- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია IIთბილისობაქართული ენციკლოპედიაში წავიკითხე, რომ თითქოს თბილისობა, შოთაობა თუ ილიაობა როგორც ანტირელიგიური ღონისძიებანი ჩვენმა მთავრობამ დაადგინა. მე კი ვიტყოდი, რომ თბილისობა, შოთაობა, იაკობობა თუ სხვა ამგვარი დღესასწაული ანტირელიგიური ღონისძიებანი კი არ არის, არამედ ისეთი ეროვნული ზეიმებია, რომელიც ყოველმა ქართველმა უნდა აღნიშნოს. როგორ შეიძლება არ ვიზეიმოთ თბილისობა, როცა თბილისს ასეთი დიდებული ისტორია და ტრადიციები აქვს. მარტო ის ფაქტი, რად ღირს, რომ იგი ჩვენმა დიდმა მეფემ ვახტანგ გორგასალმა დააარსა, რომელიც დიდი რწმენისა და ქრისტეს თავდადებული სამსახურისათვის საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. რა არის თბილისობა? იგი არა მხოლოდ სახალხო სეირნობა და ქუჩებსა და მოედნებზე გამართული კონცერტებია, არამედ გახსენება მისი დიდი და ტანჯული ისტორიისა, მისთვის და მთელი საქართველოსთვის თავშეწირული ადამიანებისა, იმ ასიათასი ქართველისა, ჯალალედინმა რომ აწამა რწმენისათვის. თბილისის მიწა მათი და მათ მსგავს მამულიშვილთა სისხლითაა გაჟღენთილი. თბილისობა სახელოვანი წინაპრების თაყვანისცემის, მათი ხსოვნის წინაშე მუხლის მოდრეკას გულისხმობს. დღეს, როცა ჩვენ თბილისობას ვზეიმობთ, მინდა შეგახსენოთ მისი დამაარსებლის, ვახტანგ გორგასლის ანდერძი, რომელის „ქართლის ცხოვრებამ" შემოგვინახა: „მე ესერა წარვალ წინაშე ღვთისა ჩემისა და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა, აწ გამცნებთ თქვენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა, სახელისა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიპოვოთ". აი, რა გვიანდერძა ქართველებს ჩვენმა დიადმა წინაპარმა და დიდმა მეფემ. სწორედ ეს მტკიცე სარწმუნოება, რომლის დაცვისკენაც მოგვიწოდებს ვახტანგ გორგასალი, არის ძალა გადამრჩენელი თბილისისა და მთელი საქართველოსი, ძალა, რომელმაც ჩვენს ხალხს დიდი და საამაყო, მსოფლიოში გამორჩეული კულტურა შეაქმნევინა. ჩვენ ხშირად ვუსვამთ საკუთარ თავს კითხვას: როგორ შეძლო ქართველმა ერმა, რომელსაც გამუდმებული ბრძოლა უხდებოდა თავის დასაცავად, ამგვარი დიდებული კულტურის შექმნა, როდის მოიცალა ჯვარისა და სვეტიცხოვლის, სიონისა თუ გელათის აშენებისათვის, როდის მონახა დრო შეექმნა ისეთი ხატები, როგორიცაა ხახულის ღვთისმშობელი ან ისეთი მხატვრობა როგორიც ატენის, ყინწვისის თუ უბისის ტაძრებს ამშვენებს, როდის შექმნა ასეთი მდიდარი და მრავალფეროვანი მწერლობა. ყველაფერი ეს შედეგი იყოი ღვთის წყალობისა და ქართველი კაცის შემოქმედებითი გენიისა. ამიტომ თუ გვსურს არა მხოლოდ შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს, არამედ ავაღორძინოთ წინაპართა ტრადიციები იმ გზით უნდა ვიაროთ, რომელიც დიდმა მეფემ გვიანდერძა, ანუ: სარწმუნოებასა ზედა მტკიცედ ვიდგეთ და ქრისტესთვის სიკვდილს ვეძიებდეთ. მე შევსთხოვ ჩვენს დიდ წინაპრებს, რომელნიც რწმენასა და მამულს თავდადებით ემსახურებოდნენ, აღავლინონ ლოცვა წინაშე ღვთისა ჩვენი ერის კეთილდღეობისათვის. მინდა ჩემი მოკლე ქადაგება ისევ ვახტანგ გორგასლის სიტყვებით დავასრულო და მოგიწოდოთ: „რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა სახელისა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ", ამინ! 31 ოქტომბერი, 1982 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1394 |
დაამატა: 5.0/1 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |