მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



უმოქმედო ეკლესიების მოვლა-პატრონობა დღეს ღვთისათვის ყველაზე დიდი შესაწირია
სიტყვა კვირიაკესა შემდგომად ნათლის-ღებისა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ღირსი კონონი, პენტიკულის იღუმენი

ღირსი კონონი, პენტიკულის იღუმენი (+დაახლ. 555)

19 (03.03) თებერვალი

ღირსი კონონი კილიკიაში დაიბადა. ის ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა მდინარე იორდანის ნაპირას მდებარე პენტუკლის მონასტერში და იქვე ეკურთხა მღვდლად. იერუსალიმის მთავარეპისკოპოსმა პეტრემ შეიტყო მკაცრი მოღვაწის შესახებ და ხალხს აგზავნიდა ხოლმე მასთან ნათლისღებისთვის. ღირსი კონონი ნათლავდა მომსვლელებს და მირონს სცხებდა მათ, მაგრამ ქალების მონათვლას ერიდებოდა და თავს იკავებდა. წმიდა მამას იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და აღუთქვა, რომ ცდუნებებთან ბრძოლაში ლოცვებით შეეწეოდა.

ერთხელ სპარსეთიდან მოსანათლად მოვიდა მომხიბლავი ასული, ღირს კონონს ვნება მოეძალა, ვერ შეძლო ნათლისღების საიდუმლოს ჩატარება. მოსაგრემ გადაწყვიტა, დაეტოვებინა სავანე, მაგრამ გზად კვლავ გამოეცხადა იოანე ნათლისმცემელი და უთხრა: „დაბრუნდი შენს მონასტერში, მე დაგეხმარები ცდუნებათაგან განთავისუფლებაში". ღირსი კონონი შეეცადა შეპასუხებოდა, ეუბნებოდა, ადრეც ხომ იგივე აღმიქვიო. მაშინ წმიდა იოანემ ჯვარი გადასახა მოსაგრეს და თქვა: „ჯილდოვდები ვნებებთან ბრძოლისათვის". მან ურჩია კონონს სავანეს დაბრუნებოდა და არაფერში დაეჭვებულიყო. წმიდა მამა დაემორჩილა უფლის წინამორბედს და დაუბრკოლებლად მონათლა სპარსი ასული. ამის შემდეგ წმიდა მოსაგრემ კიდევ 20 წელი იცხოვრა სავანეში და 555 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი I, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 917 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0