- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)სიტყვა მეორესა კვირიაკესადა იხილა იესო სხვანი ორნი ძმანი იაკობ ზებედესი სახარება დღეს წაკითხული მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, როდის და რა სახით აღმოარჩია უფალმან ათორმეტნი მოციქულნი თვისნი. მოთხრობასა ამას შინა უმეტესად ყოვლისა ის განაღვიძებს ყურადღებასა ჩვენსა, რა სისწრაფით და ერთგულად მიიღეს აღმორჩეულთა ამათ წოდება უფლისა: და იხილა იესო სხვანი ორნი ძმანი...... და უწოდა მათ, ხოლო მათ მეყვსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამა თვისი და მისდევდეს მას. აჰა, რა სახით უბრალოთა ამათ მეთევზეთა გული ჰქონდათ განმზადებული მიღებად ღვთის წოდებისა. რაკი ერთხელ ესმა მათ ხმა უფლისა, აღარც ეჭვი, აღარც შიში, აღარც სიყვარული მშობელთა, ანუ მონაგებისა აღარ შეარყევს მათ. გული ეტყვის მათ, რომელ კეთილ არს წოდება ესე; ჭკუა მათი შეაგონებს მათ, რომელ იგინი ვერ იშოვნიან ამაზე უკეთესსა მოძღვარსა და განმანათლებელსა, სინიდისი გააღვიძებს მათ, რათა არა დაჰკარგონ კეთილი ესე შემთხვევა, არამედ ისარგებლონ მით, და იგინი მაშინვე დაემორჩილებიან ხმასა უფლისასა: ხოლო მათ მეყვსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამა თვისი და მისდევდეს მას. აჰა, ძმაო ჩემო საყვარელო, რა კეთილსა მაგალითსა და სწავლასა გაძლევენ შენ უბრალონი ესე და უსწავლელნი მეთევზენი, უკეთუ გსურს მიღება სწავლისა და მაგალითისა. როდესაც ღმერთი გიწოდებს შენცა, რა სახითაც გამოგიჩნდეს წოდება მისი, ნუღარ ჰყოვნი, ნუ მიზეზობ, ნუ ირყევი; არამედ მეყვსეულად ისმინე ხმა მისი და შეუდეგი მას. მაცხოვარი ასწავლიდა რა ერსა, ხშირად ესრეთ დააბოლოვებდა სიტყვათა თვისთა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! შეიძლება და საჭიროც არის შენდამიც მოვაქციოთ აწ სიტყვა ესე! თუ გული გაქვს, ძმაო, გამზადებული მიღებად სიტყვისა ღვთისა, თუ ჭკუა შენი არ არის განდრეკილი, არამედ მსურველი შეწყნარებად ღვთისაგან მოვლინებული სწავლისა და ქადაგებისა, ყური დაუგდე შენცა ყოველსა წოდებასა ღვთისასა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! მრავალ-გზის და მრავალ ფერად გიწოდებს შენცა მაცხოვარი განმავლობასა შინა შენისა სიცოცხლისასა. შენთვისაც იყო ეს მაგალითი და სწავლა, რომელი გესმა დღეს წაკითხულისა სახარებისაგან: ისმინე იგი და იყავ მბაძავი კეთილ გონიერთა ამათ მეთევზეთა. ღვთისაგან არის ყოველი იგი შემთხვევა, როდესაც გული შენი, მარადის გართული სოფლისა ამის ამაოებასა შინა, უცეფ გაიხსოვნებს ღმერთსა, მოსწყინდება ყოველი ამ სოფლის ამაოება და ურვა, მოსწყურდება მიქცევა ღვთისადმი და დავიწყება ამ სოფლის ბოროტებისა; ან როდესაც სინიდისი შენი ტვირთ-მძიმე ცოდვათაგან სწუხს, იურვის და გდევნის შენ გამოსვლად ცოდვის მონებისაგან და მიქცევად ღვთისადმი; გარნა საუბედუროდ ნაცვლად მისა, რომ შენ ყური დაუგდო ესრეთ შინაგანსა შენსა ხმოვანებასა და მიიღო იგი, ვითარცა წოდება ღვთისა, მზაკვარმან გონებამან შენმან სხვა რამე მიზეზს მიაწერა იგი და დააჩუმა შინაგანი თვისი მოძრაობა და მით გააუქმა წოდება ღვთისა. ღვთისაგან იყო ისიც, როდესაც შენ შეგემთხვია რომელიმე უბედურება, როდესაც იყავი შეწუხებული ანუ სიკვდილითა მოყვასთა შენთა, ანუ სიღარიბითა, ანუ სნეულებითა: ყოველთა ესრეთთა შემთხვევათა კაცნი ღვთის მოშიშნი და ღვთის მოსავნი მიიღებენ, ვითარცა ღვთისაგან მოვლინებულსა სწავლასა, შეიმუსვრიან გულთა თვისთა, დაემორჩილებიან სიმართლით დამსჯელსა მარჯვენასა ღვთისასა და ცდილობენ, რომ სინანულითა, მოთმინებითა და მორჩილებითა გაისწორონ ცხოვრება თვისი და კვალად შეიქმნენ ღირსნი ღვთის მოწყალებისა; გარნა შენ ესრეთთა შემთხვევათა შინა საუბედუროდ სხვაფერ იქცევი: შენ ანუ დაღონდები და შთავარდები სასოწარკვეთილებასა შინა, ანუ მხოლოდ ერთ წამს მიიქცევი ღვთისადმი და მერმე დაგავიწყდება სწავლა ღვთისა. ანუ იქმნება ღმერთმან შეგაგონა შენ სხვითა სახითა, იქმნება მან მოგცა შენ პატივი შორის მოყვასთა შენთა, იქმნება შეგამკო შენ ჭკუითა, განათლებითა, მოგანიჭა სიმდიდრე და წარმატება; კაცი კეთილ გონიერი და მორწმუნე ყოველთა ამათ ნიჭთა მიიღებს ვითარცა ღვთისაგან მოცემულსა წყალობასა, იგი იფიქრებს: უთუოდ ყოველი ესე მომცა ღმერთმან მისთვის, რათა ამით ვემსახურო ღმერთსა; გარნა შენ ხშირად სხვაფერ უყურებ ესრეთსა წოდებასა ღვთისასა; სიმდიდრე და წარმატება შენ ხშირად მიაწერე საკუთარსა შენსა ჭკუასა და ღირსებასა, ანუ ერთსა ბრმასა ბედსა და იგი მოიხმარე შენ არა ღვთის მსახურებისათვის, არამედ დასაკმაყოფლად შენთა ცუდთა სურვილთა და ვნებათა. ერთი სიტყვით რაოდენ გზის გააუქმე შენ წოდება ღვთისა! რაოდენ გზის გული გეტყოდა: დრო არის მიქცევად ღვთისადმი და დატევება ყოვლისა ამ სოფლის ამაოებისა; გარნა შენ მაინც ემონები ცოდვასა და ამაოებასა. რა არის მიზეზი შენისა ამის დაუდევნელობისა და უზრუნველობისა? ის, ძმაო, რომ შენ ისე არ აფასებ ღვთის წოდებასა, ვითარცა დააფასეს უბრალოთა მეთევზეთა. მათ ისრე დააფასეს წოდება ღვთისა, რომელ არათუ დაუტევეს ნავი თვისი, ესე იგი ყოველი ქონება თვისი, არამედ მშობელნიცა თვისნი. შენგან ღმერთი არ მოითხოვს ესოდენსა მსხვერპლსა, რომ დასტოვო ყოველი შენი ამ სოფლის საქმე და შეუდგე მხოლოდ ღვთის მსახურებასა. ესრეთსა მსხვერპლსა მოითხოვდა ღმერთი მხოლოდ რომელთამე რჩეულთაგან. შენთვის ისიც საკმაო იქნება, რომ წოდება ღვთისა, მისი მსახურება და მორჩილება მიგაჩნდეს უდიდესად ყოველთა სხვათა ამ სოფლის საქმეთა და არ დაივიწყო ეს სიტყვა მაცხოვრისა: სული უფროს არს საზრდელისა და გვამი სამოსლისა, ანუ ესე: რა მიუზღოს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა, და სულის ცხოვნების საქმე წინა უვიდოდეს, სხვათა ყოველთა შენთა საქმეთა და არათუ მხოლოდ წინა უვიდოდეს, არამედ სხვანიცა ყოველნი - ამ სოფლის შენნი საქმენი, შრომანი, ზრუნვანი, იმ სახით გქონდეს დაწყობილნი, რომელ არა თუ არ უშლიდენ, არამედ შეეწეოდენ ერთსა ამას უმაღლესსა და უსაჭიროესსა საქმესა, ესე იგი სულის განათლებასა და ცხოვნებასა, რომელიცა მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან. ამინ. | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1317 |
დაამატა: 5.0/1 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |