- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ღირსი იოანე კუკუზელი (XII)1 (14) ოქტომბერიღირსი იოანე კუკუზელი დირახიაში (ბულგარეთი) დაიბადა და სიყრმეშივე დაობლდა. იგი, უფლისგან მშვენიერი ხმით დაჯილდოებული, კონსტანტინოპოლის სამეფო კართან არსებულ სკოლაში ჩაირიცხა. საოცარი ნიჭის წყალობით მან იმპერატორ იოანე კომნენოსის (1118-1143) კეთილგანწყობა დაიმსახურა და კარის პირველი მომღერალი გახდა; მაგრამ სასახლის ბრწყინვალე ცხოვრება არ იზიდავდა ღვთისმოყვარე ჭაბუკს, ის შინაგანად განდეგილ ცხოვრებაზე ოცნებობდა, ეძებდა მოძღვარს და შესაფერის დროს. ამ დროს, ღვთის ნებით, იოანეს შეხვდა კონსტანტინოპოლში თავისი სავანის საქმეებზე ჩასული ათონელი იღუმენი. ნეტარმა მას თავისი განზრახვა გაუმხილა და თან გაჰყვა წმიდა მთაზე. აქ წმიდა მამა ბერად აღკვეცეს და მორჩილების საქმედ მონასტრის ნახირის მწყემსვა დაუწესეს. იოანე ათონის უდაბნოებში ღრმად შედენიდა ხოლმე საქონელს, აქ, განმარტოებაში ღვთის განგებულებაზე ფიქრობდა და გალობით განადიდებდა უფალს. თავმდაბლობის გამო იოანე თავის სამოქალაქო მდგომარეობასა და ნიჭს არ უმხელდა იღუმენს. მაგრამ ღვთის განგებით, იღუმენისთვის ცნობილი გახდა ყველაფერი, მას შეეშინდა იმპერატორის რისხვისა, რომელსაც შეეძლო ეპოვა თავისი რჩეული და წმიდა მთიდან გაებრუნებინა, ამიტომ კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, მოუთხრო მეფეს მისი ყოფილი ქვეშევრდომის შესახებ და სთხოვა, ახალგაზრდა ბერისთვის არჩეულ საცხოვნებელ გზაზე სვლა არ დაეშალა. ამ დროიდან მოყოლებული იოანე კუკუზელი კვირადღეებსა და სხვა დღესასწაულებზე ტაძარში გალობდა. გულმოდგინე ღვაწლისათვის იგი თავად ღვთისმშობლის დიდი მოწყალების ღირსი შეიქნა: ერთხელ, ყოვლადწმიდა ქალწულის ხატის წინ დაუჯდომლის გალობის შემდეგ, იოანეს სიზმრისეული ჩვენებით თავად ზეციური დედოფალი გამოეცხადა და უთხრა: „იგალობე და ნუ დადუმდები. მე არასოდეს განგეშორები". წმიდა იოანემ წინასწარ იგრძნო აღსასრულის მოახლოება, გამოემშვიდობა ძმებს და ითხოვა, მის მიერვე აგებულ მთავარ-ანგელოზების ტაძარში დაეკრძალათ. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ. | |
მომწონს
+35
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |