მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა ხარების დღესა, თქმული ქუთაისს
სიტყვა ღირსისა მამისა ჩვენისა სტეფანე ხირსელისათვის

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

გელათი


გელათი

შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი, ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი - გელათის მონასტერი აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) ნაგებობები. 1994 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

გელათის სამონასტრო კომპლექსი მოიცავს: მთავარ - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ-გუმბათოვან ტაძარს, რომლის კედელ-კამარები ერთიანად დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით, XII საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას XVI საუკუნის მოხატულობით, წმ. ნიკოლოზის სახელობის ორსართულიან ეკლესიას, XIII ს. სამრეკლოსა და გელათის აკადემიას.

ქართული სამეცნიერო-პედაგოგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო კერა გელათის აკადემია 1106 წელს დავით აღმაშენებლის ინიციატივითა და ხელშეწყობით გელათის მონასტერთან დაარსდა. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწეოდ სწავლული ქართველები შეკრიბა, რომელთა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანამედროვენი გელათის აკადემიას "აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად"  და ”მეორე ათენს” უწოდებდნენ. აკადემიის სათავეში ედგა მოძღვართ-მოძღვარი. სასწავლო პროგრამა ძირითადად ტრივიუმის (გეომეტრია - "ქვეყნის საზომლოჲ", "არითმეტიკა" - "რიცხუნი", მუსიკა - "სამოსოჲ") და კვადრიუმის (ფილოსოფია სამი სახის - "საქმეთი, მხედველობითი და განმსიტყუელობითი", რიტორიკა სამი სახის - "თანამზრახველობისა, მეპაექრობისა და დღესასწაულობისა", გრამატიკა და ასტრონომია - "ვარსკვლავთმრიცხველობაჲ") საგანთა შესწავლას ითვალისწინებდა.

XIV საუკუნეში გელათში შეიქმნა მნიშვნელოვანი იურიდიული ძეგლი "გარიგება ჴელმწიფის კარისა" და საისტორიო წყარო "გელათური ქორონიკონი".
მთავარი ტაძრის კონქში დაცულია გელათის ცნობილი მოზაიკა, დასავლეთ სტოაში - XII საუკუნის ფრესკები, რომლებზეც გამოსახულია საეკლესიო კრება. სამხრეთ ეკვდერში კი დავით ნარინის XIII საუკუნეში შესრულებული ორი პორტრეტი. განსაკუთრებით საყურადღებოა ისტორიულ პირთა პორტრეტები (XVI ს.): ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები. აქვეა დავით აღმაშენებლის ფრესკული გამოსახულებაც.

გელათის მონასტერი სამეფო სახლის საკუთრება და საძვალე იყო, ტერიტორიულად ახლოს მდებარეობდა სამეფოს პოლიტიკურ ცენტრთან - ქუთაისთან, აქ დასაფლავებულია სრულიად საქართველოს, თითქმის ყველა მეფე: დავით IV აღმაშენებელი, დემეტრე I, გიორგი III და თამარი (ისტორიკოსების ცნობით). ასევე იმერეთის მეფეები: ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, და სოლომონ I.

შეაფასეთ: 1.8/37
ნანახია: 1056 | დაამატა: Sarcmunoeba



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0