






















სასმელი მინერალური წყლები
ფლორა
ფაუნა
მინერალური რესურსები
წყლის რესურსები
საზღვრები
ფართობი
ტერიტორიის ფორმირება
ატმოსფერული ცირკულაცია
მზის რადიაცია
ჰავა
გეოპოლიტიკური მდებარეობა
ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
საქართველოს სამეფო
სამცხე-საათაბაგო
იმერეთის სამეფო
კახეთის სამეფო
ქართლის სამეფო
ჰერეთის სამეფო
აფხაზთა სამეფო
ტაო-კლარჯეთის სამეფო
ეგრისის სამეფო
იბერიის სამეფო
დიაოხის სამეფო
ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმიდა მოწამე ისიდორე (251)14 (27) მაისიწმიდა მოწამე ისიდორე (+251) ცხოვრობდა კურნძულ ხიოსზე. იგი წარმოშობით ალექსანდრიელი იყო. იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) მმართველობის პირველ წელს გამოსცა ბრძანება, აღეწერათ არმიაში მსახურებისთვის ვარგისი ყველა მოქალაქე. წმიდა ისიდორე მხედართმთავარ ნუმერიუსის პოლკში განამწესეს. ისიდორე ქრისტიანი იყო და თავს არიდებდა ყოველგვარ წარმართულ სანახაობას. როცა იმპერატორმა მოითხოვა, რომ ყველა მეომარს მსხვერპლშეწირვის წესი აღესრულებინა, ასისთავმა წმიდა ისიდორე ნუმერიუსთან დაასმინა. ვერც მუქარამ გაჭრა, ვერც მოფერებამ და ვერც დაპირებებმა. წმიდანმა განაცხადა, რომ მხოლოდ საუკუნო მეფის, იესუ ქრისტეს ნებას ემორჩილება და არასოდეს განუდგება მას. მხედართმთავრის ბრძანებით წმიდანს ენა მოაგლიჯეს, მაგრამ ღვთის ნებით წმიდა ისიდორე ბრძანების აღსრულების შემდეგაც განაგრძობდა ღვთის დიდებას. ამ სასწაულით ზარდაცემული ნუმერიუსი მიწაზე დაეცა უგონოდ და თავად დაკარგა მეტყველების უნარი. ჯარისკაცების დახმარებით წამომდგარმა მხედართმთავარმა ფურცელზე წააწერა განაჩენი - თავის მოკვეთა. წმიდა ისიდორე სიხარულით შეხვდა სასიკვდილო განაჩენს და ღმერთს მადლობა შესწირა. გვამი უპატრონოდ დააგდეს, მაგრამ წმიდანის მეგობარმა, ფარულმა ქრისტიანმა ამონამ პატივით მიაბარა იგი მიწას. მოგვიანებით თვითონ ამონაც მოწამეობრივად აღესრულა. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+36
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |


კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |
![]() ![]() ![]() | ![]() | ![]() ![]() ![]() |