- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)ნიკოლოზ ცხვედაძის დასაფლავებაზეჩვენ, უმრავლესობა, ვარსებობთ საკუთარი თავის კეთილდღეობისათვის, სიამოვნებისათვის. რა შეადგენს შინაარსს ჩვენის ცხოვრებისას? ვასრულებთ ამა თუ იმ თანამდებობას, ფულს ვშოულობთ, ქონებას ვიძენთ, სახლობას ვარჩენთ, შვილებს ვზრდით, ვცდილობთ, სამსახურში დავწინაურდეთ, ჯილდოები მივიღოთ, კარგი ვსვათ და კარგი ვჭამოთ, ვიმხიარულოთ. და ასე სულ წუთიერ და პირად საქმეებში ვართ გაბმული, მხოლოდ აქა-იქ ჩვენში ჩანან მადლიანნი პირნი, რომელნიც საკუთარი სარგებლობის ძიებასთან ერთად, პირადის მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან ერთად, შრომობენ, იღვწიან სხვებისთვისაც, საზოგადო სიკეთისთვისაც. ზოგნი მათგანნი უფრო მომეტებულად და უფრო მეტის ძალ-ღონით მოქმედობს საერთო საქმისათვის, ზოგნი კი - ნაკლებ, მაგრამ მაინც ყველანი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. მათი მეოხებით ვრცელდება ჩვენში თვითცნობიერება, ეროვნული შეგნება, კულტუროსნობა, ნივთიერი, ეკონომიური წარმატება და სხვა ყოველივე კეთილი. ამისთანა პირთ ეკუთვნოდა განსვენებული ნიკოლოზი. ვინ იყო იგი, რა გააკეთა მან, ეს თქვენ ყველამ იცით. ამაზე ლაპარაკი აქ საჭირო არაა. აქ მხოლოდ ვისურვოთ, რომ განსვენებულს აღუსრულდეს ის, რასაც იგი მთელს თავის სიცოცხლეში გულში ატარებდა, რასაც იგი დაუცხრომლად, თავგამოდებით ემსახურებოდა. ე.ი. სამწუხარო აზრები ებადება: რანი ვყოფილვართ და აწ რანი ვართ! როგორი მტკიცე და მხურვალე სარწმუნოება ჰქონიათ ჩვენს უუძველეს წინაპრებს, როგორი მაღალის ზნეობისანი ყოფილან იგინი, რა ძლიერი სიყვარული ჰქონიათ ეკლესიისადმი, რომ ასე მრავალი და ასეთი ჩინებული ტაძრები აღუშენებიათ! რამდენ შრომას, რამდენ ხარჯს მოითხოვდა იმათი აგება! ჩვენი მამაპაპანი ღვთისადმი ღრმა სიყვარულით იყვნენ გამსჭვალულნი და ამიტომაც ეკლესიების აშენება-შემკობისათვის თავის ძალ-ღონესა და ქონებას არ ზოგავდნენ. შემდეგ, როცა სარწმუნოება შესუსტდა და ზნეობამ იკლო, მაშინ წინაპრების მიერ აღშენებულ ტაძრებს მოაკლდათ მოვლა-პატრონობა, და ბოლოსდაბოლოს სულ დაინგრნენ, ახლა კი ჩვენ ახლებს ვერ ვაშენებთ. ეს მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში სატირელია: იგი მოასწავებს ჩვენს დაცემას. მაგრამ, ძმანო, გამოვფხიზლდეთ, მტრებს ნუ ვახარებთ! ჩავუკვირდეთ ჩვენს მდგომარეობას, შევიგნოთ საჭიროება იმისი შეცვლისა, განახლებისა; ხელი ჩავსჭიდოთ სარწმუნოებას, შევიყვაროთ ეკლესია და ვიზრუნოთ იმის კეთილწარმატებისთვის. ვცნათ საჭიროდ ძველი დიდებული ტაძრების შეკეთება-შენახვა, რათა მათ მიერ ჩვენში უკვდავ იყოს წინაპართა დიდება, იკვებებოდეს, ძლიერდებოდეს ეროვნული შეგნება-სიამაყე, მტკიცდებოდეს კავშირი სახელოვან მამა-პაპებთან და იძლეოდეს, ქრებოდეს ჩვენთ მოძულეთა ჩვენთვის არასასიკეთო მოქმედება. თუ ასე მოვიქცევით, მაშინ ვერავინ დაგვჩაგრავს, სხვების ასაგდები აღარ ვიქნებით და ჩვენი არსებობა იქნება ადამიანური. დიდი მადლობის ღირსია ის მუშაკი, რომელმაც ეს მშვენიერი ტაძარი განაახლა, ჩვენ მოგვცა შემთხვევა სახელოვან წინაპართა მოგონებისა და აღგვიძრა სურვილი მიბაძვისა უუძველესი ქართველებისა. მადლობა მღვდელ-მონოზანს ხარიდონს, რომელმაც ამ საქმისათვის იღვაწა. ქვაშვეთი, 1911 წ. | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1422 |
დაამატა: 5.0/1 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |