- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ღირსი იული ხუცესი და იულიანე დიაკონი (V)21 (04.07) ივნისიღირსი იული ხუცესი და იულიანე დიაკონი ღვიძლი ძმები იყვნენ. კეთილმსახური ცხოვრებისათვის იული მღვდლად აკურთხეს, მისი ძმა კი - დიაკვნად. ქრისტიანული სარწმუნოების ფართოდ გავრცელების გულწრფელი სურვილით ანთებული მირმიდონიელი ძმები რომის იმპერიის აღმოსავლეთისა და დასავლეთის მივარდნილ ადგილებში ქადაგებდნენ. აქ ჯერ კიდევ მრავლად იყო საკერპოები და უხვი მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა. ნეტარმა იულიმ და იულიანემ ბევრი წარმართი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე მადლმოსილი სიტყვითა და ღვთივმოვლენილი სასწაულებით. კონსტანტინეპოლში ჩასულებმა იმპერატორ თეოდოსი უმცროსს (408-450) გამოსთხოვეს ნებართვა, საკერპოების ადგილებზე ქრისტიანული ტაძრები აეგოთ. პატრიარქის კურთხევითა და იმპერატორის ნებართვით, წმიდანებმა მრავალი ეკლესია ააშენეს. როცა წმიდა იულიმ აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მეასე, უკანასკნელი ტაძრის საშენებელი ადგილის საძებრად გაეშურა. მუკოროსის ტბის ნაპირს მიახლებულმა, მის შუაგულში შენიშნა ლამაზი კუნძული, რომელსაც თურმე ვერავინ ეკარებოდა მასზე დაბუდებული გველების სიმრავლის გამო. ღირსმა მამამ გადაწყვიტა, აქ აეგო ტაძარი. იგი გაშლილ მანტიაზე შემდგარი მიცურდა ჭალაკთან და ნაპირზე ჯვარი აღმართა; შემდეგ ყველა გველს უბრძანა, ერთად შეკრებილიყვნენ და კუნძულიდან წასულიყვნენ - აქაურობა ღვთის სახლისა და უფლის მონებისათვის დაეთმოთ. წმიდა იულიმ კუნძულზე თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარი დააფუძნა. ამ დროს მისმა ძმამ, იულიანემ, ქალაქ გავდიანის მახლობლად დაამთავრა ეკლესიის მშენებლობა, იქვე გარდაიცვალა და დამარხეს მის მიერ წინასწარ გამზადებულ საფლავში. ღირსი იული კუნძულზე გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს მის მიერ აგებულ თორმეტ მოციქულთა სახელობის ტაძარში. მის საფლავთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. ნეტარი ძმები V საუკუნის I ნახევარში შეერთნენ ზეციურ ეკლესიას. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+33
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |