მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 17
სტუმარი: 17
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 17
სტუმარი: 17
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სულიერი ცხოვარის ჩივილი „მე ვერ ვიპოვე მოძღვარი!“
შევუნდოთ ერთმანეთს შეცოდებანი

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

წმინდა ოჯახის ცხოვრება ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ

წმინდა ოჯახის ცხოვრება ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ

„წარვიდა მათ თანა და მოვიდა ნაზარეთად
და იყო დამორჩილებულ მათდა"

ეგვიპტიდან დასაბრუნებელი გზა ასკალონის ველზე დევს, აქედან კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წყაროსკენ უხვევს და გოლიათთა ველზე გადის. იერუსალიმთან ახლოს არის ასევე მთის ბინული - შესანიშნავი წყლით, სადაც, გადმოცემის მიხედვით, წმინდა მგზავრებმა ღამე გაათიეს და სადაც იოსებს ეუწყა, რომ გალილეას გაშორებოდა და ნაზარეთში დასახლებულიყო.

ამგვარად, ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ წმინდა ოჯახი ნაზარეთში თავის მოკრძალებულ საცხოვრებელს დაუბრუნდა. აქ, ვიდრე უფალი 30 წლის გახდებოდა, ქალწული მარიამი სრულად შეუმჩნეველ ცხოვრებას ატარებდა. შრომასა და ლოცვაში წყნარად და მშვიდობიანად გადიოდა დღეები. ყმაწვილი იესო იზრდებოდა და განმტკიცდებოდა სულით, ივსებოდა სიბრძნით და მადლი ღვთისა იყო მასზედ. მართალი იოსები კვლავ ხუროდ მუშაობდა და უფალი იესო, რომელმაც ყოველივე შექმნილს სიცოცხლე მიანიჭა, თავის ყოვლადწმინდა დედასთან ერთად ხუროს ხელიდან იკვებებოდა, თვითონაც ეხმარებოდა შრომაში და ამასთან, ისეთი გულმოდგინებით და მორჩილებით, რომ იუდეველები მას ხუროს ვაჟს ან უბრალოდ ხუროს ეძახდნენ. მაშინ მიღებული წესის მიხედვით მამა ვალდებული იყო, რომ შვილზე თორმეტი წლის ასაკამდე ეზრუნა, ამ დროიდან კი ვაჟი დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებდა (იოსები ისე ზრუნავდა იესოზე, რომ თვით ღვთისმშობელი მოხუცებულ დამწინდველს თავისი ძის მამას უწოდებდა).

ეგვიპტიდან დარბუნების შემდეგ წმინდა ქალწული ჩვეული საქმით - ლოცვით, კითხვითა და ხელსაქმით იყო დაკავებული. ის დაუღალავად შრომობდა. სხვა ნამუშევართა შორის იშვიათი ხელოვნებით მოქსოვა ქიტონი, რომელიც შემდეგ იესოს მუდმივი სამოსელი გახდა. ეს ქიტონი იყო მთლიანი, ნაკერების გარეშე და წითელი ფერის.

ყოვლადწმინდა მარიამისთვის არ არსებობდა უფრო დიდი სიხარული, ვიდრე თავის ძეში ღვთაებრივი დიდებულების თანდათანობით გამოვლინება, იესოზე მიწიერ მზურველობას სიყვარულით იდებდა თავს. თუმცა მას არც დაცვა და არც დარიგება არ სჭირდებოდა. ყოვლადწმინდა დედა მოკრძალებით აკვირდებოდა ყველაფერს, რასაც ხედავდა თავის ძეში; რაც მისგან და მის შესახებ ესმოდა, ყოველივეს იმარხავდა.

აღთქმულ მესიაში სიბრძნის და მადლის მთელი საუნჯე იყო დაფარული: ადამიანებისაგან მას არაფრის სწავლა არ სჭირდებოდა, მაგრამ ადამიანური ბუნების მიხედვით მასში ყოველივე თანდათანობით ვლინდებოდა: „დაემარხნეს სიტყვანი ესე და დაედვა გულსა თვისსა".

იოანეს სახარებიდან ჩანს, რომ იესოს თანამედროვე განსწავლული იუდეველები წმინდა წერილის მისეული ღრმა ცოდნით განცვიფრებულნი იყვნენ, კარგად იცოდნენ, რომ არსად არ ასწავლა და გამოცდილებით რწმუნდებოდნენ, რომ არც ერთმა ფარისეველმა, მწიგნობარმა თუ სჯულისმდებელმა სწავლულმა იმდენი არ იცოდა, - რაც მან. კაცობრიობისადმი მთელი თავისი აშკარა სამსახურის ჟამს ის გამუდმებით გარემოცული იყო მათი შეზღუდული შეხედულებებით, რომელთა მიხედვითაც დიდების და სიმდიდრის წყურვილით და სხვა უღირსი მისწრაფებებით შეპყრობილი სინაგოგის  ხელისუფალნი კანონს ზუსტად იცავდნენ. ის ისე როდი ასწავლიდა, როგორც ამას მწიგნობრები და ფარისევლები აკეთებდნენ, გამუდმებით ერთმანეთისგან რომ სჭირდებოდათ განსწავლა, არამედ როგორც ხელისუფლების მქონე: მისი ყველა სიტყვა ჭეშმარიტებიდან გამოდიოდა, მისი ყოველი ფრაზა ისეთი მაღალი, წმინდა და ნათელი გონების ნაყოფი იყო, რომ სჯულისმდებელ მწიგნობართა და ფარისეველთა მთელი გუნდები შეპასუხებას ვერ ახერხებდნენ, ყოველი სიტყვა და სწავლება პირადად მას ეკუთვნოდა; სიბრძნის მაცოცხლებელ წყაროს, რომელიც ყველას არწყულებდა და სრულყოფილებისაკენ მიუძღვოდა, ვინმეს მხარდაჭერა არ სჭირდებოდა. ასეთი სიტყვა მხოლოდ ღმერთისგან და ღმერთის მიერ შეიძლებოდა თქმულიყო.

მისი ცხოვრება იმდენად უბრალო, მოკრძალებული და შეუმჩნეველი იყო, რომ მოციქულ ნათანაილს, რომელიც წარმოშობით კანას გალილეიდან იყო, ნაზარეთს ერთი საათის სავალი გზა აშორებდა, იესოს შესახებ არაფერი სმენოდა და მხოლოდ ფილიპე მოციქულისაგან გაიგო, რომ იესო ნაზარეველი აღმოჩნდა ის, ვიზედაც მოსე და წინასწარმეტყველები წერდნენ.

იოსები და ქალწული მარიამი ღვთისმოსაობის ღრმა გრძნობის გამო სჯულს ზუსტად აღასრულებდნენ და ამ კანონის თანახმად ყოველწლიურად პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში ადიოდნენ. იესო თორმეტი წლის იყო, ეს კი იუდეველთა წესით ბავშვობიდან სიყმაწვილეში გარდამავალ ასაკად ითვლებოდა, ამ დროს ყმაწვილი ხდებოდა ძე სჯულისა და მოვალე იყო, მისი მცნებები აღესრულებინა, რაიმე ხელობა სცოდნოდა და საყოველთაო მსახურებაში მონაწილეობდა მიეღო. ყოვლადწმინდა ქალწულმა, როცა იოსებთან ერთად იერუსალიმში გაემგზავრა, თან 12 წლის იესოც წაიყვანა. სადღესასწაულო დღეების დასრულების შემდეგ მომლოცველები შინ ბრუნდებოდნენ. ქალწული მარიამი და იოსებ დამწინდველი ნაზარეთის და მისი შემოგარენის მლოცველთა ჯგუფთან ერთად სახლისკენ წამოვიდნენ. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იესოც მათ მოსდევდა - ნაცნობებთან, ნათესავებთან ერთად და ამიტომ გზას მშვიდად აგრძელებდნენ. პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში ორ მილიონამდე ადამიანი იკრიბებოდა; ბუნებრივია, რომ ასეთ ქაოსში თითოეული ოჯახის ერთად თავმოყრა მეტად ძნელი იყო. ყველანი მცირე ჯგუფებად გამოდიოდნენ და საღამოს მახმასის დასახლებასთან, დათქმულ ადგილას ჩერდებოდნენ. ყოვლადწმინდა მარიამმა და იოსებმა დასასვენებლად შეჩერებულ მომლოცველთა ყველა ჯგუფი მოიარეს და იესო ვერ იპოვეს. საშინელმა მწუხარებამ შეიპყრო ისინი და როგორც საყვედური, ისე გაისმა მათ სულში: როგორ შეძლეს, რომ მეთვალყურეობიდან გაუშვეს მათზე მინდობილი ღმერთის უძვირფასესი საგანძური, დაღლილობა დაავიწყდათ და კვლავ იერუსალიმისკენ გაეშურნენ, სამი მტანჯველი დღის განმავლობაში ამაოდ ეძებდნენ მას. მწუხარებით და განსაცდელით დათრგუნულნი და დაუძლურებულნი ტაძარში შევიდნენ, რომ დარდი ღვთის წინაშე გადმოეღვარათ და მისთვის შემწეობა ეთხოვათ. რა საოცარი სანახაობა იხილა მაშინ მათმა თვალებმა: ტაძრის ერთ-ერთ კარიბჭესთან თორმეტი წლის ყრმა ხალხის ცნობილ მოძღვართა და ღვთის სიტყვის განმმარტებელთა შორის მსმენელებით გარშემორტყმული იჯდა! ყრმის მორჩილებით ისმენდა სიტყვებს და მეუფის ძალაუფლებით ეკითხებოდა. სწავლული მოხუცებულები და მწიგნობრები შიშმა შეიპყრო, როცა ყრმის სიბრძნე და ცოდნა იხილეს. მწუხარებისა და შიშის გრძნობით, უღრმესი სიყვარულით შეპყრობილმა ღვთისმშობელმა მიმართა იესოს: „შვილო, რაჲ ესე მიყავ ჩუენ ესრეთ, აჰა, ესერა მე და მამაჲ შენი ვრონინებთ და გეძებთ შენ". უფალმა იესომ მოისმინა დედის სიტყვები და შეახსენა მას, რომ მიწიერ მოვალეობათა გარდა, მას სხვა უფრო მნიშნველოვანი მოვალეობა აკისრია: „და რაჲსა მეძიებთ მე? არა უწყით, რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ". ესაა პირველი სიტყვები, რომელიც სახარებაში მაცხოვრის ბაგიდან გვესმის. როგორც ძემ, მან სიყვარულით უპასუხა დედას, ხოლო როგორც კაცობრიობის მეუფემ და მხსნელმა, მან დამოძღვრა მშობელი, რომ მომზადებულიყო მასში იმ საქმეთა აღმსრულებლის დასანახად, რისთვისაც ზეციურმა მამამ მოავლინა, მაგრამ მან დედის და მამობილის მორჩილებისგან თავი არ გაითავისუფლა და ნაზარეთში მათთან ერთად დაბრუნდა.

გადმოცემა არაფერს ამბობს ნაზარეთში მათ შემდგომინდელ ცხოვრებაზე, მაგრამ სახარებისეული თხრობა გვასწავლის, რომ ნაზარეთში დარბუნებული იესო მარიამის და იოსების სრულ მორჩილებაში იყო: „იესო წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთა". ამ სიტყვებით დაასრულებს თხრობას წმინდა მახარებელი იესო ქრისტეს ყრმობის შესახებ.

რამდენიმე წლის შემდეგ, სანამ მაცხოვარი სამოღვაწეოდ გამოვიდოდა, სიკვდილის ანგელოზი მოევლინა წმინდა ოჯახს: მოხუცებული იოსები მიიცვალა, დიდი ხნის ნანატრი მესია მან იესოში შეიცნო და ამ მართალმა ადამიანმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და მისი ძის სიყვარულით გარემოცულმა, მშვიდად განისვენა. გადმოცემა ამბობს, რომ ის ას ათი წლის გარდაიცვალა და გეთსიმანიის გამოქვაბულში დაკრძალეს.

ყოვლადუხრწნელი მარიამი გამოეთხოვა თავის ქვეყნიურ მფარველს და მთლიანად ზეციური მამის მფარველობას მიენდო, ის თავისი ძის მეუფების აშკარა დამყარებას ელოდა, არა მიწიერი, - არამედ მადლის და ჭეშმარიტების სულიერი მეუფებისა.

ასე შეუმჩნევლად გაიარა მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ოცდაათმა წელიწადმა.




ნანახია: 1294 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0