნდა იყოს. და არა სასწაულთმოქმედი და ისეთი, რომელიც მზადაა ყველა შეარიგოს და ტრაპეზით უმასპინძლოს. თუ ქედმაღლობით გამოირჩევი, მაშინ მოიძიე მკაცრი და არდამთმობი მოძღვარი და არა უწყინარი და კაცთმოყვარე - არ უნდა ვეძებდეთ წინასწარმეტყველ და ნათელმხილველ მოძღვარს, არამედ უწინარეს ჩვენი ზნის და სულიერი უძლურების შესაბამის თავმდაბალ და ბრძენ მასწავლებელს.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

ვისაც სურს მოძღვრის მიმართ ურყევი რწმენა შეინარჩუნოს, არასოდეს არ უნდა დაივიწყოს და გულში წაუშლელად შეინახოს მისი სათნოებები, რომ მათი გახსენებით ეშმაკებს ბაგეები დაუხშოს, როცა შთაგვაგონებს მათდამი ურწმუნოებას. რამდენადაც გულში რწმენა ბუდობს, იმდენად სხეული მსახურებაში წარმატებას აღწევს, ხოლო ვინც რწმენაში დაბრკოლდა, ის უკვე დაეცა, რადგან „ყოველი, რომელი არა სარწმნოებით არს, იგი ცოდვა არს" (რომაელთა 14,23). თუ გულისთქმა გაცდუნებს გამოსცადო ან განიკითხო შენი მოძღვარი, მაშინვე უკუაგდე ასეთი გულისთქმა, შენში განმტკიცების საშუალება არ მისცე, არამედ უთხარი: „ჰეი, მაცდუნებელო! მოძღვარი ჩემი განმსჯელია და არა მე მისი: მან მიიღო ეს უფლება და - არა მე".
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

უნდა ვერწმუნოთ მათ, ვისაც უფლისგან აქვთ ჩვენზე ზრუნვის მადლმოსილება, თუნდაც მათი ბრძანებულებანი ჩვენი ხსნის საწინააღმდეგოდ მივიჩნიოთ. ჭეშმარიტი რწმენის ნიშანია უყოყმანო მორჩილება მაშინაც კი, როცა მოთხოვნა მოულოდნელია.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

ვინც თავის მოძღვარს დღეს ემორჩილება და ხვალ არა, მსგავსია იმ ადამიანებისა, რომელიც თავის სნეულ თვალს ხან საკურნებელ მალამოს უსვამს, ხან კი კირს.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

ღვთის წინაშე დასჯის ღირსია სნეული, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა მკურნალის ხელოვნება და მიიღო მისგან სარგებელი, განკურნებამდე მიატოვა ის და უპირატესობა სხვას მიანიჭა. ნუ განერიდები მას, ვინც უფალთან მიგიყვანა. მთელი შენი ცხოვრების მანძილზე არავის წინაშე არ გმართებს ისეთი მოკრძალება და პატივისცემა, როგორც მისი.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

სულს, რომელიც ქრისტესთვის, სიყვარულით და რწმენით სისხლის უკანასკნელ წვეთამდე არის მიჯაჭვული თავის მოძღვარს, არ განეშორება მას და განსაკუთრებით, თუ მისი მეოხებით განიკურნება წყლულებისგან, ახსოვს სიტყვები: „არცა ანგელოსთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, ...არცა სხვამან დაბადებულმან შემიძლოს ჩვენ განყენებად სიყვარულსა ღმრთისასა, რომელ-არს ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩვენისა" (რომ. 8,38-39). თუ კი სულმა არ შეიყვარა, არ დაიმკვიდრა, არ მიეკრა მოძღვარს და მოძღვართან თვალთმაქცურ მორჩილებაშია, მაშინ გასაკვირია თუ ასეთი სული ამაოდ არ იღწვის.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

როცა მოძღვარი გამუდმებით გამხელს, და შენ შეიგრძნობ, რომ შენ მეტად გიყვარდება და მეტი რწმენა გიჩნდება მისდამი, იცოდე, სული წმიდა შეუცნობლად დამკვიდრდა შენში და ძალი მაღლისა გეწვია შენ.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

ვინც სინდისი განიწმიდა თავისი მოძღვრის მორჩილებით, მას უკვე სიკვდილის არ ეშინია და ყოველდღე, როგორც ძილს ან უკეთ რომ ვთქვათ, როგორც სიცოცხლეს, ელოდება მას და ზუსტად იცის, რომ სხეულიდან სულის გასვლისას, მოძღვარს და არა მას მოეთხოვება პასუხი.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

შენს მოძღვარზე საყვედურს ნუ მიიღებ და ნუ წააქეზებ მას, ვინც სახელს უტეხს, რათა უფალი არ განარისხო და არ აგხოცოს მიწისაგან პირისა.
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი

არასდროს განსაჯო შენი მოძღვრის საქმენი, არამედ ყოველთვის მისდიე მის მოძღვრებას, მისი მცნებები აღასრულე. დემონები ჩვეულებისამებრ მიგითითებენ მოძღვრის ნაკლზე, რათა დაგიხშონ ყურები მისი გაკვეთილებისთვის, რომ გახდე უძლური და მოშიში მებრძოლი ბრძოლის ველზე ანდა ურწმუნოების გულისთქმებით დაგასუსტონ და სიზარმაცე მოგგვარონ, რომ რაიმე სათნოება ვერ აღასრულო.
ედესის ეპისკოპოსი მღვდელმთავარი თეოდორე

შენი სულიერი მოძღვრის წინაშე ყოველი გულისთქმა აღიარე და ყველაფერი, რასაც გეტყვის მიიღე ისე, როგორც ღვთის მიერ თქმული (ამ ჭეშმარიტების) ღრმა რწმენით; სხვას კი არავის გადასცე თქვენი საუბარი და მით უფრო ნურავის გამოკითხავ კარგი ნათქვამია თუ არა მისი ესა თუ ის სიტყვა და თუ როგორ მოიქცე განკურნებისთვის. რადგან ესაა საკუთარი მოძღვრისადმი ურწმუნოების არსი და სულისათვის დამღუპველი.
ბერი სიმეონ კეთილმორწმუნე

ყურს ნუ დაუგდებ მტრის შთაგონებას, რომ ხშირი მისვლით მოძღვარს თავი მოაბეზრე, ანდა რომ უხერხულია ერთი და იგივე გულისთქმის მრავალჯერ აღიარება, ანდა რომ უნდა შეწყვიტო მასთან სიარული და სხვა მოძღვართან გადაინაცვლო. სხვასთან მისვლა არ გმართებს და თუ არ ავყვებით ასეთ შთაგონებას და მივენდობით ჩვენ მოძღვარს, მაშინ მეტი რწმენით აღვიჭურვებით მის მიმართ და მეტ სარგებელს მივიღებთ ცხოვრებიდან და მისი სიტყვებიდან; ჩვენ ასეთი ცხოვრებისათვის არავინ განგვსჯის, არამედ შეგვაქებს, რომ ასე მტკიცედ გვჯერა მხოლოდ მისი. თუკი დაუდევრობის გამო გულისთქმებს ხშირად არ ვაღიარებთ, მეტ ვნებებში აღმოვჩნდებით, შემდგომ კი მათი აღიარების მოგვერიდება და მოულოდნელ ორმოში გადავეშვებით. თუ სხვა მოძღვარს მივმართავთ (რაც არაა ნებადართული), ყველა განგვკიცხავს და ამისთვის ღმერთი მკაცრად განგვსჯის. ის მოძღვარიც, ვისთანაც გადავალთ, იფიქრებს, რომ საბოლოოდ მასაც ასევე მოვექცევით. ჩვენ კი ალბათ ასეც მოვიქცევით; და ამგვარად მივეჩვევით რა ერთი მოძღვრიდან მეორესთან გადასვლას, ვეღარ შევჩერდებით: დავიწყებთ გარკვევას, თუ სად რომელი მესვეტეა, რომელი დაყუდებული და მდუმარე და აღსარებებით ხან ერთთან ვირბენთ და - ხან მეორესთან. ბოლოს რწმენას ყველას მიმართ დავკარგავთ, ურწმუნო და წარმატებამიუღწეველი შევიქნებით და რაც ყველაზე უარესია, საერთო განკითხვას და გმობას დავიმსახურებთ. ამიტომ ვისთანაც თავიდან აღსარებით მიხვედი, ეცადე სიკვდილამდე ერწმუნო მას, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, თუკი სხვასთან მიხვალ ცდუნების მსხვერპლი შეიქმნები, განიკითხავ სხვებსაც და ამით დაღუპვის გზას გაიადვილებ.
ბერი სიმეონ კეთილმორწმუნე

თუ გსურს ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის მიგნება, ნუ მიენდობი საკუთარ თავს, შენს ჭვრეტას, რადგან ეს შეძლებელია. მოიქეცი ასე: აღასრულე სათნოებანი, გაეცი მოწყალება, ილოცე და გამუდმებით ევედრე ღმერთს. დე, შეგეწიოს ღმერთი (შენს ძიებაში). ხოლო ღვთის შემწეობით და ღვთის მადლით როგორც კი ასეთ მოძღვარს მოიძიებ, მის მიმართ ზედმიწევნით ყურადღება და კეთილმოსურნეობა, დიდი მორჩილება, წმიდა და ეჭვგარეშე რწმენა გამოიჩინე. რისთვის? იმისათვის, რათა საზღაურის ნაცვლად, სამწუხაროდ, წამება და ტანჯვა არ დაიმსახურო.
ღირსი სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

ღვთის წინაშე გულმოდგინედ ილოცე, რომ გამოგიჩინოს ისეთი ადამიანი, რომელიც კარგად დაგიფარავს; და ვისაც ღმერთი გამოგიჩენს უხილავად ან ხილულად მიდი მასთან, ესაუბრე, პატივი მიაგე ისევე, როგორც ქრისტეს, მოუსმინე, როგორც ღმერთს და სასარგებლოს შეისწავლი. ეჭვგარეშე აღასრულე რასაც გეტყვის, თუნდაც შენთვის მიუღებელი იყოს და შენი აზრით მავნებელიც, რადგან უმჯობესია მოწაფის მოწაფე გიწოდონ, ვიდრე თვითნებურად იცხოვრო და უსარგებლო ნაყოფი მიიღო.
ღირსი სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

ჭეშმარიტი რწმენაა: მთლიანად მიენდო სულიერი მოძღვრის ნებას, როგორც უფლისას.
ღირსი სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

უწიმაძღვროდ ადამიანის გონებას არ ძალუძს ზეცაში აღსვლა.
ღირსი პეტრე დამასკელი

თუკი გვმართებს ხორციელი მამის სიყვარული და მათთვის პატივის მიგება, რაოდენ მეტად უნდა გვიყვარდეს და პატივი მივაგოთ სულიერ მამას, რომელმაც ყოფიერებიდან კეთილყოფიერებაში გადაგვიყვანა, ცნობის სინათლე განგვიცხადა... განგვაახლა ბანვითა მეორედ შობისათა, აღდგომისა და უკვდავების სასოება ჩაგვინერგა.
მღვდელმთავარი გრიგოლ პალამა

შეეცადე მთელი სიცოცხლე გყავდეს სულიერი მამა, რომ ყველა შენი ცოდვა და გულისთქმა აღიარო მის წინაშე, მიიღო შენდობა და განიკურნო, რადგან მას მიეცა სულების შეკვრისა და გასსნის მადლი: „რაოდენი შეჰკრათ ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს ცათა შინა; და რაოდენი განჰხსნათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მათე 18,18). ეს მადლი და ძალა მან ქრისტესგან მიიღო, ამიტომ დაემორჩილე მას და არ შეეწინააღმდეგო, რომ სული არ დაიღუპო და თუ ხორციელი მამის წინააღმდეგ მომქმედი იქ, სადაც ღვთის კანონი არ კრძალავს, სიკვდილით ისჯება, განა არ განდევნის ღვთის სულს და არ დაიღუპება ის, ვინც სულიერი მამის წინააღმდეგ გამოვა? ამიტომ რჩევისათვის ყოველთვის შენ სულიერ მამას მიმართე და დაემორჩილე მას, მაშინ გადაირჩენ სულს და შეიძენ მარადიულ, უხრწნელ მადლს.
მღვდელმთავარი გრიგოლ პალამა

მთელი გულმოდგინმებით ეძიე და ჰპოვე მასწავლებელი, მოძღვარი, არა ხიბლში მყოფი, არამედ სულიერების მატარებელი, რომლის ცხოვრება მის სიტყვებს ესადაგება, მაღალზნეობრივი და გონებრივად სრულყოფილი, თავმდაბალი, მოკრძალებული და კეთილმოსურნე, ისეთი, როგორიც ღვთის სიტყვით უნდა იყოს, ქრისტესმიერი მასწავლებელი.
ღირსნი კალისტე და ეგნატე ქსანთოპულები

ჰპოვებ რა ასეთ მასწავლებელს, მიენდე მას, როგორც მამას ერთგული შვილი, იყავი მისი გამგებლობის ქვეშ და ყველაფერი მას შეუთანხმე. მიიღე იგი, როგორც თვით ქრისტე და, არა როგორც ადამიანი და განაგდე შენგან ყოველგვარი ეჭვი და ურწმუნოება, ისევე, როგორც შენი საკუთარი განსჯა და სურვილები: ფეხდაფეხ მისდიე შენს მოძღვარს, უსმინე მას, როგორც შენს საკუთარ სინდისს და მთელი არსებით, ყოველგვარი მერყეობის გარეშე დაემორჩილე.
ღირსნი კალისტე და ეგნატე ქსანთოპულები

მღვდელმოწამე კლიმი...
სამთავროს დედათა მ...
ათი ქალწულის შესახ...
ღირსი დანიელ აღმსა...
წმიდა მოწამენი: ევ...
ხარება

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

ქრისტეს შობა

დათვალიერება...

მე მიყვარს საქართველო

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა საბა განწმენდილი

დათვალიერება...

შობა ახალი წელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ირაკლი

დათვალიერება...

ცხრა ნეტარება

დათვალიერება...

გფარავდეს წმ.ბასილი დიდი,წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველი და წმ.იოანე ოქროპირი

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ქრისტეს შობა

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...