მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მოკლე მოძღვრება დიდ მარხვის პირველის კვირიაკის პირასკევს ზიარებად მომზადებულთადმი
მოძღვრება ოთხშაბათსა დიდ მარხვის პირველის კვირიაკისასა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ახლადშექმნილი ხატი „საქართველოს იმედი“
2012-10-12, 2:12 PM

ახლადშექმნილი ხატი „საქართველოს იმედი"


2009 წელს ფოკის დედათა მონასტრის სახელოსნოში რამდენიმე მონაზონს მოაფიქრდა წმინდა სამების ხატის მინანქრით მექმნა და ეს აზრი კათოლიკოს-პატრიარქს გაუზიარა. პატრიარქმა მათ შესთავაზა, წმინდა სამებასთან ერთად ხატზე ღვთისმშობელი, სვეტიცხოველი და ქართველი წმინდანები გამოესახათ. იმავე წლის სექტემბერში უკვე მზად იყო „იმედის" ხატის სრულყოფილი ესკიზი, ოქტომბერში კი პირველი ძვირფასეულობა სიწმინდეს კათოლიკოს-პატრიარქმა შესწირა. ბრილიანტებით და ზურმუხტის თვლებით მოოჭვილი გულსაკიდი და 7 კგ ოქრო. შემდგომში ამას მოჰყვა სხვადასხვა შემოწირულობა. ყველა შემომწირველის სახელი აღინუსხება საქართველოს საპატრიარქოს სამადლობელ წიგნში. ხატის მოჭედვას დასჭირდა 50 კგ ოქრო, გამშვენებულია პატიოსანი თვლებით.

„საქართველოს იმედის" ხატი სიგრძე-სიგანით ორ-ორი მეტრია და ზუსტად ხახულის კარედის ფორმისაა. „ტიხრული მინანქრის ტიხრის სიმაღლე არის 1,2 მმ - ყველაზე მაღალი მსოფლიოში და ხშირია მასში ტიხარი, ანუ ბევრი შრომაა ჩადებული", - ამბობს დავით კაკაბაძე (ფოკანის სახელოსნოების სამხატვრო ხელმძღვანელი-დირექტორი). ამ ხატს მსგავსება აქვს „საქართველოს დიდების" ხატთან. კვართის ჩამობრძანების ისტორია აქაც კარგად იკითხება, თუმცა, პატრიარქის კურთხევით, მასზე წმინდა სიდონია გამოსახულია მუხლმოყრილი და არა მიცვალებული.

2009 წლიდან ბოლო პერიოდამდე ხატის შექმნის საორგანიზაციო საკითხებს, რამდენიმე ადამიანთან ერთად, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია) ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ეს უდიდესი საქმე ასევე უდიდესი მოკრძალებითა და უხმაუროდ კეთდებოდა.

ერთ-ერთი საკვირაო ქადაგებისას პატრიარქმა ბრძანა: „მინდა გესაუბროთ ხატის შესახებ, რომელსაც „საქართველოს იმედი" ვუწოდეთ. ასეთი ხატი მსოფლიოში არსად მინახავს. მას მიეცემა ღვთის მადლითა და წყალობით განსაკუთრებული ძალა კურნებისა, დახმარებისა, იმედისა და ამიტომ დიდი მნიშვნელობა ექნება. ხანდახან ამბობენ, ბევრი ოქრო დაიხარჯა ხატის შემკობაზეო და ა.შ. მთავარი ოქრო კი არ არის, არამედ ის, რომ ქართველმა ხალხმა თავისი გული და გონება ჩააქსოვა ამ ხატში. „საქართველოს იმედის" ხატზე ფიქრი ჯერ კიდევ 30 წლის წინ დაიწყო. ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა, ჩვენთან შექმნილიყო ეს ხატი. აქ არიან ქართველი და მსოფლიო წმინდანები, შევთხოვთ მათ, მოიღონ წყალობა ჩვენს ქვეყანაზე, მთელ მსოფლიოზე, დაგვეხმარონ ამ განსაკუთრებულ წლებში და დღეებში".

„საქართველოს იმედის" ხატზე ორას სამოცდაათამდე წმინდანია გამოსახული. ხატი დასრულებულ სახეს უახლოეს მომავალში მიიღებს, როცა უკნიდანაც მოიჭედება. მომავალში უკან ფრთებზე გამოისახება სერაფიმები, შუაში დაიწერება სავედრებელი ლოცვა „საქართველოს იმედის" ხატისა, ხოლო ჩარჩოს გარშემო განლაგდება მსოფლიო წმინდანთა ასოთხმოცამდე მინიატურა.

კარედი ხატის პირს ამკობს შენაწირი თვალ-მარგალიტი, ძვირფასი ბეჭდები და სხვადასხვა სახის სამკაული, რომელთა შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შეწირულობა. ხატის ცენტრალური ნაწილის ქვედა არეში განთავსებულია ორმოცდათორმეტი სანაწილე ბუდე.

ხატი მოჭედილია 900-იანი სინჯის ხალასი ოქროთი. ჭედურობაზე მუშაობდა დეკანოზი იაკობ აბაშიძე, რამდენიმე მჭედელთან ერთად. ამ სამუშაოებს ხელმძღვანელობდნენ არქიმანდრიტი ილია (ნასიძე), არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია).

მეტი სასოებით რომ ვილოცოთ ამ წმინდა ხატის წინაშე, გთავაზობთ მის აღწერილობას. ხატის ესკიზზე დატანებული ნომრების მიხედვით ადვილად გაარჩევთ, თუ სად რომელი წმინდანია გამოსახული. ფრჩხილებში მოთავსებული რომაული და არაბული ციფრები გვიჩვენებს, თუ რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ხსენებული წმინდანი ანდა რომელ წელს აღესრულა.

ხატი „საქართველოს იმედი" აგრძელებს ტრადიციას და იმეორებს საქართველოში ფართოდ გავრცელებულ კარედის ფორმას. იგი კაკლის ხისაა, პირი ოქროთია მოჭედილი და უხვადაა შემკული პატიოსანი თვლებით. მოჭედილობის ფონი დაფარულია დეკორით. ხატის საფუძველია მიხეილ საბინინის „საქართველოს დიდება", თუმცაღა მის ზუსტ ასლს არ წარმოადგენს. კარედის მარჯვენა და მარცხენა ფრთების შუბლზე წარწერაა - „საქართველოს იმედი".

 

ხატზე გამოსახულნი არიან:

1. ყოვლადწმინდა სამება

2. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, კალთაში უზის ყრმა იესო

3. სერაფიმი

4. ქერუბიმი

5. წმინდა მთავარანგელოზი მიქაელი

6. წმინდა მთავარანგელოზი გაბრიელი

7. წმინდა დიდმოწამე გიორგი (IV ს.)

8. წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული

9. წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი

10. მოციქულთასწორი წმინდა ნინო

11. უფლის ანგელოზი აღამაღლებს სვეტს

12. წმინდა სიდონია (I ს.)

13. წმინდა მოციქულთასწორი დედოფალი ნანა (IV ს.)

14. წმინდა მოციქულთასწორი მეფე მირიანი (IV ს.)

15. ღირსი თადეოზ სტეფანწმინდელი (VI ს.)

16. ღირსი შიო მღვიმელი (VI ს.)

17. ღირსი მამა დავით გარეჯელი (VI ს.)

18. წმინდა ისე წილკნელი - ათცამეტ სირიელ მამათაგანი (VI ს.)

19. მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი (VI ს.)

20. ღირსი იოანე ზედაზნელი (VI ს.)

21. ღირსი დოდო გარეჯელი (VI ს.)

22. ღირსი მამა ამბა იოსებ ალავერდელი (+570)

23. მღვდელმოწამე ნეოფიტე, ურბნელი ეპისკოპოსი (VII ს.)

