მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 17
სტუმარი: 17
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 17
სტუმარი: 17
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ერისა და ეკლესიის ურთიერთობა
ქართველებს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

მოძღვრება დიდის მარხვის მეოთხესა კვირიაკესა


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება დიდის მარხვის მეოთხესა კვირიაკესა

რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ
თავი თვისი და შემომიდეგინ მე (მარკ. ჱ, ლდ)

წარსულს კვირიაკესა, ძმანო ქრისტიანენო, ჩვენ აღვხსენით პირველი ნაწილი სიტყვათა ამათ, ესე იგი გამოვიკვლიეთ, რაი არს თავის უარის ყოფა; დღეს განვაგრძოთ და კიდეც დავაბოლოოთ სიტყვა ჩვენი განმარტებითა ორთა უკანასკნელთა ჰაზრთა, რომელნი არიან სიტყვათა ამათ შინა; ესე იგი პირველად შევიტყოთ, რას ნიშნავს ჯვარის აღება, და მეორედ, რაი არს შემდგომად ქრისტესა სლვა, რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, აღიღენ ჯვარი თვისი. ჯვარი, ძმანო ქრისტიანენო, ძველსა დროებასა შინა იყო ის მახვილი რომლითაცა დასჯიდენ სჯულის გარდამხდომელთა კაცთა. ჯვარის აღება, ანუ ჯვარის ზიდვა საღმრთო წერილის ენაზედ ნიშნავს ყოველსა მას შრომასა, იწროებასა, ჭირსა და განსაცდელსა, რომელნი უნდა მოითმინოს ქრისტეს სჯულის აღმასრულებელმან კაცმან. ყოველი იგი მოღვაწება, განსაცდელი, მწუხარება, იწროება, რომელი შეგემთხვევა შენ, მიმავალსა შემდგომად ქრისტესა. უკეთუ იგინი მიიღე სიმდაბლით და მოითმინე სულგრძელებით, მიგეთვლება შენ ვითარცა ქრისტეს ჯვარის ზიდვა. ღმერთმან ყოველს კაცს თავისი ჯვარი დაუნიშნა: ერთს სიღარიბე, მეორეს სნეულობა; ამას შეურაცხ-ყოფა, სხვას ცილის წამება ბოროტთა კაცთაგან, ზოგს სიკვდილი მოყვასთა, სხვას უსამართლოება მსაჯულთა. გარნა თუ კაცმან ჭეშმარიტად უარ-ჰყო თავი თვისი და შეუდგა ქრისტესა, მაშინ არა თუ სიღარიბე და იწროება, არამედ თვით დიდი პატივი და მაღალი ხარისხიცა გარდაიქცევა მისთვის ჯვარად. რა სახით? ესრეთ, რომელ იგი პატივსა მისსა და დიდსა ხარისხსა მოიხმარს არა თავის განსაცხრომელად და სანუგეშოდ, არამედ ღვთის-მსახურებისათვის; იგი შეიყვარებს სიმართლესა და ყოველ საქმეში იქმნება მართლ-მსაჯული და ჭეშმარიტების მეძიებელი; ხოლო ვინაითგან ამ სოფელს არ უყვარს სიმართლე, უთუოთ რომ მრავალი მწუხარება და განსაცდელი უნდა მოითმინოს მან სიმართლისათვის. ერთი სიტყვით, არ შეიძლება რომ ამ ქვეყანაში ქრისტეს