მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 15
სტუმარი: 15
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 15
სტუმარი: 15
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



საშობაო ეპისტოლე
ქადაგება ქაშვეთის ტაძარში საშინელი სამსჯავროს ხსენების დღეს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

სიტყვა ღირსისა მამისა ჩვენისა სტეფანე ხირსელისათვის


კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)

სიტყვა ღირსისა მამისა ჩვენისა სტეფანე ხირსელისათვის

მოიხსენენით წინამძღვარნი იგი თქვენნი, რომელნი
გეტყოდეს თქვენ სიტყვათა მათ ღმრთისათა, და,
ხედვიდით გამოსვლასა მას ცხოვრებასა მათისასა,
და ჰბაძევდით სარწმუნეობასა მათსა (ებრ. 13,7)

ღვთაებრივი, უკვდავი და გამაბედნიერებელი სწავლა-მოძღვრება, რომელსაც ჰქადაგებდა მხსნელი და მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე თავისი ქვეყნად ყოფნის ჟამს, მოჰფინეს დედამიწის პირს, გაავრცელეს ხმელეთზე და ღრმად დაუნერგეს გულში აუარებელ ხალხს პირველად მაცხოვარისავე მოწაფეებმა ანუ მოციქულებმა, ხოლო მათ შემდეგ მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა. რასაკვირველია, ეს წმიდა გვამნი, რომლებმაც შესძინეს კაცობრიობას უმაღლესი ბედნიერება, რომლებმაც თავიანთი დაუცხრომელი შრომით და მხურვალე ღვაწლით წყვდიადში და სიბნელეში მსხდომი ხალხი გამოიყვანეს ჭეშმარიტ ნათელში და დაადგინეს იგი საუკუნო ნეტარების, სამუდამო ბედნიერების და დაუსრულებელი სიხარულის გზას, უნდა გამხდარიყვნენ ყველასთვის დაუვიწყარ და მარად სახსოვარ პირებად, უნდა ხსომებოდათ იგინი ყველა ქრისტეანებს და ცდილიყვნენ განეხორციელებინათ, აესრულებინათ მათი მოძღვრება. „მოიხსენენით წინამძღვარნი იგი თქვენნი, - დასწერს ამისათვის პავლე მოციქული, - რომელნი გეტყოდეს თქვენ სიტყვათა მათ ღმრთისათა და, ხედვიდით გამოსვლასა მას ცხოვრებისა მათისასა და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსაო". ეს მცნება, დავალება ხსენებული მოციქულისა, ცხადია, ჩვენც შეგვეხება. ჩვენი ძვირფასი და საყვარელი სამშობლო - საქართველო. ბევრ სხვა ქვეყნებთან შედარებით ადრე ეღირსა დიდსა და მაღალ ბედნიერებას - ქრისტეს სარწმუნოებით განათლებას. თავადაც დიადი და სანეტარო ეს გარემოება მით უფრო საბედნიეროდ და სასიხარულოდ უნდა გვქონდეს ყველას დარჩენილი, რომ ქრისტეს ცხოველმყოფელი სარწმუნოების სხივების პირველად შემოტანა საქართველოში წილად ხვდა ღვთისმშობელსა. მართალია, ჩვენი ერი ვერ ეღირსა პირადად ღვთისმშობლის ხილვას, მაგრამ სამაგიეროდ მას შემდეგ, რაც განგებულებამ წილად ახვედრა მას ჩვენი ერი, იგი გახდა და დღევანდლამდე არის მფარველი მთელი საქართველოსი; მან მოავლინა თავის მაგივრად ჩვენში საქადაგებლად მოციქულნი ქრისტესნი ანდრია და სიმონი, მან ჩაუდო გულში საქართველოში ქრისტეანობის გავრცელების აზრი წმინდა ნინოს, მან აღძრა და მოიყვანა ასურეთის ქვეყნიდან ათცამეტნი მამანი, მათ შორის ღირსი მამა ჩვენი სტეფანე ხირსელიცა, რომლის ხსენების აღსასრულებლად შევკრებილვართ დღეს ყველა აქ მდგომარენი. დიაღ, ძმებო, ჩვენც მოვალენი ვართ მოვიხსენებდეთ მუდამ იმ პირებს, იმ წინამძღვრებს, რომლებმაც მოგვანიჭეს უფალი იესო ქრისტეს უძვირფასესი და უტკბილესი სარწმუნოება. რომელთა მეოხებით ვბედნიერდებით ღვთის მსახურების აღსრულებით. ვტკბებით ქრისტეს მაღალი მოძღვრების მოსმენით...

სასიხარულოდ და სასიამოვნოდ მაქვს დარჩენილი, რომ ზემომოყვანილი მცნება მოციქულისა არ დაგვიწყებიათ. თუ სრულებით არა, პირველ ნახევარს მაინც ასრულებთ ამ მცნებისას. მცირე ხანია, სულ მცირე, რაც ვიმყოფები ამ ყოვლისფრივ შემკობილ და უფლისაგან ნაკურთხ ქვეყანაში, მაგრამ იშვიათად გაივლის თვე, არ გავიგონო: ამ სოფელში შეგროვდა ხალხი ღვთისმშობლის დაბადების სადღესასწაულოდ, იქ მიეშურებიან წმ. გიორგის თაყვანის-საცემლად, სხვაგან წმ. ნიკოლოზის ხსენების აღსასრულებლად და სხვა და სხვა. როგორც შეუძლებელია, რომ ქვეყანას, სოფელს, სახლს არა ჰყავდეს, გარდა ხელმწიფისა, რომელიც არსაზოგადო უფროსი, ეგრეთვე კერძო უფროსები, მცველები და მეთვალყურენი, ისე შეუძლებელი და წარმოუდგენელია, რომ მართლმადიდებელ ერსა, სოფელში მცხოვრებია იგი თუ ქალაქში, მდიდარი თუ ღარიბი, სწავლული თუ უსწავლელი, არა ჰყავდეს გარდა ღვთისა, რომელიც არის ყველაფრის დამბადებელი და საზოგადო მფარველი. ზეციური კერძო მფარველნი, სულიერნი მცველნი და კეთილნი წინამძღოლნი. ხოლო, უკეთუ სინიდისი, პატიოსნება და ზრდილობიანობა გვხდიან ვალდებულად, რომ გვიყვარდნენ და პატივს ვსცემდეთ ჩვენი ოჯახების, საზოგადოების და ერის მეუფროსეებს, ვაწყობდეთ ჩვენს ცხოვრებას მათდა სასიამოვნოდ და მოსაწონად, ცხადია, იგივე ზრდილობიანობა, იგივე სინიდისი და ქრისტეანული პატიოსნება ვალდებულ-ჰყოფენ ქრისტეანს, რომ მას ახსოვდეს მარად თავისი ზეციერი მფარველი, იყოს გამსჭვალული მხურვალე სიყვარულით თავისი საზოგადოების მეოხისადმი და სცდილობდეს ეს სიყვარული, მოწიწება და პატივისცემა ზეციური მფარველისა გამოხატოს, განახორციელოს, დაამტკიცოს თვით ცხოვრებით და ყოფაქცევით. მორწმუნე ადამიანი მოვალეა თავისი წინამძღვრის ხსენების აღსრულების დღეს გაითვალისწინებდეს განვლილი წლის თავის ცხოვრებას, გულდადებით ჩაუკვირდებოდეს მას და უპირმოთნეოდ, სისწორით, სრული სიმართლით, გამოტეხით ეტყოდეს თავის თავს, თავის სინიდისს, თავის სულს: ქრისტეანობრივ წინმსვლელობაში და წარმატებაში ყოფილა თუ არა წარსულის წლის განმავლობაში; შეუძენია მას განვლილ წელში რომელიმე ახალი სათნოება, ან მოუშლია ერთიცა ზნეობრივი ნაკლულევანება, თუ არა? როგორც ქრისტეანი, შარშანდელთან შედარებით, უკეთესი გამხდარა თუ არა? უკეთუ რომ განვლილ წელიწადში ისა სდგომია ზნეობრივ წარმატების კვალს, ახალი ნაბიჯი გადაუდგამს მას წინ ზნეობრივს ცხოვრებაში, ბევრი კეთილი შეუძენია და ბოროტი მიდრეკილება აღმოუკვეცია, ერთი სიტყვით, ზნეობრივის მხრივ გაუკეთესებულა, ამაღლებულა და გაკეთილშობილებულა, მოვალეა შესწიროს გულმუხრვალე მადლობა თავის ზეციურს მფარველს და შესთხოვოს მას, რომ მომავალ წელსაც მისცეს ძალი და შეძლება ისევ კეთილზნეობრივი ცხოვრების წინმსვლელობისა, ქრისტეანული მოვალეობის უკეთესად შეგნებისა, ისევ სარწმუნოებრივი აღმატებისა და გაუმჯობესებისა. მაგრამ, თუ ცხოვრების გათვალისწინებამ და ჩაკვირვებამ დაანახვა ადამიანს, რომ წარსულს წელს გაუვლია მისთვის არა ჯეროვნად, ე.ი. ამ წლის განმავლობაში მას არამც თუ არ შეუძენია და არ მოუპოვებია სიკეთე და ღვთის სიყვარული, არამც თუ არ ამაღლებულა იგი ზნეობით და არ მოუშლია წინანდელი ნაკლულევანებანი, არამედ უფრო დაცემულა, ზნეობით დაქვეითებულა და უვლია უკუღმართობის გზაზე, მოვალეა თავის სოფლის წმინდანის დღესასწაულის დღეს წრფელად შეინანოს ამგვარი თავისი ქცევა, მისცეს თავისი სოფლის წმინდანს გადაწყვეტილი, მტკიცე და პატიოსნური აღთქმა, რომ მომავალს წელს იწყებს უმჯობესს ცხოვრებას; მდუღარე ცრემლით, მხურვალე ვედრებით, ქრისტეანული მორჩილებით გამოსთხოვოს მას შემწე-მფარველობა და წინამძღოლობა მომავალი დროის კეთილ ცხოვრებაში.

აი, მორწმუნენო მსმენელნო, რაგვარი აზრებით უნდა იყოთ გამსჭვალულნი, თუ გსურთ, რომ ამ თქვენს სალოცავად შეკრებას ჰქონდეს ქრისტეანული ხასიათი; თუ გსურთ ზეციური მეოხის ხსენებით სიკეთის შეძენა; თუ გნებავთ, რომ იყოთ ღირსეულნი აღმასრულებელნი პავლე მოციქულის მცნებისა: „მოიხსენენით წინამძღვარნი იგი თქვენნი, რომელნი გეტყოდეს თქვენ სიტყვათა ღმრთისათა და ჰხედვიდით გამოსვლასა მას ცხოვრებისა მათისასა, და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა". ამინ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 1333 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0