24. ღირსი მამა ილარიონ ქართველი, საკვირველთმოქმედი (+875)

25. ღირსი მამა ჩვენი გიორგი მთაწმინდელი (+1065)

26. ღირსი მამა იოანე მთაწმინდელი (+1005)

27. ღირსი ექვთიმემთაწმინდელი, მთარგმნელი (+1028)

28. ღირსი მამა ილია დიაკონი (VI ს.)

29. წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) (+1896)

30. ღირსი მამა ევაგრე, ციხედიდის მთავრად ყოფილი და შიო მღვიმელის თანამოღვაწე (VI ს.)

31. ღირსი მამა მღვდელმონაზონი ალექსი (შუშანია) (+1923) 

32. წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე) (+1944)

33. ღირსი მამა ანტონ მესვეტე, მარტომყოფელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი (VI ს.)

34. ღირსი მამა არსენ იყალთოელი (+1127)

35. წმინდა მეფე დემეტრე თავდადებული (+1289)

36. წმინდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი (+502)

37. წმინდა დიდებული მოწამე მეფე არჩილი (+644)

38. წმინდა კეთილმსახური დავით მეოთხე, მეფე ყოვლისა საქართველოისა, აღმაშენებელად წოდებული (+1125)

39. წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (+1213)

40. წმინდა მოწამე აბო თბილელი (ისმაიტელყოფილი), თბილისში წამებული (+786)

41. დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ (+914)

42. წმინდა დიდებული მოწამე მეფე ლუარსაბი (+1622)

43. წმინდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი, კახეთის დედოფალი ქეთევანი (+1624)

44. წმინდა დიდებული მოწამე შუშანიკი (+475)

45. დიდმოწამე კონსტანტი კახი, ქართველთა მთავარი (+852)

46-47. წმინდა დიდმოწამენი, არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე, მხეიძენი (+740)

48. წმინდა მოწამე მირდატ მეფე (+410)

49. პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული (+457)

50. წმინდა მოწამე ევსტათი მცხეთელი (+589)

51, 53. წმინდა მოწამენი ძმანი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავნი (+1661)

52. წმინდა მოწამე ბიძინა ჩოლოყაშვილი (+1661)

54. წმინდა მოწამე მეფე ვახტანგ მესამე (+1308)

55. წმინდა იოთამ ზედგენიძე, მეფისათვის თავდადებული (+1465)

56. წმინდა მეფე სოლომონ II, სამშობლოსათვის თავდადებული (+1815)

57. წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) (+1907)

58. წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) (+1953)

59. ღირსი იოვანე ჭყონდიდელი (XI ს.)

60. ღირსი მამა ეფრემ მცირე ფილოსოფოსი (+1001)

61. წმინდა იოანე მანგლელი (+1751)

62. მღვდელმოწამე თეოდორე აჭარელი (XVIII-XIX სს.)

63. ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზი (წერეთელი) (+1820)

64. ღირსი იოანე ხახულელი (X-XI სს.)

65. ღირსი მამაი გაბრიელ მცირე, მღვდელმოწამე, ნათლისცემლის უდაბნოში მოღვაწე, ლეკთაგან წამებული (+802)

66. ღირსი მამა იოანე ჭიმჭიმელი, ფილოსოფოსი (XII ს.)

67. ღირსი მამა იოანე შავთელი, თამარ მეფის თანამედროვე (XIII ს.)

68. ღირსი მამა ევლოგი წინასწარმეტყველი - სალოსი, თამარ მეფის თანამედროვე (XIII ს.)

69. წმინდა ექვთიმე (ეფთვიმე) (შერვაშიძე) გაენათელი მიტროპოლიტი (+1822)

70. წმინდა ზოსიმე ეპისკოპოსი კუმურდოელი (XVI ს.)

71. წმინდა ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) - ახალი (+1864)

72. წმინდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) - რწმენის, მეფისა და სამშობლოსათვის თავდადებული (+1609)

73. ღირსი მამა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი, სვინგელოზი (X ს.)