სჯულის მოყვარემან თვინიერ ჯვარის აღებისა განატაროს ცხოვრება თვისი. წმიდა იყო და სულის წმიდისაგან განათლებული მოციქული პავლე; რაღა საჭირო იყო მისთვის ჯვარის ზიდვა? გარნა რას მოგვითხრობს, იგი ჩვენდა განსაკვირვებელად? მოგვითხრობს, რომ მას სჭირღა ერთი საშინელი სნეულება, რომელი ფრიად სტანჯვიდა სხეულსა მისსა. სამჯერ მხურვალედ ევედრა ღმერთსა, რათა განათავისუფლოს იგი მისგან, გარნა რა უპასუხა ღმერთმან? საკმაო არს შენდა მადლი იგი ჩემი, რომელი მოგეც; ძალი ჩემი უძლურებასა შინა აღსრულდება. და ესრეთ არ ისმინა ლოცვა მისი. თუ პავლესთვის საჭიროდ შერაცხა ღმერთმან ზიდვა ჯვარისა, შენ ვინ ხარ, ძმაო ჩემო. რომ თვინიერ მწუხარებისა ხვიდოდე შემდგომად ქრისტესა და იქმნე მოწაფე მისი? რისთვის განაჩინა ღმერთმან ესრეთ? რისთვის არის, რომ მხოლოდ მწუხარებითა და მოთმინებითა ძალ-უძს კაცსა სვლა შემდგომად ქრისტესსა? ეს ღმერთმან კი არ განაჩინა, ძმაო, არამედ თვით ჩვენმა სიცოდვემ და სიბოროტემ. ღმერთმა სამოთხის ცხოვრება და ნუგეში დაუნიშნა კაცსა თვით ამ ქვეყანასა ზედა; გარნა ცოდვამან ჩვენმან და ბოროტებამან გვიყო ესე, რომელ ახლა აღარ შეიძლება ნუგეშითა და ნეტარებითა განტარება სოფლიურის ცხოვრებისა. ახლა მხოლოდ ჯვარის ზიდვით შეიძლება მოპოება სამოთხის ნეტარებისა. რა სარგებლობას მისცემს კაცსა ჯვარის ზიდვა? ეს აღგვიხსნას ყოვლად გამოცდილმან ამ საქმეში პავლემ მეტყველმან: ქრისტესთა მათ, ანუ ქრისტეს მოწაფეთა, ხორცნი თვისნი ჯვარს-აცვნეს ვნებითურთ და გულის-თქმით; ანუ სხვაგან: ჯვარითა უფლისა იესო ქრისტესითა სოფელი ჩემდამო ჯვარცმულ არს და მე სოფლისა. სოფელი საღმრთო წერილში ნიშნავს ყოველსა ცოდვასა და ვნებასა. მაშასადამე ცოდვა და ვნება კაცის გულში მოისპობა ჯვარის ზიდვითა. მართლაცა, მრავალ გზის, მრავალთა პირთაგან გამოცდილ არს, რომელ ყოველი ამ სოფლის ჭირი და იწროება ფრიად განსწმედს გულსა კაცისასა, უკეთუ მან სულგრძელებით მოითმინა იგი. კაცი მდაბალი და ღვთის-მოსავი, ოდეს-ცა მას შეემთხვევა რომელიმე უბედურება, თუმცა სტირის და სწუხს, გარნა ბოლოს, შეიკრეფს რა გონებასა და გრძნობასა, იწყებს თავის გულში განზრახვად: უთუოთ ჩემდა განსაცდელად და განსაწმედელად მოავლინა ღმერთმან ეს უბედურება; მე ღირსი ვარ არა თუ ესრეთისა, არამედ ამაზედ უდიდესისა სასჯელისა. და ესრეთ მწუხარება ასწავლის მას სიმდაბლესა და მოთმინებასა. მრავალ-გზის მომხდარა ისიც, რომ დიდმან მწუხარებამან და უბედურებამან მოაქცია ღვთისადმი გული თვით ურწმუნოთა და განრყვნილთა კაცთა.

