მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მოძღვრება დიდის მარხვის მეოთხესა კვირიაკესა
ქადაგება ქრისტეშობის დღესასწაულზე

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ქართლის და კახეთის სამეფოები XVII საუკუნის მეორე ნახევარში
არჩილ II
ქართლის და კახეთის სამეფოები XVII საუკუნის მეორე ნახევარში

XVII საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს უმძიმესი ვითარება შეიქმნა კახეთში. ირანის შაჰმა აბას II-მ თავისი წინაპრის აბას I-ის პოლიტიკა გააგრძელა და კახეთში მომთაბარე თურქმანების ჩამოსახლება დაიწყო. ჩამოასახლეს 80 000 თურქმანი, კახეთი კვლავ დადგა გადაშენების და გადაგვარების საფრთხის წინაშე. თურქმანები ყოველმხრივ ჩაგრავდნენ და ავიწროვებდნენ ქართველებს. თურქმანები მესაქონლეობას მისდევდნენ , მათ კახეთი მხოლოდ საძოვრებად სჭირდრბოდათ. თურქმანთა ჩამოსახლებით უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მთის მოსახლეობა - თუშები, ფშავები, ხევსურები. მთასა და ბარს შორის საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ურთიერთკავშირი .ბარის მოსახლეობა გაჭირვების ჟამს მთაში იხიზნებოდა, მთის მოსახლეობა საცხოვრებლად გადადიოდნენ ბარში. მთა და ბარი ერთმანეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას ცვლიდა. ბარში თურქმანთა ჩამოსახლებით დაირღვა ეს კავშირები რაც მთასა და ბარში არსებობდა. ქართლსაც ანალოგიური ბედი ელოდა .

ირანის წინააღმდეგ აჯანყებას ჩაუდგნენ : ზაალ არაგვის ერისთავი, ბიძანა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავი. აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს თუშებმა . თუშებს ზეზვა გაფრინდაშვილი მეთაურობდა, ხევსურებმა ნადირა ხოშარაულის წინააღმდეგობით და ფშავებმა- გოგილაურის თავკავობით. თურქმანებს კახეთში ორი ძლიერ გამაგრებული პუნქტი ჰქონდათ : ბახტრიონის ციხე და ალავერდი, რომელიც ასევე ციხესიმაგრედ ექციათ. აჯანყება 1659 წელს მოხდა. არაგვის საერისთავოს ჯარი ზაალის შვილის ზურაბის სარდლობით და ქსნის ერისთავის ჯარი ახმეტაში შეიკრიბნენ. ბახტრიონის ციხისკენ მოვიდნენ თუშები, ფშავები და ხევსურები. კახელები ბიძინა ჩოლოყაშვილის სარდლობით ალავერდს მიადგნენ. ქართველებმა ერთდროულად შეუტიეს ამ ორ ციხეს და აიღეს. ამის შემდეგ აჯანყებულებმა ჩამოსახლებულ თურქმანებს შეუტიეს. თურქმანთა დიდი ნაწილი ამოწყდა , ვინც გადარჩა თავს გაქცევით უშველა. კახეთი ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა.

შაჰის ბრძანებით ვახტანგ V-მ ზაალ ერისთავი მოკლა. შალვა, ელიზბარი და ბიძინა კი შაჰს ეახლნენ, რათა ამით მაინც დაეცხროთ აბას II-ის მრისხანება და ქვეყანა ირანელთა შესაძლო დამსჯელი ლაშქრობისგან დაეცვათ. აბას II-ის ბრძანებით ბახტრიონის აჯანყების ხელმძღვანელები დასასჯელად იმ თურქმანებს გადასცეს, ვისი თანატომელებიც კახეთში სახლობდნენ. 1662 წელს თურქმანებმა ქართველი მამულიშვილები წამებით დასაჯეს. შემდგომში ისინი სამშლოში გადმოასვენეს და იკორთის მონასტერში დაკრძალეს. ეკლესიამ შალვა ბიძინა და ელიზბარ ქსნის ერისთავები წმინდანებად შერაცხა.

ბახტრიონის აჯანყების დროს ქართლის მეფე ვახტანგ V იყო. ის ჯერ კიდევ როსტომ-ხანის დროს წავიდა ირანში და გამაჰმადიანდა, მას შაჰნავაზი უწოდეს.1658 წელს ქართლში გამეფებულმა ვახტანგმა როსტომის პოლიტიკა განაგრძო. მოჩვენებითი მაჰმადიანობით და ყმობის აღიარებით იგი ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა შეენარჩუნებინა ირანთან. ეს კი, თავის მხრივ ქვეყანას მშვიდობიანი განვითარების საშუალებას აძლევდა. ბახტრიონის აჯანყების შემდეგ ვახტანგს კახეთიც დაემორჩილა. მან ისარგებლა იმერეთში დაწყებული არეულობით და იმერეთის ტახტზე მისი შვილი არჩილი დასვა. ვახტანგის მიერ გატარებული პოლიტიკა მიუღებელი იყო ირანისა და ოსმალეთისთვის.1639 წლის ზავით დასავლეთ საქართველო ოსმალეთს ეკუთვნოდა, სულთანმა ვახტანგის მოქმედება მის შიდა საქმეებში ჩარევად ჩათვალა და ირანს ”გურჯისტანის ვალის” მორჩილებაში ყოლა მოსთხოვა. ვახტანგი იძულებული გაცდა არჩილის ორწლიანი მეფობის შემდეგ ქართლში გამოეწვია.


^

გიორგი XI (უცნობი მხატვარი).

1664 წელს გამაჰმადიანებული არჩილი შაჰმა კახთა მეფედ დაამტკიცა, არჩილი შემდგომში კვლავ ქრისტიანობას დაუბრუნდა. მისი მეფობის დროს კახეთის ეკონომიკა გაძლიერდა, განახლდა ეკლესიები, შეაკეთეს და ააშენეს ახალი ნაგებობები. ნაწილობრივ მოხდა ლეკების თარეშის აღკვეთა. მიუხედავად ამისა კახელი ბატონიშვილები არჩილს უკანონო მეფედ მიიჩნევდნენ და კახეთის მეფედ თეიმურაზ I-ის შვილი ერეკლე I სურდათ. 1674 წელს ერეკლე რუსეთიდან კახეთში დაბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ შაჰმა ის თავისთან დაიბარა. არჩილმა იფიქრა რომ შაჰი ერეკლეს კახეთის მეფედ დასმას უპირებსო, მიტოვა კახეთი მამის ნებართვის გარეშე და იმერეთში გამეფებას შეეცადა. შაჰს უყურადღებოდ არ დარჩენის ქართლსა და კახეთში მიმდინარე მოვლენები. შაჰმა თავისთან იხმო ვახტანგ V, ვახტანგმა ქართლის გამგებლად თავისი ძე გიორგი დატოვა. 1675 წელს გზაში მიმავალი ვახტანგი გარდაიცვალა. იგი ყუმში დაკრძალეს.

ქართლის მეფედ ვახტანგის უფროსი ძე გიორგი XI დაინიშნა. კახეთი კი ყიზილბაშ ხანებს გადაეცა სამართავად. ხანები ყოველგვარ ხერხს ხმარობდნენ რომ კახეთი ყიზილბაშურ სახანოდ ექციათ. ხანები ხელს უწყობდნენ ლეკიანობას, ისინი კახეთის აღმოსავლეთ პროვინციებში კაკ-ენისელში და ჭარ-ბელაქანში ლეკებს ასახლებდნენ. გიორგი XI ყველა ხერხს ხმარობდა რათა ყიზილბაშთა ბატონობა გადაეგდო , მან დახმარება ოსმალეთს სთხოვა, მაგრამ უშედეგოდ. XVII საუკუნის 80-იან წლებში გიორგი XI , რომის პაპს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა, რომის პაპს და ევროპას საქართველო არ აინტერესებდათ. გიორგი მხარს უჭერდა მის უმცროს ძმას არჩილს რომელიც იმერეთში გამეფებას ცდილობდა. შაჰმა გიორგის ძმის შეპყრობა მოსთხოვა, გიორგიმ შაჰის ბრძანება არ შეასრულა. უფრო მეტიც მან შაჰის მომხრე თავადების დაკავებასაც შეეცადა. ყოველივე ამის საპასუხოდ შაჰმა 1688 წელს ის გადააყენა და ქართლის მეფედ ერეკლე I დანიშნა.


^

ერეკლე I.

ერეკლე I თითქმის 30 წლის განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა , ჯერ რუსეთში შემდეგ კი ირაში. რუსეთში ის უფლისწული ნიკოლოზის სახელით იყო ცნობილი , იგი დაახლოებული იყო მეფე ალექსანდრე მიხეილის ძესთან. 1674 წელს ის მოსკოვიდან ძალიან ცივად გამოისტუმრეს. ვინაიდან ერეკლე დიდი ხანი უცხოეთში ცხოვრობდა ის კარგად ვერ ერკვეოდა საქართველოში შექმნილი ვითარებით. მეფე ქართლის თავადებს არ ენდობოდა , ამიტომ ყველგან თავის მომხრე პირებს ნიშნავდა. ერეკლე შეეცადა განემტკიცებინა მეფის ხელისუფლება, მოეწესრიგებინა ქვეყნის მართვა გამგეობა,მაგრამ მას დასაყრდენი არ ჰქონდა და ქართლში ფეხი ვერ მოიკიდა. ამას ისიც ემატებოდა რომ გიორგი XI არ აპირებდა მეფობის ასე ადვილად დათმობას. ისინი ოთხი წელი ებრძოდნენ ერთმანეთს. გიორგი შეიძლებოდა შაჰს სასტიკად დაესაჯა, მაგრამ ამ დროს ირანის შაჰს ქართლისთვის არ ეცალა. ამ პერიოდში ავღანელებმა ირანში აჯანყება წამოიწყეს, ირანს დიდი საფრთხე დაემუქრა. გიორგი შაჰის სამსახურში ჩადგა და მალე თავიც გამოიჩინა. 1703 წელს ირანის შაჰმა ქართლის მეფობა კვლავ გიორგი XI-ს უბოძა. გიორგი შაჰმა საქართველოში არ გამოუშვა. ქართლის მეფეს შაჰმა ირანის სპასალარობა და ყანდაარის ბეგლარობა უბოძა და ავღანელთა წინააღმდეგ ბრძოლა დაავალა . ქართლის მმართველი გიორგი XI-ის ძმის , ლევანის შვილი ვახტანგი დაინიშნა. 1703 წელს შაჰმა ერეკლე I-იც დაიბარა თავისთან და მას კახეთის მეფობა მისცა. შაჰმა ერეკლეც თავისთან დატოვა. ერეკლე ყულარაღასად დაინიშნა. კახეთის მმართველი კი ერეკლეს ძე დავითი გახდა.
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0