74. წმინდა ანთიმოზ ივერიელი (+1716)

75. წმინდა მამა ქაიხოსრო ქართველი (+1612)

76. ღირსი მამა გიორგი ღმერთშემოსილი, დაყუდებული - წმინდა გიორგი მთაწმინდელის მოძღვარი (X ს.)

77. ღირსი მამა გაბრიელ ათონელი (X ს.)

78. მღვდელმოწამე კირიონ II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (+1918)

79. წმიდა მამაი კათოლიკოსი (+744)

80. წმინდა ამბროსი აღმსარებელი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (+1927)

81. წმინდა მრავალვნებული ანტონ II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (+1827)

82. წმინდა იოანე (ოქროპირი) კათოლიკოსი (+1049)

83. წმინდათა შორის მამაი ჩვენი არსენ დიდი, კათოლიკოსი (+887)

84. წმინდათა შორის მამაი ჩვენი სარმეან კათოლიკოსი (+779)

85. წმინდათა შორის მამაი ჩვენი ნიკოლოზ კათოლიკოსი (+1591)

86. წმინდა მღვდელმოწამე ევდემოზ კათოლიკოსი (+1642)

87. წმინდა მამა იოსებ კათოლიკოსი, სასწაულთმოქმედი (+1770)

88. წმინდა კათოლიკოსი მელქისედეკ I (XI ს.)

89. წმინდა პეტრე I - საქართველოს კათოლიკოსი (V ს.)

90. წმინდა სამოელ I -საქართველოსკათოლიკოსი (VI ს.)

91. წმინდანი ათნი ბევრნი (100000) მოწამენი,თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი (+1227)

92. წმინდა პროხორე ქართველი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის განმაახლებელი (XI ს.)

93. ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი, კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი (+861)

94. ღირსი ლუკიანე გარეჯელი (VI ს.)

95. ღირსი მამა სვიმეონი, გარეჯის წინამძღვარი, წინასწარმხედველი და საკვირველთმოქმედი (+1773)

96-97. ღირსნი მამანი მიქაელ და არსენ ქართველნი (IX ს.), ულუმბოელნი

98. წმინდა სალომე უჯარმელი (IV ს.)

99. წმინდა პეროჟავრა სივნიელი (IV ს.)

100. წმინდა აბიათარ მღვდელი, ურიაყოფილი (IV ს.)

101. ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი, „შენ ხარ ვენახის" მთქმელი (+1157)

102. ღირსი ზაქარია ანჩელი მღვდელმთავარი (IX ს.)

103-104. ღირსი ზაბულონი და სოსანა, წმინდა მოციქულთასწორი ნინოს მშობლები (IV ს.)

105. ღირსი მამა არსენი, ნინოწმინდელი ეპისკოპოსი (+1082)

106. წმინდა მთავარანგელოზი ეგუდიელი

107. წმინდა მთავარანგელოზი გაბრიელი

108. წმინდა მთავარანგელოზი ურიელი

109. წმინდა მთავარანგელოზი მიქაელი

110. წმინდა მთავარანგელოზი ტახნიელი

111. წმინდა მთავარანგელოზი რაფაელი

112. წმინდა მთავარანგელოზი ვარაქიელი

113. წმინდა მთავარანგელოზი იერომიელი

114. წმინდა მთავარანგელოზი სელაფიელი

115. მოციქულთა თავი პეტრე

116. მოციქულთა თავი პავლე

117. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი

118. მოციქული მათე

119. მოციქული ლუკა

120. მოციქული მარკოზი

121 . მოციქული ანდრია

122. მოციქული ფილიპე

123. მოციქული იაკობ ზებედესი

124. მოციქული იაკობ ალფესი

125. მოციქული თომა

126. მოციქული ბართლომე

127. მოციქული თადეოზი

128. მოციქული მატათა

129. მოციქული სვიმეონი

130. მოციქული კარპე

131. მოციქული კოდრატე

132. მოციქული ონისიმე

133. მოციქული ტიმოთე

134. მოციქული ანდრონიკე

135. მოციქული ანანია

136. წინასწარმეტყველი ნაუმი

137. წინასწარმეტყველი დავითი

138. წინასწარმეტყველი ილია

139. წინასწარმეტყველი მოსე

140. წინასწარმეტყველი დანიელი

141. წინასწარმეტყველი იეზეკიელი

142. წინასწარმეტყველი სოლომონი

143. წინასწარმეტყველი სოფონია

144. წინასწარმეტყველი ელისე

145. წინასწარმეტყველი მალაქია

146. წინასწარმეტყველი იერემია

147. წინასწარმეტყველი ზაქარია

146. წინასწარმეტყველი ამბაკუმი

149. წინასწარმეტყველი სამოელი

150. წმინდა ქრისტეფორე გურული (XVI ს.)

151. ნეტარი ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული (+1771)

152. პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული (+457)

153. წმინდა დინარ დედოფალი (X ს.)

154. წმინდა მღვდელმოწამე, არქიმანდრიტი გრიგოლი, ოსვენციმის ბანაკში აღსრულებული (+1942)

155. ღირსი მამა ანტონი, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი (+1815)

156. წმინდა გიორგი ქოზიბელი (VII ს.)

157. ღირსი მამა გაბრიელ გარეჯელი, ლეკთაგან მოკლული (1696- 1700)

158. წმინდანი დედანი და მამანი, ქვაბთახევის მონასტერში წამებულნი ჟამსა თემურ-ლენგისასა (+1386)

159. ღირსი ზენონ იყალთოელი (VI ს.)

160. ღირსი გიორგი ზარზმელი (IX ს.)

161 . ღირსი ისიდორე სამთავნელი (VI ს.)

162. ღირსი მამა პავლე გარეჯელი, ლეკთაგან მოკლული (1696-1700)

163. წინასწარმეტყველი იონა

164. წმინდა მღვდელმოწამე სიმონი (მჭედლიძე) (+1924)

165. ცხრა ძმა კოლაელნი: გუარამ, ადარნასე, ბაქარ, ვაჩე, ბარძიმ, დაჩი, ჯუანშერ, რამაზ და ფარსმანი - კოლაში, მტკვრის სათავესთან ქვით ჩაქოლილნი (VI ს.)

166. წმინდა გიორგი ჭყონდიდელი, დავით აღმაშენებლის მოძღვარი (+1118)

167. ღირსი მამა შიო ახალი გარეჯელი, ლეკთაგან მოკლული (1696-1700)

168. წმინდა მღვდელმოწამე იეროთეოზი (ნიკოლაძე) (+1924)

169. წინასწარმეტყველი ესაია

170. წმინდა ილარიონ დიდი

171. ღირსი მამა ბასილი, რომელი იყო ძე ბაგრატ III-ისა

172. ღირსი საბა ხახულელი (XI ს.)

173. ღირსი მამა ჩვენი გიორგი მთაწმინდელი (+1065)

174. დუდიყვათსა და პაპათში (თანამედ. თურქეთი) 300 მხედარი, მღვდელნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ლაზნი ქრისტეს სარწმუნოებისთვის მუსლიმანთაგან წამებულნი (XVII-XVIII სს.)

175. ღირსი მამა ჩვენი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერელი (+1308)

176. ღირსი ანტონი მესხი (XIII ს.)

177. ცხრა ძმა ხერხეულიძე დედითა და დით და მათ თანა 9000 ქართველნი, მარაბდას ბრძოლის ველზე მომწყდარნი (+1625)

178. ღირსი დავით მწირი გარეჯელი (1696-1700)

179. წმინდა სალომე ქართველი, სპარსთაგან წამებული (XIII ს.)

180. ღირსი მიქაელ ულუმბოელი (VI ს.)

181. მღვდელმოწამე იაკობ ხუცესი, სპარსეთში წამებული (დაახ. 345)

182. გარეჯელნი მოწამენი, ექვსი ათასნი (+1616)

183. წმინდა ტბელი აბუსერიძე (XIII ს.)

184. წმინდა მღვდელმოწამე გერმანე ჯაჯანიძე (+1924)

185. წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე), გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსი (+1907)

186. წმინდა ღირსმოწამენი, ათონის ივერთა მონასტერში ლათინთაგან მოწყვეტილნი (XIII ს.)

187. წმინდათა შორის მამა ლუკა იერუსალიმელი (მუხაიძე), მოწამებრივად აღსრულებული (+1277)

188. წმინდა მოწამე ნიკოლოზ დვალი, იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერში მაპმადიანთაგან წამებული

189. ღირსი პავლე ზარზმელი (IX ს.)

190. ღირსი მიქაელ ზარზმელი (IX ს.)

191. ღირსი გაბრიელ გარეჯელი (1696-1700)

192. წმინდა მღვდელმოწამე ნაზარი (ლეჟავა), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი (+1924)

193. წმინდა აღმსარებელი იოანე (მაისურაძე) (+1957)

194. წმინდა და მართალი ესაია ქართველი (ქრისტეს საფლავის მცველი)

195. ღირსი თადეოზ სტეფანწმინდელი (VI ს.)

196. ღირსი მამა გიორგი მწერალი ხახულელი (XI ს.)

197. ღირსი მამა ონოფრე გარეჯელი, საკვირველთმოქმედი (XVIII ს.)

198. ღირსი გიორგი მაშენებელი - ათონელი (+1029)

199. წმინდა და მართალი იოანე ქართველი (ქრისტეს საფლავის მცველი)

200. წმინდა ახალმოწამე მთავარდიაკონი ბესარიონი (კუხიანიძე) (+1924)

201. მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელი (+1759)

202. დიდმოწამე კონსტანტი, ქართველთა მთავარი (+852)

203. ღირსი მამა საბა, ხახულელი (XI ს.)

204. წმინდათა შორის მამაი ჩვენი გიორგი მაწყვერელი (IX-X სს.)

205. ღირსი მამა სერაპიონ ზარზმელი (+900)

206. წმინდა ნიკოლოზ კათოლიკოსი (-1591)

207. ღირსი მამა ექვთიმე - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1804)

208. ღირსი ბასილი ზარზმელი (IX ს.)

209. წმინდა აღმსარებელი გიორგი-იოანე (მხეიძე) (+1960)

210. წმინდა აღმსარებელი ცოტნე დადიანი (XIII ს.)

211. ღირსი ექვთიმე ათონელი, მთარგმნელი (+1028)

212. წმინდა მოწამე ისააკ ქართველი კარნუ-ქალაქში წამებული (+808)

213. ღირსი სტეფანე ხირსელი (VI ს.)

214. წმინდა მოწამე აშოტ კურაპალატი, არტანუჯის ტაძარში წამებული (+829)

215. წმინდა დიმიტრი ყიფიანი, სამშობლოსათვის წამებული (+1887)

216. წმინდა ეფრემ დიდი, მაწყვერელი (IX ს.)

217. ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი, კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი (+861)

218. წმინდა მოწამე იოსებ ქართველი, კარნუ-ქალაქში წამებული (+808)

219. წმინდა მოწამე სუქია და მისთანა 16 ქართველი: ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი, იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე (II ს.)

220. წმინდა დამართალი სტეფანე ქართველი (ქრისტეს საფლავის მცველი)

221. ღირსი მამა ბასილი (რატიშვილი)

222. ღირსი მამა იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველთმოქმედი (+1763)

223. ღირსი მიქელ პარეხელი (VIII-IX სს.)

224. წმინდა ილარიონ თუალელი (XI ს.)

225. ღირსი მამა სერაპიონ საკვირველთმოქმედი, ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1747)

226. ღირსი პიროს ბრეთელი (VI ს.)

227. წმინდა მეფე სოლომონ II, სამშობლოსათვის თავდადებული (+1815)

228. დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ (+914)

229-230. წმინდანი ორნი ძმანი დავითი და ტარიჭანი (+693)

231. ღირსი დედა ფებრონია (IX ს.)


შეაფასეთ: 1.4/41
ნანახია: 1336 | დაამატა: Sarcmunoeba |  



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0