მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ქალწულმა შვა ძე
სადაც შერიგებაა, იქ სიყვარულია

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი

ნეკრესის ძველთაძველი ტაძარი ყვარელიდან დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით, ნეკრესის მთაზე მდებარეობს. ნეკრესი მდინარე ალაზნის მარცხენა მხარესაა. მისი შესანიშნავი ადგილმდებარეობა და თვითონ ტაძრის სილამაზე ბევრ მნახველს აოცებს.

ნეკრესი მეტად საინტერესო ნაგებობათა ანსამბლია, რომელიც ნაშთია ნეკრესად წოდებული უძველესი ქალაქისა, რომელიც ჩვენს წელთააღრიცხვამდეა დაარსებული. ლეონტი მროველის ცნობით მეფე ფარნაოზმა: „უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა შენება და ... იწყო შენებად კახეთს ქალაქს - ნელქარისსა, რომელ არს ნეკრესი". მომდევნო საუკუნეებში ქართველ მეფეებს ბევრი რამ გაუკეთებიათ ქალაქ ნეკრესის ზრდისა და გამშვენებისთვის.

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი სხვადასხვა ნაგეობებისგან შედგება. ზოგი მათგანი IV-V საუკუნითაა დათარიღებული, ზოგიც VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება. ადრინდელი ეკლესიების რიცხვშია ნეკრესის მონასტრის მცირე ეკლესია. ეს უძველესი ტაძარი წარმოადგენს სრულებით თავისებურ შენობას, როგორც ფორმით, ისე ზომით. ის ბაზილიკური ტიპისაა. მისი შუა ნავი დაახლოებით 2-ჯერ მაღალია, ვიდრე განაპირა ნაწილები და ამასთანავე მეტად ვიწრო. ერთი შეხედვით გარედან იგი კოშკს მოგვაგონებს. ტაძარი გადახურულია გაუთლელი ქვის ფილებით. ტაძრის შიდა ფართობი 12 კვ. მეტრია. შესასვლელები გვერდითა ნავებიდან აქვს.

„მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ის ცნობით, ეს ეკლესია აშენებულია ბაკურის ძმის, მირიანის შვილიშვილის თრდატ მეფისა და საქართველოს მთავარეპისკოპოს იობის დროს, რომელიც წინათ დიაკვნად ყოფილა სომხეთის კათალიკოსის ნერსე I პართელთან (353-373). „და დაჯდა მეფედ ძმა მისი თრდატ და მთავარეპისკოპოსი იყო ნერსე: სომეხთა კათალიკოსისა დიაკონი იობ და მეფემან რუ სთვისა რუ გამოიღო და ეკლესიისა საფუძველი დადვა და მისზევე ნეკრესს კახეთისასა ეკლესია აღიშენა განსრულებით".

მეორე მნიშვნელოვანი ნაგებობა - მთავარი ტაძარი დათარიღებულია VI ს-ით, რომელიც წმიდა აბიბოს ნეკრესელმა ააშენა და აქვე საეპისკოპოსო კათედრაც დააარსა. ეს ტაძარიც ბაზილიკური ტიპისაა. აქვს მომცრო სარკმელები. სამხრეთ მინაშენში სასულიერო პირთა საფლავებია, ხოლო მის გვედრით, სამხრეთის მხარეს აშენებულია ორსართულიანი შენობა, რომლის პირველ სართულზე მარანია (ის  დღესაც უამრავი ქვევრებია შემორჩენილი), ხოლო მეორე სართულზე სენაკები. ამ შენობის წინ, დასავლეთის მხარეს არის სამრეკლო, რომელიც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე მიდგმულია სატრაპეზო.

ტაძრის მოხატულობა ძალიან დაზიანებულია. წარწერების დიდი ნაწილიც განადგურებულია. საკურთხეველში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი. მის ზემოთ მაცხოვრის ფრესკაა. სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში, წმიდა თევდორესა და წმიდა დიმიტრის გვერდით გამოსახულია სამი საერო პირი: ლევან მეფე და მისი სახლობა (ლეონ კახთა მეფემ განაახლა და მოახატვინა ნეკრესის ტაძარი). დასავლეთ კედელზე ზემო ნაწილში არის მიძინების კომპოზიცია ხოლო მის ზემოთ, როგორც ვარაუდობენ, იოანე დამასკელის ფრესკა. ხოლო ჩრდილოეთის კედელზე გამოსახულია სხვადასხვა წმინდანები და დღესასწაულები. 

ნეკრესის მესამე ტაძარი გუმბათიანი ეკლესიაა, რომელსაც VIII-IX საუკუნეს მიაკუთვნებენ. ტაძარი აგებულია მაღალი არქიტექტურული გემოვნებით და გამოირჩევა ფორმების თავისებურებით. ეკლესიის სამრეკლო, როგორც ჩანს, სათვალთვალო კოშკადაც გამოიყენებოდა. ის რამდენიმე სართულიანია და ირგვლივ სათოფურები აქვს ამოჭრილი.

ნეკრესის მონასტერი ოდითგანვე კულტურულ-საგანმანათლებლო კერად ითვლებოდა. აქ მოღვაწეობდნენ: ნიკოლოზ ნეკრესელი ეპისკოპოსი, დოსითეოზ ჩერქეზიშვილი (ნაკრესელი), მიტროპოლიტი იოანე ნეკრესელი - გივი ჯორჯაძის ძე. ეს უკანასკნელი გარეჯშიც ეწეოდა საგანმანათლობლო მოღვაწეობას და ზრუნავდა ხელნაწერთა გამრავლებაზე. მისი თაოსნობით დაიწერა წიგნები: „ღვთისმეტყველის ცხოვრება" (1846), დიალოღონი (1848), რომლებიც მან ლასვრას შესწირა. ნეკრესის შემდეგ მას ცოტა ხნით ბოდბეშიც უმოღვაწია.

ეპისკოპოსი დოსითეოზ ჩერქეზიშვილი ნეკრესის ეპარქიას XVIII ს-ის II ნახევარში განაგბდა. დაბადებით კოჭლი იყო. შესანიშნავად თარგმნიდა სომხურიდან ქართულად. იყოს ანტონ კათალიკოზის სკოლის წარმომადგენელი. 1758 წელს დოსითეოზ ნეკრესელმა აკურთხა თელავის საფილოსოფოსო სკოლა და თვითონაც პირველ მსმენელად ჩაირიცხა. შემდეგ კი დოსითეოზმა თავის საკუთარ ეპარქიაშიც დააარსა პირველი დაწყებითი სკოლა სამწყსოსთვის, რამაც ძალიან გაახარა ერეკლე მეორე.

1794-1812 წლებში ნეკრესის სამიტროპოლიტო კათედრას ამბროსი მიქაძე (ნეკრესელი) განაგებდა, რომელიც ცნობილი იყო როგორც დიდი მქადაგებელი და თავდადებული მამულიშვილი.

დღეს ნეკრესის ეპარქიის მმართველია მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი). 

შეაფასეთ: 2.0/54
ნანახია: 1482 | დაამატა: Sarcmunoeba



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0