მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




ფიქრნი წინაშე ჯვარისა
სრულიად საქართველოს აღსარება დღესა მას სინანულისასა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


ბოლოს იგიც გამოჩნდა და მდინარის მეორე ნაპირზე გაჩერდა. გახარებული ზოსიმე წამოდგა და თან ღმერთს ადიდებდა ამ წყალობისათვის. მაგრამ საფიქრალიც გაუჩნდა მას: როგორ გადმოვაო წმიდანი ნაპირზე ნავის გარეშე? მაგრამ წმიდა დედამ ჯვარი გადასახა იორდანეს და სწრაფად გადმოვიდა წყალზე, თითქოს ხმელეთზე დადისო. ხოლო როცა ბერს თაყვანი უნდოდა ეცა მისთვის, მან შუა მდინარიდან გამოსძახა: „რას სჩადი, მამაო! შენ ხომ მღვდელი ხარ, აღმასრულებელი ღვთის დიდ საიდუმლოთა".

და როცა წმიდანი ამ ნაპირზე გადმოვიდა სასწაულებრივად, მან სთხოვა ბერს: „დამლოცე მამაო". ზოსიმემ კი, შეძრწუნებულმა ამ საკვირველი სახილველით, თრთოლვით მიუგო: „ჭეშმარიტად მართალ და უტყუარ არს ღმერთი, ვინაც აღთქმისაებრ იმსგავსებს განწმენდილთ, იმდენად, რამდენადაც ეს მოკვდათათვისაა შესაძლებელი. დიდება შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, ვინაც ამა წმიდა მხევლის სახით შენისა მიჩვენე მე, თუ ვითარ შორს ვარ ჯერეთ სრულყოფილებისაგან".

ამის შემდეგ ღირსმა დედამ სთხოვა ზოსიმეს „მრწამსი" წარმოეთქვა და „მამაო ჩვენო". ლოცვის დასრულებისას იგი ეზიარა ქრისტეს წმიდა საშინელ საიდუმლოთ, ცად აღაპყრო ხელნი და ცრემლითა და თრთოლვით წარმოთქვა წმიდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ლოცვა: „აწ განუტევე მხევალი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი" (ლუკა 2, 29).

შემდეგ ღირსმა დედამ ხელმეორედ მიმართა ბერს და უთხრა: „შემინდევ, მამაო, და კიდევ ერთი სხვა სურვილიც უნდა შემისრულო: ეხლა შენს მონასტერში დაბრუნდი და მომავალ წელს იმავე ამომშრალ ნაკადულთან მოდი, სადაც პირველად შევხვდით ჩვენ და ვისაუბრეთ". „ნეტავი შემეძლოს მე მუდამ შენ გდევდე, დედაო, რათა პირისპირ ვჭვრეტდე სიწმიდესა შენსა!" - მიუგო მამა ზოსიმემ. ღირსი დედა კი კვლავაც ევედრა ბერს: „ღვთის გულისათვის, ილოცე ჩემთვის მამაო და მოიხსენე უბადრუკება ჩემი". და მან ჯვარი გადასახა იორდანეს და უწინდებურად დაუბრკოლებლად გაიარა წყლის ზედაპირზე, შემდეგ კი უდაბნოში გაუჩინარდა. ბერ ზოსიმე კი სულიერი განცხრომითა და თრთოლვით დაბრუნდა მონასტერში და სულ იმას უსაყვედურებდა თავს, რომ სახელი არ ჰკითხა წმიდანს. მაგრამ იმით დაიმშვიდა თავი, რომ მომავალ წელს, ახალი შეხვედრისას ბოლოსდაბოლოს შეიტყობდა მის ვინაობას.

ეს წელიც გავიდა და დათქმულ დროს მამა ზოსიმე უდაბნოში გავიდა. ლოცვით მივიდა იგი დათქმულ ადგილთან - ამომშრალ ხევამდე, რომლის მეორე, აღმოსავლეთის მხარესაც წმიდა მოსაგრე დედა დაინახა. იგი გარდაცვლილიყო და პირით აღმოსავლეთისაკენ იწვა გულზე ხელებგადაჯვარედინებული. მამა ზოსიმემ ცრემლებით დაულტო მას ფერხნი და დიდხანს დასტიროდა შესვენებულს ისე, რომ არ შეხებია მას. შემდეგ იმ ფსალმუნთა გალობა დაიწყო, რომლებიც მართალთა აღსასრულის მწუხარებას შეესაბამება და მიცვლებულისათვის წესის აგების ლოცვები წარმოთქვა. მაგრამ მას ვერ გადაეწყვიტა - დაეკრძალა თუ არა ღირსი დედა, და როგორც კი გაიფიქრა, ნეტავ როგორი იქნებოდაო წმიდანის ნება, მაშინვე დაინახა მის თავით მიწაზე დაწერილი: „ამ ადგილას დამკრძალე, მამაო ზოსიმე, სხეული მდაბალი მარიამისა. მიეც მიწას მიწისა. ევედრე უფალს ჩემთვის, რომელი აღვესრულე თვესა აპრილს, დღესა პირველს, ქრისტეს მხსნელ ვნებათა ღამეს, მას შემდეგ რაც ვეზიარე ღვთაებრივ საიდუმლოთ".

როცა წაიკითხა ეს წარწერა, მამა ზოსიმე გაოცდა თუ ვის უნდა გაეკეთებინა იგი, იმიტომ რომ თვით წმიდა მარიამმა არ იცოდა წერა-კითხვა. მაგრამ იგი გახარებული იყო, რომ ბოლოს და ბოლოს გაიგო ამ მოსაგრე დედის სახელი. მიხვდა ბერი ზოსიმე, რომ იმ დღეს, ერთი წლის წინათ, როცა ღირსი მარიამი მისი ხელიდან ეზიარა ორდანესთან წმიდა საიდუმლოთ, მან ერთ წამზედ განვლო უდაბნოში ის დიდი მანძილი, რომლის განვლასაც ღირსმა მამამ ოცი დღე მოანდომა, და მაშინვე ჩაბარდა უფალს.

მას შემდეგ, რაც ღმერთი ადიდა და ცრემლით დაალტო მიწა და სხეული ღირსი მარიამისა, მამა ზოსიმემ წარმოთქვა: „ეხლა კი დროა, ბერო, ბრძანების აღსრულებას შეუდგე. მაგრამ ვით ამოვთხარო მე, ბედკრულმა, საფლავი, როცა არავითარი იარაღი არა მაქვს ხელთ?" იქვე ახლოს მან წაქცეული ხე დაინახა, ტოტი მოტეხა მას და მიწის თხრას შეუდგა. მაგრამ ძალიან გამხმარი იყო მიწა და ქვასავით გამაგრებული, ამიტომ რამდენსაც არ ეცადა ბერი, ვერაფერი გააწყო. ბოლოს, არაქათგამოცლილი წამოიმართა და ღირსი მარიამის ნეშტთან უზარმაზარი ლომი დაინახა, რომელიც ტერფებს ულოკავდა წმიდანს. ბერი შიშმა შეიპყრო, მაგრამ მან პირჯვარი გადაისახა და ირწმუნა, რომ უვნებლად გადარჩებოდა წმიდა მოსაგრის ლოცვის მეოხებით. მაშინ ლომი ბერს მიუახლოვდა მორჩილად და ბერმა ზოსიმემ, აღგზნებულმა სულით, ლომს საფლავის ამოთხრა უბრძანა, რათა მიწისათვის მიებარებინა წმიდა მარიამის სხეული. მისი ბრძანებით ლომმა თათებით ამოთხარა საფლავი, სადაც დაკრძალა კიდეც ღირსმა ზოსიმემ წმიდანი. ამის შემდეგ ორივე თავთავისი გზით წავიდა: ლომი უდაბნოში, ბერი ზოსიმე კი დიდებითა და ქებით ქრისტესი ღმრთისა ჩვენისა - მონასტერში.

სავანეში დაბრუნებულმა მამა ზოსიმემ ყოველივე, რაც კი ნახა და მოისმინა ღირსი მარიამისაგან, ბერებსა და იღუმენს ამცნო. გაკვირვებამ მოიცვა ყველა, ღვთის დიდებულების ამ დადასტურებაზე. შიშით, რწმენითა და სიყვარულით დაადგინეს ბერებმა ღირსი მარიამის ხსენება დაეწესებინათ და აღენიშნათ ხოლმე მისი გარდაცვალების დღე. მამა იოანემ, სავანის იღუმენმა, ღირსი დედის სიტყვისმებრ, ღვთის შეწევნით, ყოველივე აღასრულა სავანეში რაც ხამდა. მამა ზოსიმემ აქ, ამ მონასტერში დაასრულა თავისი ღვთისსათნო ცხოვრება და ამა წარმავალი ცხოვრებიდან, რომელშიც თითქმის ას წელს მიაღწია, იმ, საუკუნო ცხოვრებაში გადასახლდა.

ასე მოაღწია ჩვენამდე ღირსი მარიამ მეგვიპტელის საკვირველი ცხოვრების ამბავმა, რომელიც უფლის ყოვლადქებული წმიდა წინამორბედის იოანეს სახელობის სავანის ძველმა მოღვაწეებმა შემოგვინახეს, იმ სავანისა, იორდანეს ნაპირთან რომ მდებარეობს, თუმცა თავდაპირველად დიდი ხნის მანძილზე იგი ზეპირად გადადიოდა წმიდა ბერებისაგან მათს მოწაფეებზე, და მხოლოდ შემდეგში მოხდა მისი ჩაწერა.

„მეო, კი - ამბობს მღვდელმთავარი სოფრომი, მთავარეპისკოპოსი იერუსალიმისა (ხსენება 11 მარტს), პირველი აღმწერელი წმიდა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებისა, - რაც წმიდა მამებისაგან მივიღე გადმოცემით, ყოველივე ჩავწერე და წერილობით სიცოცხლე მივანიჭე ზეპირ გადმოცემებს.

ღმერთიმც მიაგებს ნაცვალს წამკითხველთაც, მსმენელთაც და გადმომცემთაც ჩვენდა ამა ამბისა, ის ღმერთი, რომელიც შემოქმედია დიდ საკვირველებათა და დიდ ნიჭთა მწყალობელი ყველასათვის, ვინც კი რწმენით მიმართავს მას. მისი წყალობითამც ღირს ვიქმნათ ნეტარი მარიამ მეგვიპტელის კეთილი ხვედრისა და ყველა იმ წმიდანისაც, ვინაც თავისი გონებით ზრახვით ღვთის დიდებულებისა და მოღვაწეობით სათნო ჰყოფია ღმერთს საუკუნითგან. ვადიდოთ ჩვენცა საუკუნო მეუფე ჩვენი, რათა ღირს ვიქმნათ ქრისტე იესუის წყალობის მოპოვებისა განკითხვის დღეს, უფლისა ჩვენისა, ვისიც ხამს დიდება და პატივი ყოველი, ხელმწიფება და თაყვანისცემა მამითურთ და ყოვლადწმიდა ცხოველმყოფელი სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ".

წმიდა მარიამ ეგვიპტელს ევედრებიან ხორცთა აღძვრისას ვნებისაგან განსათავისუფლებლად.

წმიდა ანა წინასწარ...
წმინდა ნინოს ლუსკუ...
წმიდა მოციქულნი: ს...
პატერიკული მოთხრობ...
რა მოხდა როცა ნოე ...
წმიდა მოწამე სუქია...

მშვიდობა მომეტანოს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა დიდმოწამე ბარბარე

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნატალია

დათვალიერება...

წმიდა მამა გაბრიელის 10 რჩევა

დათვალიერება...

გფარავდეს წმ.ბასილი დიდი,წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველი და წმ.იოანე ოქროპირი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა სოფიო

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ილია წინასწარმეტყველი

დათვალიერება...

ქრისტე აღსდგა

დათვალიერება...

გფარავდეს ღვთისმშობელი მუდამ

დათვალიერება...

წმიდა ნინო გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ირაკლი

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მეფე დემეტრე თავდადებული

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნეტარი დედა მატრონა

დათვალიერება...