მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



რწმენა და სიყვარული
მოძღვრება მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკესა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ქადაგება ქრისტეშობის დღესასწაულზე


მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

ქრისტეშობა

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო!

დადგა ბრწინვალე დღე ქრისტეს შობისა. ანგელოსთა გუნდნი ისევე საზეიმოდ აუწყებენ ცასა და ქვეყანას ქვეყნიერების მხსნელის განხორციელებას ნაცნობი საგალობლით: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლკ. 2, 14). ჰოი, საიდუმლო საკვირველი და დიდებული: მწყემსნი გაკვირვებულნი შესცქერიან მოზეიმე ზეცას. ანგელოზნი ღაღადებენ, მთავარანგელოსნი უგალობენ, ქერუბინნი აქებენ, სერაბინნი ადიდებენ. დღესასწაულობს ყოველი დაბადებული, რამეთუ ღმერთს ხედავენ ქვეყნად და კაცს ზეცას. დღეს ბეთლემი ემსგავსება ზეციურ სამყოფელს. ვარსკვლავთა ნაცვლად ურიცხნი ანგელოსნი ასევია თავს, მზისა წილ კი - თავად მზე სიმართლისა, უფალი ღმერთი დანათის.

გიხაროდეთ საყვარელნო ძმანო, დღეს იშვა ყველაფრის მშობელი და დამბადებელი. დღევანდელ დღეს, ახალი სიცოცხლის დაბადების დღეს, რომელმაც განდევნა შიში სიკვდილისა და მოგვიტანა სიხარული უკვდავებისა, არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს სევდასა და წუხილს. არავის აქვს უფლება განდგომისა ამ საერთო საკაცობრიო სიხარულიდან, რამეთუ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, შემმუსვრელი ცოდვისა და სიკვდილისა, მოვიდა ყველას გამოსახსნელად, რადგან ცოდვას ემონებოდა ყოველი დაბადებული.

რა ვთქვათ ძმანო, როგორ გამოვხატოთ საიდუმლო დიდი? დღეს ღვთის სიტყვა უვნებლად განკაცდება, ისე რომ ღვთაებრივ ბუნებას ინარჩუნებს უცვალებლივ. გვაკრთობს და გვაოცებს საკვირველება იგი. დაუსაბამო დღეს იშვება ყრმად, უმაღლესი და უაღმატებულესი ბაგასა შინა მიიწვინება; ხელშეუხებელი და არსება უსხეულო ადამიანის ხელით შეიგრაგნება; რომელმაც ჯოჯოხეთის საკრველნი განხეთქა - ადამიანური სახვევებით იკვრება.

ღვთის სიტყვამ მიიღო კაცური ბუნება, რათა შეერიგებინა ადამიანი მამასთან და ქვეყნად ცოდვით შემოსული სიკვდილი დაეთრგუნა. და რა საკვირველი სიმართლით მოხდა ადამიანთა გამოხსნის საქმე: იშვა მაცხოვარი ბეთლემს, ურიასტანს და ურიებმა უარყვეს კაცთათვის უცხო შობა. ფარისევლებმა სხვანაირად თარგმნეს საღმრთო წიგნები მხსნელზე. მწიგნობრები სჯულის საწინააღმდეგოს ამბობდნენ. მეფე ჰეროდე კი ეძიებდა მას არა თაყვანის საცემად, არამედ რათა მოეკლა. „სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა" (ინ. 1, 10). ჰოი, სიგლახაკე კაცთათვის წარმოუდგენელი, ჰოი, კაცთმოყვარება ღვთისა!

დღეს განკვირდებიან ქვეყნიერების მკვიდრნი, თუ რანაირად გადმოვიდა მიწას მეუფე ცისა და ქვეყნისა? არც ანგელოზნი, არც მთავარანგელოზნი, არც საყდარნი და არც უფლებანი არ მოყვნენ მას. არამედ უცხო და უვალი გზით მოვიდა ქვეყნად და უთესველი გამოჩნდა ქალწულ მარიამისაგან. იხილეთ და გაიაზრეთ, ძმანო, თუ ყოველივეს მფლობელმა როგორ დაიგლახაკა თავი ჩვენთვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის. ბეთლემში იშვა ის, ვისთანაც „ცხოვრება იყო და ცხოვრება იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია" (ინ. 1, 4-5). დიახ, სწორედ ბეთლემში, გამოქვაბულში ნაშობმა მხსნელმა მოუტანა კაცობრიობას გადარჩენა.

მოვედით და სიხარულით აღვასრულეთ ძმანო დღესასწაული ესე დიდებული. დღეს წყევა პირველი ადამიანისა იხსნება, საკრველნი ჯოჯოხეთისანი იმუსრება, ბოროტნი ძალნი ილტვიან, სიკვდილი ითრგუნება, სამოთხის კარი იღება, ჭეშმარიტება კვლავ ცხადდება და მადლი ღვთისა ყოველ ადგილს მოეფინება, ზეციური ცხოვრება მიწაზე მკვიდრდება.

ქრისტეს შობის ამ ბრწყინვალე დღეს ჩვენ ყველანი - ქვეყანის მკვიდრნი თანაზიარნი ვხდებით ზეცისა. ჩვენი გულები ივსება ენით აუწერელი სიხარულით - იმ სიხარულით, რომელსაც ღვთიური საწყისი აქვს. ამიტომაცაა, რომ მას ვერ იტევს ადამიანი და ცდილობს გაუზიაროს სხვას, ჩვენც გვინდა გაგიზიაროთ ძმანო ჩვენი უსაზღვრო სიხარული მაცხოვრის დაბადებით გამოწვეული და გვინდა ყველას გახაროთ: გიხაროდეთ ძმანო, უფალი ჩვენთან არს!

შევთხოვოთ ქრისტეს შობის ცხოველმყოფელ მადლს, რომ არ მოკლებოდეს მშვიდობა ქვეყნიერებას.

შევთხოვოთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ მისი წმიდა საფარველის ქვეშ ყოფილიყოს ჩვენი ერი და ეკლესია.

1984 წ. სვეტიცხოველი

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 1264 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0