- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმიდა მოწამე ლუკია (+304)13 (26) დეკემბერიწმიდა მოწამე ლუკია ქალაქ სირაკუზაში ცხოვრობდა - სიცილიის კუნძულზე, იტალიის მახლობლად. ერთხელ იგი თავის სნეულ დედასთან - ევტიქიასთან ერთად ქალაქ კატანში ჩავიდა წმიდა მოწამე აღათიას ნაწილთა თაყვანსაცემად. მსახურების დროს ხუცესმა ნეტარი მოწამის ლუსკუმასთან წაიკითხა სახარება დედაკაცზე, რომელიც რწმენით შეეხო მაცხოვრის სამოსლის კიდეს და განიკურნა. ლუკიამ ევტიქიას უთხრა: „დედა, თუ გჯერა, რაც იკითხება, ისიც გწამდეს, რომ ქრისტეს სახელისათვის აღსრულებული აღათია დღეს მის წინაშე დგას ცათა შინა. სარწმუნოებით შეეხე მის საფლავს და განიკურნები". ღვთისმსახურების დამთავრების შემდეგ დედა და შვილი მოწამის ლუსკუმის წინაშე დიდხანს ლოცულობდნენ. ბოლოს ლუკიას ჩასთვლიმა. სიზმრისეულ ჩვენებაში ანგელოზებით გარემოცული წმიდა აღათია წარდგა მის წინაშე და უთხრა: „დაო ჩემო ლუკია, სძალო ღვთისაო! შენი სარწმუნოება შეეწია დედაშენს, და ის უკვე განიკურნა. და როგორც ჩემით განდიდდა ქალაქი კატანი, შენით სირაკუზა განდიდდება, რამეთუ შენი სიწმიდით კეთილი ჭური განუმზადე ქრისტეს!" ამის შემდეგ ლუკიამ მთლიანად უფალს მიუძღვნა თავი, უკვე დაწინდულმა, უარი თქვა გათხოვებაზე და დედაც დაიყოლია, მთელი ქონება გლახაკებისთვის დაერიგებინა. წმიდა ქალწულისგან უარყოფილი სასიძო ძალიან განაწყენდა და ქალაქის თავთან დაასმინა ნეტარი - ქრისტეს აღიარებსო. ამ დროს იმპერიას მაქსიმიანე და დიოკლეტიანე (284-305) მართავდნენ და ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ. ლუკიასაც სამსჯავროზე მოუხმეს. გამგებელმა ნეტარის წამება ბრძანა. უფალმა ისურვა, სასწაულით განედიდებინა თავისი რჩეული: როცა ლუკიას დასასჯელად წაყვანა დააპირეს, მისი სხეული ისე დამძიმდა, რომ მრავალი უსჯულო ამაოდ ცდილობდა ადგილიდან მის დაძვრას. მაშინ წმიდანი რამდენიმე წყვილ ხარს მიაბეს ბაწრებით, მაგრამ იგი კვლავ მტკიცედ იდგა და ხალხს ქრისტეს უქადაგებდა. მაშინ ქალაქის თავმა ბრძანა, ცეცხლი შემოენთოთ მოწამისათვის. ლუკია არც ახლა განძრეულა. მან წარბშეუხრელად მიმართა მტარვალს: „მე უფალ იესო ქრისტეს ვევედრე, რომ ცეცხლს არ ჰქონოდა ჩემზე ხელმწიფება. მე ჩემი წამების გახანგრძლივება ვითხოვე, რომ მორწმუნეები სატანჯველების შიშისაგან დამეხსნა, უსჯულოთათვის კი ქრისტიანთა გინების ნება არ მიმეცა". მაშინ ერთმა წარმართმა წმიდა მოწამეს ხორხში მახვილი ჩასცა, მაგრამ იგი, ქრისტესგან განმტკიცებული, განაგრძობდა ხალხთან საუბარს, წინასწარმეტყველებდა ქრისტიანთა დევნის დასრულებას და სირაკუზელებს აღუთქვა, რომ მათი ქალაქის მფარველი იქნებოდა. მარტვილის წმიდა ცხედარი მისი წამების ადგილზევე დაკრძალეს. შემდგომში აქ წმიდა სამების სახელობის ტაძარი აიგო. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ. | |
მომწონს
+40
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |