მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




სიტყვა კვირიაკესა ყველიერისასა
გიხაროდენ მიმადლებულო

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


ალილოობა საქართველოში

- ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო

- ანგელოზები გალობენ
დიდება მაღალთა შინა

- ეს რომ მწყემსებმა გაიგეს
მივიდნენ და თაყვანი სცეს მას

- ჩიტი ღობეზე შემოჯდა
იძახოდა ქრისტეშობას

- ცაზე ვარსკვლავი გამოჩნდა
შობის მახარობელიო

- ალათასა ბალათასა
ხელი ჩავკარ კალათასა

შიგ რომე ვერა ვიპოვე-რა
ღმერთი მოგცემს ბარაქასა

- ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო

„და მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა, ველთა დგებოდეს და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა ღამისასა სამწყოსოსა მათსა. და აჰა ანგელოზი უფლისაჲ დაადგრა მათ ზედა, და დიდებაჲ უფლისაჲ გამოუბრწყინდა მათ, და შეეშინა მათ შიშითა დიდითა. და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა. და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოოთ ყრმაჲ იგი შეხუეული და მწოლარე ბაგასა. და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათაჲ, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ. და იყო ვითარცა აღვიდეს ანგელოზნი იგი ზეცად, მწყემსთა მათ თქუეს ურთიერთას: განვიდეთ ჩუენ ვიდრე ბეთლემადმდე და ვიხილოთ სიტყუაჲ ესე, რომელი იყო ჩუენდა მომართ, რომელი-იგი უფალმან მაუწყა ჩუენ. და მოვიდეს მსწრაფლ და პოვეს მარიამ და იოსებ და ყრმაჲ იგი, მწოლარე ბაგასა. და ვითარცა იხილეს, გულისჴმა-ყვეს სიტყუაჲ იგი, რომელი ითქუა მათა მიმართ ყრმისა მისთჳს. და ყოველთა, რომელთა ესმოდა, უკჳრდა სიტყუაჲ იგი მწყემსთაჲ მათ მათდა მიმართ. ხოლო მარიამს დაემარხნეს სიტყუანი ესე და დაედვა გულსა თჳსსა. და მიიქცეს და წარვიდეს მწყემსნი იგი, ადიდებდეს და აქებდეს ღმერთსა ამას ყოველსა ზედა, რომელი ესმა და იხილეს, ვითარცა-იგი ითქუნეს მათდა მიმართ" (ლუკა 2, 8-20).

ყოველი შობის ღამეს, ალბათ ვარსკვლავის გამოჩენისა და ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მოციქულების წინამორბედი, ქრისტეს მახარებელი მწყემსები შორეული წარსულიდან აქამომდე მთელ ერს ამცნობდნენ იმ უდიდესი საიდუმლოს განხორციელებას, რასაც იესო ქრისტეს განკაცება ჰქვია. მწყემსებად გამოწყობილი ჩვენი წინაპარი ზრდასრული მამაკაცები თუ ჩვენი თანამედროვე ახალგაზრდა ყმაწვილები ალილოს გალობით, როგორც ამ ხალხურ სიმღერას ხალხში უწოდებდნენ, თვითოეული თანასოფლელის კარმიდამოს მოივლიდნენ და მოუთმენლად მომლოდინე მასპინძლებს  ღვთის სადიდებელს - ალილოს (ალილუია - ვადიდოთ ღმერთი) - მთელი ქვეყნის გასაგონად, მაღალ ხმაზე უგალობდნენ:

„ალილო და აქა ალილო,
ალილო და აქა შობა,
ღმერთმა ბევრი გაგითენოთ
შობა-ახალწელიწადი.
ოცდახუთსა ამთვესაო,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
ჩიტი შემოჯდა ღობესა,
იძახის ქრისტეშობასა.
ჩვენ მათხოვრები არა ვართ,
ვართ ქრისტეს მახარობლები,
ალილო და აქა შობა,
აქა ალილო" (მესხეთი)

„ოცდახუთსა ამ თვესაო,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
თქვენ გვაჩუქეთ გროშებიო,
დაგელოცოთ ბოვშვებიო" (სამეგრელო)

„ოცდახუთსა და რამდენსა შობა გათენებულაო,
შობის მადლი შეგეწიოთ, ქრისტე დაბადებულაო,
ეს სახლი ვინ ააშენა, ვინ დახურა მუხის გული?
ამშენებლის დედა ცხონდეს, დამხურავის მამის სული.
„კოშკიდან" გადავიხედე, ერბო გიდგათ ქილებითა,
ალათასა, ბალათასა, კვერხცი უნდა კალათასა,
აქა ღორი დაკლულიო, ნაყელარი ჩვენიაო, ნასამედი თქვენიაო.
პატარძალო ჩვენო ლხინო, მარნის კარი გიჭრიალებს,
მარნის ქოცო აგვიხადე, ყელი ჩაგვიმაჭრიანე" (კახეთი)

ვინ მოსთვლის რამდენი საუკუნე ქართველი ამ საოცარი ამბით, სიხარულითა და ვარსკვლავით განათებულ ღამეში უხვად: ფულით, ფქვილით, ერბოთი, თხილ-კაკლით, საშობაოდ დაკლული ღორის ხორცით, ყოველივე იმით, რაც მოეპოვებოდა და რა თქმა უნდა, კვერცხით, აჯილდოვებდა მეალილოებს, შობის სიმბოლოთი, რომელიც სულ მალე, აღდგომას, ქრისტეს ჯვარცმის ნიშნად წითლად შეიღებებოდა და მეჭონეებს, ქრისტეს აღდგომის მახარობლებს მიერთმეოდა. კვერცხით, რომელიც ოდითგან საუცხოო საჩუქრად ითვლებოდა. და ვაი, მას ვინც ძღვენს დაინანებდა (მეალილოეთა ძღვნის გარეშე გაშვება ხალხში ფუძის უბარაქობისა და ზიანის მომტანად ითვლებოდა) იმ მწყემსთათვის, რომლებიც ღვთისა და ანგელოზებისაგან დამოძღვრილ სახარებისეულ წინაპრებს განასახიერებდნენ, ვისაც მთელი ქვეყნისათვის ღვთისა და ანგელოზების ნებით დიდი საიდუმლო, მომავალი, მარადიული, მარადიული ხსნის საწინდარი უნდა გაენდოთ. ამას გარდა, ქრისტიანი ქართველი მოსულში, ყოველ სტუმარში, მათ შორის ყოველ მეალილოეში ღმერთს ხედავდა, რომელთათვის მირთმეული ძღვენი შესაწირიც იყო და საჩუქარიც, დიდებაც და თაყვანისცემაც.

ამ ღამეს ქრისტეშობის სიხარულს, როგორც ბეთლების გამოქვაბული, ვეღარ იტევდა ტაძარი, მწყემსებთან ერთად გამოდიოდა გარეთ, მწყემსების მეშვეობით თვითოეულ მოკვდავამდე მიდიოდა და ეს სიხარული ქრისტეს ხორციელი მოვლინებით განცდილი ყველას ერთ მრევლად, ქრისტეს მიწიერ სხეულად, ეკლესიად აქცევდა.

შუასაუკუნეების გადმოცემის თანხმად, შობას იერიქონში ვარდები იშლებოდნენ დეკემბერში, შიომღვიმეში ტაძრის კედელთან ამოსული წითელი ვარდის კოკრები, თითქოსდა მეალილოე მწყემსების დარად ელიან შობას, რომ აყვავდნენ სიხარულისა და დიდების ნიშნად.


გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი" № 1 (103), 2001 წ.

 

ქრისტეშობის სიმბოლოები

მოლოდინი

ცოდვით დაცემამ დაამახინჯა და შეცვალა ადამიანის სულიერი ძალები და ბუნება. კაცობრიობამ, ამოწურა რა თავისი ძალები და შესაძლებლობები, გარკვეულ ტრაგიკულ ზღვართან მივიდა, მან დაინახა, რომ თავის გადარჩენა თვითონ არ შეეძლო. არა მხოლოდ პალესტინა, არამედ წარმართული სამყაროც კი ელოდა მესიას, მათ მხსნელს.

ნათელი

კაცობრიობის ისტორია, ეს არა მხოლოდ მიწიერი, არამედ კოსმიური ტრაგედიაცაა, ქრისტეს მოსლვა ამქვეყნად კი მთელი სამყაროს გამსჭვალავი ნათელია. საშობაო საგალობელში ეკლესია, როგორც ძლევის ჰიმნს, ისე იმეორებს ამ სიტყვებს - „ჩვენთარ არს ღმერთი". ღმერთი ჩვენთან მოვიდა, რათა მივიღოთ ჩვენ მარადიული სიცოცხლე და სიხარული.

შობის ვარსკვლავი

გადმოცემით, შობის ვარსკვლავი მაშინ აენთო ბაბილონის თავზე, როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ მისგან იშვებოდა ქვეყნიერების მხსნელი. სწორედ ამ ვარსკვლავს გამოჰყვნენ მოგვები, ანუ საიდუმლო ცოდნის მფლობელები (ასტრონომია და მათემატიკა ძველ სამყაროში წმინდა მეცნიერებებად ითვლებოდა). მოგვები იცნობდნენ დანიელის წინასწარმეტყველებას, რომელიც ქრისტეშობამდე დიდი ხნის წინ ბაბილონში ცხოვრობდა.

ხალხის აღწერა

რომის იმპერატორმა, ავგუსტინემ, ხარკის გადასახადების მოსაწესრიგებლად, იმპერიაში ხალხის საყოველთაო აღწერა გამოაცხადა. რომის ხელისუფლება ანგარიშს უწევდა ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს და იუდეაში აღწერა იუდეველთა ჩვეულების მიხედვით მიმდინარეობდა. იოსები და ქალწული მარიამი დავით მეფის შტოს ეკუთვნოდნენ და ამიტომ იმ ქალაქში უნდა ჩაწერილიყვნენ, საიდანაც მათი წინაპარი იყო, ანუ ბეთლემში. ქალაქში, რომელიც წინასწარმეტყველებაში მესიის შობის ადგილად არის მოხსენიებული.

ბეთლემი

ქრისტეს მოსვლა უხმაუროდ და საიდუმლოდ განხორციელდა: ბეთლემმა (ქვეყნიერების სახე ამ შემთხვევაში) ვერ იცნო თავისი მხსნელი. მხსნელის მომლოდინე ქვეყანამ კი ჭეშმარიტი მხსნელისგან განსხვავებული, მხსნელის სხვა სახე შექმნა. ჭეშმარიტი ქრისტესთვის, რომელმაც ქვეყნად ღვთაებრივი ნათელი მოიტანა, ამქვეყნად ადგილი არ აღმოჩნდა - ბეთლემმა კარი გამოუკეტა მას, იერუსალიმმა ჯვარი განუმზადა, ხოლო წუთისოფელს დღემდე მოძულებული ჰყავს იგი.

გამოქვაბული

ქრიტე მოვიდა ქვეყნად. ბეთლემს კი ეძინა ღრმა ძილით. სასტუმროების და სახლების კარებები ყრუდ იყო გამოკეტილი ახალშობილი-ღმერთისთვის. ქვეყანამ თავისი მეუფე გამოქვაბულში მიიღო, სადაც მწყემსები ღამეს ათევინებდნენ საქონელს.

წმინდა მიწაზე დღემდე დგას ოთხი დიდი კლდე, სწორედ ისე, როგორც ამქვეყნად ქრისტეს მოსვლის ჟამს იდგნენ. ერთ-ერთ მათგანშია იქ გამოქვაბული, რომელშიც მაცხოვარი იშვა. ასეთი უბრალო ადგილას და არა სამეფო პალატებში შობით, მაცხოვარმა იმ თავმდაბლობის მაგალითი მოგვცა, რომელსაც ხალხს უქადაგებდა. უფალი მხოლოდ ყველაზე აუცილებელს დასჯერდა, რომ ჩვენც ასევე მოვიქცეთ. გვაჩვენა, რომ არა ადგილი ანიჭებს ადამიანს მნიშვნელობას, არამედ ადამიანი ხდის ადგილს კურთხეულს. ადამიანი ყველაზე დიდი ფასეულობაა იმ ყველაფერს შორის, რაც კი ქვეყნად არსებობს. ფუფუნება და გარეგნული ბრწყინვალება ადამიანს არ აღამაღლებს, ხოლო სიღარიბე მის ღირსებას არ ამცირებს.

მწყემსები

არემარე მდუმარებაში იყო ჩაძირული. ისრაელს, ღვთის რჩეულ ხალხს, ეძინა. მხოლოდ არ ეძინა რამდენიმე მწყემსს, რომლებიც მინდორში ცხვრებს მწყემსავდნენ. მათ ანგელოზი გამოეცხადა და მსხნელის მოსვლა ახარა. მწყემსებმა მაცხოვარი სუფთა რწმენით მიიღეს, ვინაიდან ღმერთი მათ გულებში იყო. მათი წმინდა სულები ზეციური ნათელის ამრეკლავ სარკეს ჰგავდნენ.

დილით კი, როცა ღვთის რჩეულმა ერმა გაიღვიძა, ვერც კი შეამჩნია, როგორ გამორჩა ყველაზე მთავარი.

მოგვთა თაყვანისცემა

როგორც სახარება იუწყება, მწყემსების შემდეგ პირველები, რომლებმაც თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს, აღმოსავლელი მოგვები იყვნენ. მოგვთა რწმენა, ეს ბრძენთა და ფილოსოფოსთა რწმენა იყო, რომლებმაც ღმერთი ხილული სამყაროს და წმინდა წიგნების მეშვეობით შეიცვნეს, მოგვთა რწმენა ეს ღმერთისკენ მიმავალი ძნელი და გრძელი გზაა - ბაბილონიდან ბეთლემამდე. მოგვები ცრუ ღმერთების მსახურები იყვნენ, მაგრამ ჭეშმარიტმა სიბრძნემ ისინი ჭეშმარიტ ღმერთამდე მიიყვანა.

გადმოცემის თანახმად ერთი მოგვი სპარსი იყო, მეორე - არაბი, მესამე კი - ეთიოპელი. მათი სახელებია: გასპარი, მელქიოფი და ბალთაზარი. ახალშობილი მაცხოვრის თაყვანისცემიდან სამ ათწლეულზე ცოტა მეტი ხნის შემდგომ, მოგვები მოინათლნენ (მოციქულ თომასგან) და თავად გახდნენ ქრისტიანობის მქადაგებლები. მათი წმინდა ნაწილები III საუკუნესი აღმოაჩინეს და ამჟამად გერმანიაში, კიოლნის ტაძარში ინახება.

მოგვების ძღვენი

 ახალშობილი მხსნელისთვის თაყვანის საცემლად შორეული აღმოსავლეთიდან მისულმა მოგვებმა, იესოს ძღვნად ოქრო, გუნდრუკი და მური მიართვეს. ოქრო - როგორც მეფეს, გუნდრუკი - როგორც ღმერთს და მური - როგორც კაცს.

გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელმა, ცოტახნით ადრე მის მიძინებამდე, მოგვების მიერ მაცხოვრის შობისას მირთმეული ეს ძღვენი იერუსალიმის ეკლესიას გადასცა. სიწმინდეები თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ბიზანტიაში არ აღმოჩნდა. 400 წელს, ბიზანტიის იმპერატორმა, არკადიმ, ისინი კონსტანტინეპოლში, ახალ დედაქალაქში გადაიტანა. კონსტანტინეპოლის დაპყრობამდე სიწმინდეები ბიზანტიის იმპერატორების პირად საგანძურში ინახებოდა.

1433 წელს, სერბეთის მთავარი, გიორგი ბრანკოვიჩი იძულებული გახდა თავისი მცირეწლოვანი ასული მარო (მარიამი) მურატ II-თვის, თურქეთის სულთანისთვის, მიეცა ცოლად. სწორედ ამ სულთანის ვაჟმა, მუჰამედ II-მ დაიპყრო კონსტანტინეპოლი. მარომ კი, რომელსაც უფლება ჰქონდა თავის ღმერთზე ელოცა, მრავალი სიწმინდე გადაარჩინა დაპრყობილ მართლმადიდებლურ ქალაქში.

კონსტანტინეპოლის დაცემიდან ოციოდე წლის შემდეგ მარო ათონის მთაზე გაემგზავრა, რათა მოგვთა ძღვენი წმინდა პავლეს ტაძრისთვის გადაეცა. ეს სიწმინდეები დღესაც ამ მონასტერში ინახება. ოქრომ ჩვენამდე 28 ცალი, 7x5 სანტიმეტრის ზომის, კვადრატული და სამკუთხედის ფორმის ფირფიტების სახით მოაღწია. ეს ფირფიტები ერთამენთს წააგავს, მხოლოდ ორნამენტებით განსხვავდებიან. გუნდრუკი და მური კი ერთმანეთშია გადაზელილი და დაახლოებით 70 ცალი მუქი ფერის ბურთულების სახით არის შენახული. ოქროს წყლის კურთხევისთვის იყენებენ. ხანდახან, ძალიან იშვიათად, მოგვების ძღვენი ათონიდან გააქვთ, ამ სიწმინდეების საშუალებით ეშმაკეულებს დევნიან.

ჟურნალი „სამრეკლო", №4, 2006 წ.

 

ღვთის ძის განკაცებამ საფუძვლიანად შეცვალა ქვეყანა უკეთესობისკენ: მან ახლებური აზროვნების საშუალება მისცა ადამიანებს, გააკეთილშობილა მათი ზნეობრივი მხარეები, ახალ კალაპოტში მიმართა მსოფლიო მოვლენები. ღვთის სიტყვის განკაცებამ ცოდვასთან ბრძოლის ძალა მისცა ადამიანებს, შეარიგა ისინი ღმერთთან, ხწრნად ადამიანურ სხეულში ღვთაებრივი სიცოცხლის ნაკადი შევიდა და ადამიანი მარადიული სიცოცხლის თანაზიარი გახადა. ამ მიზეზთა გამო, მაცხოვრის შობა მსფოლიო მოვლენათა ცენტრში მოექცა და მისგან ითვლება წელთაღრიცხვა - ქრისტეშობამდე და ქრისტეშობის შემდეგ.

 

რატომ განკაცდა ღმერთი?

ქრსტიანობა ღმერთის განკაცებაში, ქრიტეს ჯვარსა და აღდგომაში მდგომარეობს, რომლის საშუალებითაც კაცობრიობა ახლად დაიბადა, ამაღლებისა და ღვთის მსგავსების აღდგენის საშუალება მიიღო, რომელიც ადამიანებს ცოდვით დაცემის გამო დაკარგული გვქონდა. რამდენადაც ცოდვიანობის გამო ჩვენს ღმერთთან ერთობა აღარ შეგვიძლია, ვინაიდან არ შეიძლება არავითარი დაზიანებული და დამახინჯებული ღმერთთან კავშირში იყოს, ამდენად უფალთან ერთობისათვის, ადამიანის განღმრთობისათვის აუცილებელია ადამიანის შესაბამისი ბუნების შექმნა. ქრისტემ საშუალება მისცა კაცობრიობას, თითოეული ადამიანს, თავის თავში აღედგინა ამგვარი ბუნება. ღმერთის განკაცება მისი ადამიანისადმი გმოავლენილი განუზომელი სიყვარულის შედეგია. უმაღლესი საღვთისმეტყველო ფორმულა ამბობს: „ღმერთია თავად სიყვარული". სიყვარული ნიშნავს, ისე მიიღო იმის სიხარული და უბედურება, როგორც საკუთარი. ნამდვილი სიყვარული საყვარელ არსებასთან გაიგივებისკენ გიბიძგებს. სიყვარულის უმაღლესი ფორმულა განსაზღვრავს: „არ არის იმაზე მეტი სიყვარული, ვიდრე დადო სული შენი მეგობრებისთვის". ღმერთის სიყვარულმა არა მარტო შექმნა სამყარო, არა მარტო თავისუფლება მიანიჭა ადამიანს, არა მარტო მცნებებს, წინასწარმეტყველბს, და სიბრძნეს გვაძლევდა, სიყვარულმა მას არა მარტო ადამიანის სახე მიაღებინა, არამედ თავად გახდა სრული ადამიანი. ღმერთმა უკვე ჩაიდინა ყველაზე წარმოუდგენელი რამ ადამიანის გონებისთვის, მან გადმოლახა თავისი მარადიულობის ზღუბრბლი და შემოვიდა დროის მდინარებაში, მან, რომელმაც თავად შექმნა ადამიანი, მისი სიყვარულის გამო დათანხმდა მიეღო მისგან სილა, შოლტი და ათასგვარი დამცირება. თავისი ნებით, ჩვენდამი უსაზღვრო სივარულის გამო, მოვიდა ამ ქვეყნად და მსხვერპლად გაიღო თავისი თავი.

ჟურნალი „სამრეკლო", № 4, 2006 წ.

 

პირველები, ვინც ახლადდაბადებულ მხსნელს თაყვანისცეს, მწყემსები იყვნენ, ბუნების ჭეშმარიტი შვილები, რომლებსაც მაცხოვრისათვის მხოლოდ თავიანთი გულის საგანძური შეეძლოთ მიეძღვნათ, გულის საგანძე - სავსე უბრალოებით, რწმენით და მორჩილებით. უკვე მოგვიანებით კი სიბრძნით აღჭურვილი მოგვები მივიდნენ აღმოსავლეთიდან. ეს ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ გულის უბრალოებას და ღრმა კეთილსინდისიერ მეცნიერებას ერთნაირად მიჰყავს ადამიანი ქრისტემდე. მხოლოდ პირველი გზა პირდაპირია, მოკლე და უფრო სარწმუნო, ვიდრე მეორე. მწყემსებს უშუალოდ ანგელოზებმა აუწყეს, ხოლო მოგვებმა უტყვი ვარსკვლავის გამოჩენიდან მოყოლებული, ძნელადსავალი და არცთუ უხიფათო გზა გაიარეს ვიდრე სასურველ მიზანს მიაღწევდნენ.
ილოცეთ ბავშვებო
მოწამე ასკალონი
წმიდა მოწამე ბარლა...
ბავშვის ლოცვა (ათო...
მრწამსი
წმიდა მოწამენი: ელ...

გფარავდეს წმიდა გიორგი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ილია მართალი ჭავჭავაძე

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა იოანე ნათლისმცემელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ბერი პაისი ათონელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა საბა განწმენდილი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ირაკლი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ბერი პაისი მთაწმინდელი

დათვალიერება...

წმიდა მამა გაბრიელის ანდერძი

დათვალიერება...

ქრისტე აღსდგა

დათვალიერება...

გილოცავ შობას

დათვალიერება...