მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ქადაგება ქაშვეთის ტაძარში საშინელი სამსჯავროს ხსენების დღეს
თბილისობა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

საქართველოს ერთობის ხელყოფა არავის ეპატიება


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საქართველოს ერთობის ხელყოფა არავის ეპატიება

დღეს არის უდიდესი დღესასწაული - შობა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისა, რომელიც უპატიოსნესია ქერუბიმთა და აღმატებული სერაბიმთა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა ამ ქვეყანას იმიტომ მოევლინა, რომ მისგან შობილიყო მესია -- უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც თავისი მადლით, ქადაგებით, ჯვარცმით, აღდგომითა და ამაღლებით კაცობრიობას ცოდვისაგან იხსნიდა.

დღეს ჩვენ ვიხსენებთ სიტყვებს, რომელსაც მღვდელმსახური განსაკუთრებით ხშირად იმეორებს დიდი მარხვის დროს, პირველშეწირულის წირვაზე: ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა - ნათელი ქრისტესი ის ნათელია, რომელსაც ადამიანის გადარჩენა შეუძლია და რომელმაც საქართველო ურიცხვი ხილული და უხილავი მტრებისაგან იხსნა. და აი სამყაროში ამ ნათლის საწყისი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა გახდა, რომლის შობასაც დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ.

დედა ღვთისამ თავისი დიდი სიწმინდით, რწმენით, თავმდაბლობით და სიყვარულით უდიდესი სიხარული მოუტანა კაცობრიობას, მას ადიდებს მთელი სამყარო, მაგრამ განსაკუთრებით ადიდებს საქართველო, რადგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი პატრონი და მფარველი ბრძანდება საქართველოსი. ეს ისტორიული ტაძარიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელზეა აშენებული. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ამ ეკლესიაში ბრძანდება, უდიდესი სიწმიდეა, რომლის წინაშეც მრავალ ქართველს მოუყრია მუხლი გულწრფელი ვედრებით და შემწეობაც მიუღია. იმ მადლით, რომელიც ღვთისაგან აქვს მინიჭებული ამ ხატს, მრავალმა ქართველმა მიიღო განკურნება, იგრძნო შვება და მფარველობა. ეს ხატი სწრაფი შემწეა გასაჭირში ჩავარდნილი ყოველი კაცისა. ადამიანი, რომელსაც თავს დიდი განსაცდელი ატყდებოდა, ფეხშიშველი მოდიოდა ამ ხატთან დიდუბეში და სათხოვარიც უსრულდებოდა.

დღეს საქართველო უამრავი რამის ნაკლებობას განიცდის, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ გვაკლია სიყვარული, რაც რწმენის დაკარგვის შედეგია, დღეს გარკვეული ნაწილი ჩვენი ერისა გაორებულია და შინაგან ბრძოლას განიცდის, რადგან ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა კაცი თავს მორწმუნეს უწოდებს და ამ დროს ისეთ საქმეს სჩადის, რომელსაც ურწმუნოც კი არ გააკეთებს. როგორ შეიძლება, რომ იმან, ვისაც ჭეშმარიტი რწმენა აქვს, ზიანი მოუტანოს თავის ქვეყანას, თავის თანამემამულეს, თავის სისხლსა და ხორცს. ერთმანეთის აწიოკება და ძარცვა-გლეჯაა ჩვენი ქრისტიანობა? რა მიზეზით შეიძლება გამართლება ტერორიზმისა, რომელიც დღეს საქართველოში მძვინვარებს? ტერორისტული აქტების ჩატარება უცხო ქვეყნების მიმართაც კი გაუმართლებელია არა თუ საკუთარი ხალხის მიმართ, ჩვენ კი ყოველდღე გვესმის როგორ ვაფეთქებთ ხიდებს, რკინიგზას, როგორ ვხოცავთ ერთმანეთს და მძევლებად მიგვყავს. აი, სადამდე დაეცა ქართველი კაცი, ეს კი შედეგია ურწმუნოებისა და იმისა, რომ ქრისტიანები მხოლოდ სახელად გვქვია. იაკობ მოციქული გვასწავლის, რომ სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარია. ჩვენ კი კეთილ საქმეთა ნაცვლად საქართველოს დაყოფაზე ვლაპარაკობთ. საქართველოს დაყოფისათვის ბრძოლა არ ეპატიება არავის, ვინც არ უნდა იყოს იგი, საერო ხელისუფალი თუ პატრიარქი, ამას მას არც ღმერთი აპატიებს და არც ქართველი ერი. ვინც ამისთვის „იღვწის", მას არ შეუძლია თავის თავს ქართველი უწოდოს.

წელს ღვთისმშობლობა განსაკუთრებული დღეა, რადგან ორშაბათს დაემთხვა, ხოლო ყოველი ორშაბათი, როგორც იცით, ღვთისმშობლობაა დიდუბის ტაძარში, დიდუბობაა. ესეც ღვთის წყალობაზე მიანიშნებს და სასოებას გვიძლიერებს, რომ ურწმუნონი არ დავრჩებით და ამ ცოდვის ჭაობს თავს დავაღწევთ.

თქვენ იცით, რომ სადაც დიდი მადლი და ლოცვაა, იქ ეშმაკიც განსაკუთრებით იბრძვის. მე იმედი მაქვს, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი კალთას გადააფარებს თავის მამულს და მას ხილული და უხილავი, გარეშე და შინაური მტრების ხელყოფისაგან იხსნის.

ღმერთმა მშვიდობა და სიხარული მოგცეთ თქვენ და სრულიად საქართველოს

. ამინ!

21 სექტემბერი, 1992 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 5.0/5
ნანახია: 1302 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0