მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



აღსარება, როგორც კურნება
მოძღვრება დღესა ხარებისასა, თქმული ჩყჲზ წელსა ქუთაისს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

სიტყვა წმინდა ნინოს დღეს


კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)

სიტყვა წმინდა ნინოს დღეს

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.

დღეს ივერიის ეკლესია ასრულებს თავისი საკუთარი მოციქულის, ქართველთა განმანათლებელის, წმ. ნინოს ხსენებას.

რა მხრით გნებავთ, რომ შესანიშნავი არ იყოს ჩვენთვის ეს დღე? რა მხრით გნებავთ, რომ საგულისმიერო არ იყოს ნინოს მიერ ქართველთა მოქცევა? რა მხრით გნებავთ, რომ სახელმძღვანელო და წასაბაძი არ იყოს ჩვენთვის წმ. ნინოს მოქმედება?

გავითვალისწინოთ მარტო ის, რომ საქართველო მოაქრისტეანა ქალმა, დედაკაცმა, სუსტმა, უძლურმა, უმწეო და უუფლებო არსებამ.

ვინც ჩვენი დროის მწერლობას თვალყურს ადევნებს და რამოდენადმე მაინც ჩახედულია ცხოვრებაში, დამეთანხმება, რომ ეხლა თითქმის დაჩაგრული მდგომარეობის შესახებ ლაპარაკი, ქალის გაქელილ უფლებათა აღდგენაზე მსჯელობა, ქალის აწინდელ სოციალურ ვითარებაზე ბაასი; ზრუნვა და ფიქრი იმაზე, რომ ქალი დახსნილ იქმნას გონებრივ, ზნეობრივ და მოქალაქეობრივ მონობისაგან. პროლეტარიატის საკითხის, რომელიც მთავარ საკითხად აქვს აღიარებული თანამედროვე მწერლობის თვალსაჩინო ნაწილს, გვერდს ამოსდგომია საკითხი ქალის შესახებ. ქალთა განთავისუფლების ჩვენი დროის უთვალავ მოციქულებს აუტანელ ჯოჯოხეთად ეჩვენებათ - ეხლანდელ პირობებში ქალთა ცხოვრება, ქალთა ცოლობა, დედობა, დიასახლისობა, დობა, მეგობრობა და საქვეყნო მოღვაწეობა. ყველას დაუსახავს გაადამიანება და უფლებამოსილების მინიჭება ქალის პიროვნებისადმი.

სიამოვნებით ივსები, როდესაც უყურებ ამ საერთო კეთილ შობილურ აღფრთოვანებას, ცას ეწევი სიხარულისაგან, როდესაც ხედავ, რომ საზოგადოებაში გაღვიძებულა სამღრთო სურვილი თვით-შეგნებისა, ადამიანურ უფლებათა მოპოებისა, თავისუფლების შეძენისა და ცხოვრების გაუმჯობესებისა. სიხარბით ეწაფები ამ ახალი მიმართულების მქადაგებელთა ყველა ნაწარმოებს, გულდასმით უსმენ მათ რჩევა-დარიგებას, რომელიც საფუძველად უნდა დაედოს, მათი შეხედულებით, ახალ ცხოვრებას. მაგრამ წუთიერი გამოდის ეს გატაცება, ჩქარა გეკარგება აღმაფრენა, ისევ სევდა და ბოღმა გაწვება გულზე, რადგანაც ცხადად რწმუნდები, რომ უდიდესი ნაწილი იმისა, რაც დღეს იწერება და ეფინება საზოგადოებაში ვითომდა კეთილ-სადღეოდ, მოკლებულია საფუძვლიანობას და სიმართლეს.

ქალთა საკითხის მომხრე მწერალთა ნაწარმოებში გიზიდავს და გულს გითბობს ის გარემოება, რომ სავსებით და სინამდვილით, მასთან მკვეთრი და პირუთვნელი ენით, აგვიწერენ ჩვენი დროის ქალთა მდგომარეობის აუტანელობას და სიდუხჭირეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მარტო ამითი თავდება გულდასადები მხარე ნაჩვენები პირების აზროვნებისა. დანარჩენში ისინი სცილდებიან სინამდვილეს, წყობილობენ თავიანთ შემცდარ და მავნე აზრების ცხარე ქადაგებას, ამწვავებენ საზოგადოების წევრთა შორის ურთიერთობას, დამწვარს ზედ მდუღარებას ასხამენ და, ადამიანთა ისედაც ბედშავ ცხოვრებას, ნამდვილ ჯოჯოხეთად ხდიან.

ამ მწერლებს არ სურთ იცნონ ის ერთადერთი ნათელი ძალა, რომელმაც მიათვისა ქალს მამაკაცის თანაბრად ადამიანობა, რომელმაც ქალი გვერდს ამოუყენა მამაკაცს სწორ ამხანაგად. მათ არ უნდათ აღიარონ, რომ ქალის დღევანდელი დაჩაგრული მდგომარეობა პირდაპირი შედეგია იმისი, რომ ქალმაც და კაცმაც ზურგი შევაქციეთ ამ ბრწყინვალე ძალას, პირი ვიბრუნეთ ისევ სიბნელისაკენ, მათ არ სურთ შეიგნონ, რომ ამაშია სწორეთ ჩამარხული დასაწყისი ეხლანდელი ჩვენი ყოფა მდგომარეობის ავადობისა და არა ეკონომიურ-პოლიტიკურ-სოციალურ პირობებში.

მივაქციოთ წმ. ნინოს მოქმედებას ჯეროვანი ყურადღება და ნათქვამი ცხადზე უცხადესი შეიქმნება ჩვენთვის.

ჩვენ ვიცით, რომ უცნობმა, უცხომ, ღარიბმა და სუსტმა ნინომ საქართველოში იხილა თავის წინ დაჩოქებული და ცრემლით ქრისტეანობის მთხოვნელი იმ დროის საქართველოს მეფე მირიანი! ნუთუ ამ შემთხვევაში ნინოს მოქმედებას ხელი შეუწყვეს ეკონომიურმა, ან პოლიტიკურმა და სოციალურმა პირობებმა? ახლად მოსული ნინო იმ ზომად დაეუფლა ქართველების გონებას და გრძნობას, რომ ხელი ააღებინა სალოცავ კერპებზე. განა ასეთი გამარჯვება წმ. ნინოსი უნდა მიეწეროს რაიმე მხრით მაშინდელ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოებას?

არა! ჯვარი, ჯვარი ქრისტესი და სახარება, - აი წმ. ნინოს მოქმედების ძლევამოსილების ერთადერთი მიზეზი, აი ის ძალა, რომელსაც შეაქვს სინამდვილე და სიცოცხლე, ერთობა და სიყვარული, ბედნიერება და თავისუფლება ადამიანთა კრებებში, მიუცედავად ამ კრებების სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიური წყობილების მხრივ სხვადასხვაობისა, ოღონდ კი ეს ტვირთვა ჯვრისა და რწმენა სახარებისა ადამიანთა მხრივ იყოს წრფელი და გულითადი, მაგრამ წმ. ნინოს მაგალითი დღეს სახეში მისაღები აღარ არისო, გაიძახიან ახალი მოსაზრენი. ნინოს მოქმედების დრო ისეთი მომენტი იყო ჩვენი ერის ცხოვრებაშიო კერძოთ და მთელი კაცობრიობისაში საზოგადოთო, რომ მაშინ საჭირო და ბუნებრივი იყოვო ყველასათვის ქრისტეანობის მიღებაო. მასუკან დიდმა დრომ განვლოო, ამბობენ ახალი მქადაგებლები, კაცობრიობამ საგრძნობელი ნაბიჯი წადგა წინ და მეტად განვითარდა, კაცის გონება მას უკან გაიზარდა, გაფართოვდა, გამეცნიერდა და ყველა ამის გამო ქრისტეანობა დღევანდელი კაცობრიობისათვის იმგვარადვე გამოუსადეგარია, როგორც პატარა ბალღის ხალათი სრულწლოვანი ვაჟკაცისათვისო.

როგორ?! ქრისტეანობა მოძველდა, ქრისტეანობას აღემატება ზნეობა-გონებით განვითარებული კაცობრიობა? მაშ დაგვარწმუნეთ, რომ დღევანდელ კაცობრიობას განხორციელებული აქვს ცხოვრებაში ის იდეალი, რომელიც დაუდგინა მას ქრისტე მაცხოვარმა: „იყვენით თქვენ სრული, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა სრულ არს". დაგვიმტკიცეთ, რომ კაცის გონებას მოუფიქრნია ან მოიფიქრებს როდისმე იმაზე უზენაესს და უკეთესს, რაც მხსნელმა ჩვენმა მცნება დაგვიდგინა ყველას: „მცნებასა ახალსა მოგცემ თქვენ, რათა იყვარებოდეთ ურთიერთარს, ვითარცა მე შეგიყვარენ თქვენ, რათა თქვენც იყვარებდეთ ურთერთარს". „შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი". „ყოველი, რომელი გინდოდეს თქვენ, რათა გიყონ კაცთა, ეგრეთცა თქვენ ჰყავთ მათდა მიმართ". „არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა; რამეთუ თქვენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოს მიერ". დიაღ, დაგვიმტკიცეთ, რომ ეს მცნებები განხორციელებული გვაქვს ცხოვრებაში, რომ იგინი აღარაფერს ახალს აღარ აძლევენ ჩვენს გულსა და გონებას და მაშინ დაგეთანხმებით ჭრისტეანობის მოძველება-გამოფიტვაზე. მაგრამ საქმეც ისაა, რომ მოყვანილი მცნებები შეიცავენ დაუძველებელ და სამარადისო ჭეშმარიტებას, რომ ნაჩვენები მცნებები დარჩებიან სამარადისო და საყოველთაო საწადელ იდეალებად. გვიჩვენეთ მაგალითი, რომ რომელიმე შეგნებულს და ნამდვილად განათლებულ პირს ქედი არ მოეხაროს ამ მაღალი მცნებების წინ. დაგვაჯერეთ და დაგვარწმუნეთ შეურყეველი ფაქტებით, რომ დღევანდელი ყოველმხრივი დაწინაურება ევროპიელი ერებისა არ არის აუცილებელი შედეგი მათი ქრისტეანობისა.

ჭეშმარიტება არა ძველდება, მოუფიქრებელია ქრისტეს მოძღვრების დაძველება და მისი ძალის გამოფიტვა-გაქრობა, არარაობად ქცევა...

სამწუხაროდ, სრული სიმართლეა მხოლოდ ის, რომ ყველას დავიწყებული გვაქვს ქრისტეს მოძღვრება, დღევანდელი ჩვენი ცხოვრება აღარ მიმდინარეობს სახარების გზით და ესაა მთავარი მიზეზი, რომ ჩვენს დღევანდელ მოქალაქეობრივ ურთიერთობას და წეს-წყობილებას აზის ბეჭედი წარმართობისა, უდიერობისა, ძალმომრეობისა და ერთმანეთის ჩაგვრა-დამონებისა. ამის გამოა, რომ მძიმე და შეუფერებელ მდგომარეობაშია ჩავარდნილი დღეს ჩვენში სხვებთან ერთად დედაკაციც.

შეგნება ქრისტეს მოძღვრების ნამდვილი ღირებულებისა, საფუძვლიანი, ფართო და აზრიანი შეთვისება სახარებისა და მთელი ჩვენი ცხოვრების მოწყობა შესაფერისად ქრისტეს მაღალი მცნებებისა, - აი, რა ღონისძიებას უყენებს წინ წმ. ნინოს ხსენების დღე ყოველ შეგნებულ ქართველს, როგორც ცხოვრებაში გამეფებულ უკუღმართობათა მოსასპობად, ისე ქალთა დღევანდელ უგვანო და არაადამიანურ მდგომარეობიდან დასახსნელად.

ღირსო დედაო ნინო, მოგვფინე ნათელი ქრისტესი! ამინ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 1393 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0