- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ილოცეთ, ბავშვებო!დიდი ძალა აქვს ბავშვის ლოცვას. მამა პაისი ათონელი ბრძანებს: „ლოცვისას ხშირად ვხედავ, რომ მოდიან ჩემთან მწუხარე ყრმები და ღვთისაგან შეწევნას ითხოვენ. მათ ოჯახში რაღაც სადარდებელი გასჩენიათ, ამიტომაც დედები ლოცვად აყენებენ, რათა უფლისაგან შეწევნა გამოითხოვონ. ისინი იმავე „სიხშირეზე" ირთვებიან და იქ ვხვდებით ერთმანეთს". მაგრამ როგორ „გადავრთოთ" ბავშვები ამ სიხშირეზე, როგორ შევაყვაროთ ლოცვა? აი, ოპტელი მამის, სქემიღუმენ თეოდოსის, ყრმობისდროინდელი მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ დაარიგა ბავშვები ნიჟეგოროდელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა: „ბავშვებო, მინდა, ლოცვაზე გესაუბროთ. იცით, როგორ უნდა მივეჩვიოთ მას? თავიდან ცოტ-ცოტა უნდა ვილოცოთ, მაგრამ რაც შეიძლება ხშირად. ლოცვა ნაპერწკალივითაა - რამდენიმე ხნის შემდეგ შეიძლება აალდეს და კოცონად იქცეს. მაგრამ ამისთვის დრო, ოსტატობა და დიდი სურვილია საჭირო. ავიღოთ ორი ნაკვერჩხალი, ერთი - ვარვარა, მეორე - ჩამქარლი. ახლა ჩამქრალი გასაღვივებლად ცხელზე დავდოთ. მაგრამ ის არ გაღვივდება, თუ გამუდმებით არ ვუბერეთ სული ცხელ ნაკვერჩხალს. თუ მეტისტმეტად ძლიერად შევუბერავთ, მას ნაპერწკლები გასცვივა, ჩამქრალს კი ვერაფერს ვარგებთ. სამაგიეროდ, თუ ზომიერად და შეუჩერებლად ვუბერეთ, მეორეც აენთება, მერე კი, თუ მათ შუაში შეშის ნაჭერს ჩავდებთ, მასაც მოედება ცეცხლი. მაგრამ ღუმელში ნესტიანი შეშა ან სველი ნაკვერჩხალი რომ აანთო, იცით, რამდენი დრო, გარჯა და მოთმინებაა საჭირო? ჩემო შვილებო, ლოცვაა სწორედ ის ალმოდებული ნაღვერდალი, ჩვენი გულები კი ჩამქრალი ნაკვერჩხლებია. ამიტომაც არის საჭირო, ყოველდღე ვილოცოთ - ეს იგივეა, რომ საკუთარი გულის ჩამქრალი ნაკვერჩხლები ლოცვის ცეცხლმოკიდებულ ნაღვერდალზე დავდოთ და ნელ-ნელა გავაღვივოთ. დამიჯერეთ, ბავშვებო, თუ ჩემი მორჩილნი იქნებით და ყოველდღე ცოტ-ცოტას ილოცებთ, თქვენი გულები საღვთო სიყვარულის ცეცხლით აენთება. მაგრამ იცოდეთ, არ შეწყვიტოთ ლოცვა, ამაოდ არ გაფანტოთ ნაპერწკლები. გახსოვდეთ, რომ ლოცვის შეწყვეტას სიზარმაცე მოჰყვება, ჰაერში გაბნეული ნაპერწკლები კი გულს ვერ აგინთებთ. ლოცვა სამი მეტანიით დაიწყეთ. პირველად იტყვით: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი", - და მეტანიას აღასრულებთ; შემდეგ ღვთისმშობელს შეევედრებით, შემდეგ იტყვით: „ყოველნო წმიდანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენ ცოდვილთათვის", - ისევ მეტანია და ასე განაგრძეთ. შეამჩნევთ, რომ თავიდან სიზარმაცე მოგერევათ, ისე დაგაწვებათ, როგორც მძიმე ტვირთი, მაგრამ თუ ლოცვას არ შეწყვეტთ, სამ მეტანიას შეასრულებთ, გული მუხლთმოდრეკის გამრავლებას მოგთხოვთ. ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენი გულის ნაკვერჩხალი რწმენის ძალით გაღვივდა და ღვთის სიყვარულით აალდა. თქვენი განუწყვეტელი ლოცვის ნაყოფი კი ის იქნება, რომ ლოცვის სურვილი გაგიძლიერდებათ. ჩემი რჩევა საქმით გამოსცადეთ და დარწმუნდებით, რომ ასეა. ისწრაფვოდეთ ღვთისკენ, როგორც მშობელი დედისკენ. ის მოწყალეა და ყოვლისმჭვრეტელი. მას ისე ვუყვარვართ, როგორც დედას - შვილები. თუ რამეს სთხოვთ, უთუოდ შეისმენს და შეგისრულებთ, თუ, რა თქმა უნდა, ეს სათხოვარი მისი წმინდა ნების საწინააღმდეგო არ იქნება. მან თვითონ გვითხრა, ითხოვეთ და მოგეცემათო, ამიტომ თამამად მიილტვოდეთ მისკენ. მიდიხარ სკოლაში? - მოიდრიკე მუხლი, მაგრამ ისე, რომ ღვთის გარდა ვერავინ გხედავდეს, სთხოვე, გაგინათოს გონება და მახსოვრობა. მალე დაინახავ, რომ სხვებზე უკეთ სწავლობ, ან იმაზე უკეთ მაინც, ვიდრე მანამდე, სანამ ღვთის შეწევნას ითხოვდი. ილოცეთ, ხშირად ილოცეთ, ბავშვებო, აპატიეთ, ვინც გაწყენინათ და ღმერთი მშვიდობისა მარადის თქვენთან იქნება. ყოველ დილა-საღამოს მოინანიეთ, თუ რამ შესცოდეთ და შეეცადეთ, აღარასოდეს გაიმეოროთ. თუ კიდევ შესცოდავთ, მაშინვე შეინანეთ, თქვით: „უფალო, შევცოდე, შემიწყალე მე და შემეწიე, რომ გამოვსწორდე". ისიც შეგინდობთ და გამოსწორებაში შეგეწევათ. ილოცეთ, ბავშვებო, ღვთის მიმართ და უფალი გაცხოვნებთ".
| |
მომწონს
+42
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |