ღირსი დიდის -
მარიამ ეგვიპტელის ხსენება
ტროპარი: შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა - ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი ნეტარო მარიამ.
კონდაკი: მეძავობათა მიერ პირველ აღსავსე მრავალ სახეთა, სძლად წმიდად ქრისტესა დღეს სინანულითა შეწყნარებულ იქმნა, ანგელოზთა მოქალაქობითა მიმსგავსებული, ეშმაკთა ჯვრისა საჭურველითა უჩინო ჰყოფს, ამისთვისცა მეუფისა გამოსჩნდა სძლად მარიამ დიდებული.
წმიდა ღირსი დედის მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება
პარაკლისი ღირსისა მარიამ ეგვიპტელისა
დაუჯდომელი საგალობელი ღირსისა დედისა მარიამ ეგვიპტელისა
მაკა გელაშვილის პოემა ღირსი მარიამ ეგვიპტელის შესახებ
წმიდა ზოსიმე პალესტინელის სწავლანი
ცნობილი წმიდა მამის, ზოსიმე პალესტინელის (V ს.) ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ძუნწი ცნობები შემონახულია წმიდა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებაში, საიდანაც ვგებულობთ, რომ აბბა ზოსიმე ადრეული ყრმობის ასაკში შესულა პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, სადაც მკაცრ ასკეტურ მოღვაწეობაში გაუტარებია 53 წელი, შემდეგ კი უფლის ჩაგონებით გადასულა იორდანიის მხარეში და იქ, უდაბნოში, შეხვედრია ღირს დედა მარიამ მეგვიპტელს, რომელსაც ბერისათვის მოუყოლია თავისი თავგადასავალი. წმიდა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებაში აბბა ზოსიმეს შესახებ ნათქვამია, რომ მას ჰქონდა მონასტრული ცხოვრების დიდი გამოცდილება და ამიტომაც მიმართავდნენ რჩევისათვის არა მარტო იმ სავანიდან, სადაც იგი მოღვაწეობდა, არამედ მეზობელი და შორეული მონასტრებიდანაც კი. ჩანს, რომ მას ზეპირი საუბრები უფრო ეხერხებოდა, ვიდრე წერა. წმიდა მარიამის შესახებაც მან მონასტრის ძმებს გადასცა ზეპირად და ერთ-ერთმა ძმათაგანმა - წმიდა სოფრონმა, გადაიტანა ქაღალდზე. წმინდანის საუბრების უმეტესობა ჩაწერილია გერასიმეს ლავრაში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენამდე აბბა ზოსიმეს საუბრების მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია, ამ მცირეოდენითაც კარგად ჩანს, თუ როგორ განვლო წმიდა მამამ მრავალი წლის მანძილზე ბერული ცხოვრების გზა, როგორ გაიარა ქრისტიანული სრულყოფის ყველა ხარისხი და როგორ ავიდა სიწმიდის მწვერვალზე, რაც მიიღწევა ღვთის მადლის შეწევნით.
წმიდა ზოსიმეს სწავლანი ქართულად ბრწყინვალედ უთარგმნია ღირს მამა ექვთიმე მთაწმინდელს (XI ს.). იმისათვის რომ თანამედროვე მკითხველისათვის გაგვეხადა გასაგები, ტექსტი ჩვენს მიერ ახალ ქართულზე იქნა გადმოტანილი. ადვილად მოძიების მიზნით საუბრები რამოდენიმე თავად გამოვყავით, ტექსტს დავურთეთ ღირსი მამის სავედრებელი ტროპარი და კონდაკი.
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე
ღვთის მინდობისა და განსაცდელთა დათმენისათვის
საუკუნო ცხოვრებისა და ღვთის მცნებათა შესრულებისათვის
შეწევნისათვის ღვთისა და სიმდაბლისათვის
თავის ბრალობისა და სათნოებებისათვის
სავედრებელი ტროპარ-კონდაკი ღირსი ზოსიმესი:
ტროპარი:
ცრემლითა მდინარითა უდაბნო უქმი მოიმუშაკე, და სიღრმით სულისათ სულთქმითა ასეულად შრომანი ნაყოფიერ ჰყუენ, და იქმენ მნათობ და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ, მამაო წმიდაო ზოსიმე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი:
სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცუა ვითარცა ლახუარი ხელთ-იდევ, კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი საკვირველთმოქმედო მამაო ზოსიმე, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.