გარნა ნუ ჰგონებ, ძმაო, რომ მხოლოდ ქრისტეს სჯულის აღსრულება მოითხოვს ჩვენგან შრომასა და მოთმინებასა. არა! თვით იგინიც, რომელნი ღმერთს ივიწყებენ და მხოლოდ ამ სოფლისათვის ზრუნავენ, არ არიან თავის-უფალნი ჭირთა და მწუხარებათაგან; მაშასადამე უმჯობესი არ არის, ძმაო, ღვთის გულისათვის მოითმინო ჭირი და განსაცდელი, ვიდრეღა უმადურისა ამის სოფლისათვის? ეს სოფელიც არ გიტევებს შენ შეუწუხებელად, ისიც დასდებს მხართა ზედა შენთა თვისსა მძიმესა ჯვარსა; გარნა ზიდვა ჯვარისა ამის, თუმცა ერთს წამს იქმნება გასიამოვნებს შენ, ხოლო ბოლოს ფრიად შეგაწუხებს; ზიდვა ქრისტეს ჯვარისა საბოლოოდ დარჩება შენთვის მაცხოვარებითად.

მესამე და უკანასკნელი პირობა, რომელსა მოითხოვს მაცხოვარი მისთა მოწაფეთაგან, არის შემდგომად მისსა სვლა. შემდგომად ქრისტეს სვლა იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანე წინ უნდა მიდიოდეს, არ დარჩეს უკან, ყოველთვის იყოს მოძრაობაში; სვლა ანუ მოძრაობა აქ ნიშნავს ქრისტეს მცნებათა აღსრულებასა, ნაყოფის გამოღებასა, ანუ სულიერთა წარმატებათა სათნოებათა შინა. მარტო თავის უარის-ყოფა, ანუ ცოდვისაგან გაშორება და ჯვარის აღება, ანუ მოთმინება განსაცდელისა არ არის საკმაო ქრისტიანისათვის, უკეთუ იგი ამასთანავე არ არის სვლასა ანუ სულიერსა წარმატებასა შინა, ესე იგი მდაბლის ხარისხის სათნოებისგან აქ წარემართება უმაღლესისა ხარისხისადმი. როგორათაც რომ კაცი, რაც გინდა მრთელი და მაგარის აგებულობის სხეული ჰქონდეს, უკეთუ იგი უძრავად ატარებს თვისსა ცხოვრებასა, ერთს ადგილს ზის, დაეკარგება მას სიმრთელე და შთავარდება სნეულებასა შინა და ბოლოს სიცოცხლეც მოაკლდება, აგრეთვე სულიცა ჩვენი, უკეთუ იგი მარად-დღე არ არის წარმატებული უდიდესისა მადლისა და სიწმიდისადმი, არამედ მოისვენა და დაიძინა, მოაკლდება ძალსაცა მას, რომელიცა აქ აქვს, ვითარცა მონა იგი ხსენებული იგავსა შინა მაცხოვრისასა ტალანტთა ზედა, რომელმან მიიღო მხოლოდ ერთი ტალანტი და არ განამრავლა იგი, არამედ შთაფლა მიწასა შინა და ბოლოს დაჰკარგა იგიცა ერთი და იქმნა დასჯილ; ეგრეთვე სულიცა ჩვენი, უკეთუ არა ცდილობს წარმატებასა, არა ცდილობს რომ თან და თან შეიქმნეს უმჯობეს და უმახლობელეს ქრისტესა, ბოლოს მოაკლდება მადლსაცა მისსა და იქმნება დასჯილ.

აჰა, ძმანო, სამი იგი პირობა, რომელსა გამოუცხადებს მაცხოვარი მისთა მოწაფეთა. მცირესა რაიმეს კი არ მოითხოვს იგი ჩვენგან: იგი მოითხოვს პირველად, რათა უარ-ვყოთ თავი ჩვენი, დავთრგუნოთ ჩვენი დახსნილი, დაცემული ბუნება, განვაძოთ ყოველი, რაიცა არის ჩვენში ბოროტი, ავი, ცოდვილი; მეორედ, მხნედ და მზად ვიყვნეთ მოთმენად ყოვლისა განსაცდელისა და სიმძიმისა სჯულის აღსრულებასა შინა და ბოლოს მარადის, დაუცხრომელად ვიდოდეთ შემდგომად მისსა, ესე იგი ვიყვნეთ წარმატებასა შინა სულიერსა. ადვილი არ არის აღსრულება ესრეთთა პირობათა; გარნა მაცხოვარმან არა თუ სიტყვით გვითხრა იგინი, არამედ საკუთარი მაგალითი და სახე მოგვცა მას შინა. მან თვით დაივიწყა ჩვენთვის თავი თვისი, მან აიღო მძიმე და საშინელი მისი ჯვარი და აღიტანა იგი გოლგოთას მთასა ზედა და მას ზედა დამსჭვალა ყოველი ამ სოფლის ცოდვა; მაშასადამე სიტყვით აღგვიხსნის იგი მცნებასა, სახით გვაჩვენებს მისსა აღსრულებასა და ბოლოს სულიერითა შემწეობითა მადლისათა აღგვიმსუბუქებს აღსრულებასა მისსა, ნუ ვინმე სთქვას: არ შემიძლიან ამის აღსრულებაო, არამედ ადვილად და გულსმოდგინედ აღასრულოს იგი, რაიცა მოგვმადლოს ღმერთმან ჩვენ ყოველთა. ამინ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 1382 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0