მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ფერისცვალება
ნიკოლოზ ცხვედაძის დასაფლავებაზე

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ღირსი კოზმან ხუცეს-მონაზონი, მწიგნობართუხუცესი, მრავალმთას სპარსთაგან მოკლული

ღირსი კოზმან ხუცეს-მონაზონი, მწიგნობართუხუცესი,
მრავალმთას სპარსთაგან მოკლული (+1630)

18 (31) ივლისი

ღირსი კოზმან ხუცეს-მონაზონი დაიბადა დაახ. 1590 წლებში. ღრმად განათლებული და წმიდანი მონაზვნად აღიკვეცა და მოღვაწეობდა დავით გარეჯის ცნობილ მონასტერში.

ღირსი დავით გარეჯელის მიერ დაარსებული სამონასტრო კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იყო სრულიად საქართველოსთვის სულიერი და კულტურული ცხოვრების ცენტრი.

საქართველოს სამეფო კარი ყოველთვის ანგარიშს უწევდა გარეჯელ მამათა აზრს.

გარეჯის უდაბნო უმნიშვნელოვანესი მწიგნობრულ-ლიტერატურული კერა იყო. აქ იქმნებოდა ორიგინალური სასულიერო ხასიათის თხზულებები, მრავლდებოდა ძველი ქართული ხელნაწერები, მზადდებოდა ახალი.

გარეჯელი მოღვაწეები ადგენდნენ ორიგინალური აგიოგრაფიული ძეგლებისა და ასკეტიკურ-ჰომილეტიკური თხზულებების კრებულებს, ეხმარებოდნენ სხვა მონასტრებთან არსებულ ლიტერატურულ სკოლებს.

აქ უმოღვაწია წმიდა კოზმან ხუცეს-მონაზონს. ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ არ შემონახულა. ანტონ კათოლიკოსი გადმოგვცემს, რომ კოზმანი იყო კაცი უმანკო, წრფელი, კეთილმწიგნობარი, შუენიერი მეფსალმუნე, „სიბრძნით გამომთქმელ, წერილთ ჯეროვან ავქსონ", თან ამბობს, ჩემს სიყმაწვილეში მინახავს, დედაჩემთან სტუმრად მოსულიო.

წმიდა კოზმანს დაუწერია „შესხმა ქეთევან დედოფლისა", რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.

პლატონ იოსელიანის ცნობით, კოზმან ხუცეს-მონაზონი შეუპყრიათ უდაბნოს დასარბევად მოსულ ლეკებს და უწამებიათ (+1630).

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ.




ნანახია: 897 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0