- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
მოწამე იოანე ახალი (+1526)18 (01.05) აპრილიწმიდა მოწამე იოანე ახალი (+1526) დაიბადა საბერძნეთში, ქალაქ იანინში. დაობლების შემდეგ წმიდა იოანე კონსტანტინეპოლში წავიდა. მშობლების დანატოვარი თანხით ქალაქის ბაზარში პატარა დუქანი იყიდა და ხელოსნობა დაიწყო. წმიდა იოანე შრომისმოყვარე იყო, პატიოსნად ასრულებდა ყველა შეკვეთას და საქმეც კარგად მისდიოდა, მაგრამ მისი სული ზეცათა სასუფეველს მიელტვოდა. წმიდა იოანე მძიმე დროში ცხოვრობდა. კონსტანტინეპოლი თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი და ქრისტიანები ძლიერ იდევნებოდნენ. მრავალი ქრისტიანი ხელოსანი და ვაჭარი გამაჰმადიანდა. წმიდა იოანე მტკიცედ იცავდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას და საყვედურობდა განდგომილებს, რისთვისაც მათ მოიძულეს წმიდანი და მისი დაღუპვა განიზრახეს. იოანემ ეს იცოდა, მაგრამ არ ეშინოდა, რადგან, ქრისტესთვის წამების სურვილით ანთებული, თვითონვე ეძიებდა სიკვდილს ქრისტესთვის. დიდ პარასკევს წმიდა იოანე თავის სულიერ მოძღვართან წავიდა და კურთხევა სთხოვა მოწამეობრივი ღვაწლისათვის. მღვდელმა ჭაბუკს ურჩია, თავი გამოეცადა და ლოცვითა და მარხვით მომზადებულიყო წამებისათვის. წმიდა იოანე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, განემტკიცებინა იგი. წმიდანმა დიდ შაბათს ძილში იხილა, რომ ცეცხლოვან ღრუბელზე იდგა და გალობით განადიდებდა უფალს. ეს ხილვა მან მოწოდებად მიიღო, უფლის წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარა და მოძღვარს კვლავ სთხოვა კურთხევა. ბაზარში მისულ წმიდა იოანეს ხელოსნებმა ქრისტიანობისთვის ყვედრება დაუწყეს. პასუხად წმიდანმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ქრისტიანი იყო და არასოდეს უარყოფდა თავის სარწმუნოებას. მაშინ რჯულის მოღალატეებმა სასამართლოში დააბეზღეს წმიდა მოწამე. მსაჯულები ცდილობდნენ გადაებირებინათ იგი, მაგრამ წმიდა იოანემ მტკიცედ დაიცვა თავისი აღმსარებლობა. წმიდანს რამდენიმე დღე უმოწყალოდ ცემდნენ, შემდეგ კი ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. წმიდა იოანე სიხარულით შეხვდა განაჩენს, აგიზგიზებულ კოცონზეც სიხარულით ავიდა. მაგრამ ჯალათებმა ცეცხლიდან გამოიყვანეს და თავი მოჰკვეთეს, გვამი კი კვლავ კოცონში შეაგდეს. ქრისტიანებმა შეაგროვეს წმიდანის ძვლები და სასოებით დაკრძალეს ტაძარში. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+45
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |