მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ეკლესია მხოლოდ გაერთიანებისათვის ზრუნავს
ნაცვლად ქადაგებისა ლოცვა თქმული დიდ პარასკევს ჯვარცმის გარდამოხსნაზე

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი

ხატის დღესასწაული ახალი სტილით 25 თებერვალს აღინიშნება

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ისტორია მეცხრე საუკუნიდან, იმპერატორ თეოფილეს მეფობიდან იღებს სათავეს, როდესაც ხატმებრძოლეობის პერიოდი მძვინვარებდა.

ივერიის ღვთისმშობელი ბიზანტიის კეისრის ჯარისკაცებმა და ქვეშევრდომებმა ხატების დევნა დაიწყეს. მეფის ბრძანებით, ყველა ქალაქსა და სოფელში მხედრები გაგზავნეს გადამალული ხატების მოსაძებნად და გასანადგურებლად. სასტიკად აოხრებდნენ ქრისტიანთა სახლებს, აწამებდნენ და კლავდნენ მართლმადიდებლებს, არბევდნენ სიწმინდეებს, ხატებს.ამ დროს ქალაქ ნიკეაში ერთი ქვრივი დედაკაცი ცხოვრობდა ვაჟთან ერთად. მას ჰქონდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომლის მიმართაც უდიდეს სასოებას განიცდიდა. მეფის გაგზავნილმა ხალხმა ეს ხატი იპოვა. ერთ–ერთმა მათგანმა მას მახვილი აძგერა. ხატიდან სისხლმა იფეთქა. თავზარდაცემული მხედარი, გადმოცემის მიხედვით, მოინათლა და შემდგომ ბერად აღიკვეცა. დანარჩენ მხედრებს ქვრივი შეევედრა და ფულსაც დაჰპირდა, ოღონდ მეორე დღემდე მოეცადათ. მთელი ღამე ილოცა ქვრივმა ღვთისმშობლის ხატის წინაშე. შემდეგ ზღვის პირას წაიღო. იქ მიწაზე დაემხო და სთხოვა ღვთისმშობელს, ეხსნა იგი მეფის რისხვისაგან, ხოლო თავისი წმინდა ხატი – ზღვაში დანთქმისგან. ემთხვია ხატს და ზღვაში შეაცურა. დიდად გაახარა იმის დანახვამ, რომ ის წყალზე კი არ დაეცა, არამედ ტალღებზე პირდაპირ აღიმართა და დასავლეთისკენ გაცურა.

ღვთისმოსავმა ქვრივმა მადლობა შესწირა წმიდა ქალწულს და შვილს შეევედრა, გაქცეულიყო ბერძენთა ქვეყანაში. ვაჟმა მორჩილად შეისმინა დედის თხოვნა, ღვთის ნებით ბერად აღიკვეცა და ათონის მთის იმ ადგილას დამკვიდრდა, სადაც შემდგომში ივერთა ქართული მონასტერი დაარსდა. სწორედ მისგან შეიტყვეს ამ წმიდა მთის ბინადრებმა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ისტორია.

მას შემდგომ დიდი დრო გავიდა. ღვთის განგებით, ზღვამ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ათონის მთასთან მიაცურა. ერთხელ შეღამებისას ათონის ივერონის მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს, რომლის წვერიც ცას იყო მიწვდენილი. ხილვა რამდენიმე დღისა და ღამის განმავლობაში მეორდებოდა. სხვადასხვა მონასტრიდან მეუდაბნოეებმა სანაპიროს მიაშურეს და დაინახეს, რომ სვეტი წყალზეაღმართულ ღვთისმშობლის ხატს ედგა და რაც უფრო უახლოვდებოდნენ, უფრო მეტად შორდებოდა ნაპირს. ივერიის მონასტრის ბერები ტაძარში შეგროვდნენ და ცრემლით ევედრებოდნენ ღმერთს, რომ სასწაულებრივად მოვლენილი ხატი მათთვის მიეძღვნა. ამ დროისთვის ივერიის სავანეში იმყოფებოდა ღვთისმოსავი ქართველი ბერი გაბრიელი, რომელიც ცხოვრობდა "ვითარცა მიწისა ანგელოსი და ზეცისა კაცი”.

ზაფხულობით მიუვალ კლდეებში მკვიდრობდა, ზამთრობით კი – მონასტერში. მხოლოდ წყლითა და ბალახებით იკვებებოდა.ღვთისმშობელი სხვა საზრდელს პირს არ აკარებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სწორედ ამ წმიდა ბერს გამოეცხადა და უთხრა: "შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და მაშინ ყველა იხილავს ჩემს სიყვარულსა და წყალობას თქვენი სავანისადმი.” გაბრიელი მართლაც ჩავიდა ზღვაში, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე, ისე გაიარა და წმიდა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა. იმ ადგილას, სადაც პირველად ხატი დაასვენეს, ცივმა და საამო წყარომ ამოჩქეფა, რომელიც დღემდე მოედინება. შემდეგ ხატი ეკლესიაში, საკურთხეველში დააბრძანეს. მეორე დილით იგი იქ აღარ დახვდათ. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ხატი კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს. ბერებმა დიდი მოწიწებით ისევ საკურთხეველში დაასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ისევ გამოეცხადა გაბრიელ ბერს და უთხრა: "მნებავს, რომ არა თქვენ მიცავდეთ მე, არამედ მე გიფარავდეთ თქვენ არა მხოლოდ ამქვეყნად, არამედ სამუდამოდ და სანამ ჩემი ხატი ამ სავანეში იქნება, არ მოგაკლდებათ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა იესო ქრისტესიო”. მონასტრის მკვიდრნი დიდი სიხარულით აღივსნენ. მას შემდეგ ხატი ღმრთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც იწოდება "პორტაიტისად”, ანუ "კარიბჭის მცველად”.

ღმრთისმშობელმა ივერთა სავანე აირჩია თავის სამყოფელად და ამიტომ ხატს "ივერიის ღმრთისმშობელსაც” უწოდებენ. ხატის წინ ანთია დიდი, მოოქროვილი ვერცხლის 12 უქრობი კანდელი. ტაძრის მოვლა-პატრონობა და ხატის მსახურება ევალება მღვდელ-მონაზონს, რომელსაც ირჩევს მთელი საძმო. ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ქაიხოსრო ჯაყელისა და სამცხის ეპისკოპოსის ამბროსის ღვაწლით ქართველ ოსტატს მოუჭედავს. ხატის პერანგის ქვედა ნაწილზე შემდეგი წარწერაა ქართულ ენაზე:

ჰოჲ, დედუფალო, დედაო კაცთ მოყვარისა ღმრთისაო, ყოვლად უბიწოო ქალწულო მარიამ! შეიწყალე სული პატრონისა ჩემისა, დიდისა ყვარყვარეს შვილისა ქაიხოსროსი და მე, მონა შენი და ყოვლითურთ უღონო ქმნილი, საბრალო ამბროსი გმადლობ, რომელმან ღირს-მყავ უღირსი ესე მოჭედასა და შემკობასა წმიდისა ხატისა შენისა პორტაიტისა (კარისა). აჰა, დედუფალო, შეიწირე მცირე ესე, ჩემ ცოდვილისა მიერ კადრებული და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა უცოდველად და, ჟამსა საწყალობლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, შემეწიე და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი, და წარმადგინე ცოდვილი საყდართა მისსა და ღმრთისა შენისათა დიდებად ძისა შენისა და თანადაუსაბამოჲსა მამისა მისისა და ყოვლად წმიდისა სულისა მისისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ივერიის ხატი 27 აპრილს გამოჩნდა და დღესასწაული ათონზე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათსაა დადგენილი. ამ დროს წმიდა ხატით ლიტანია იმართება ზღვის სანაპიროზე, სადაც განდეგილმა ბერმა გაბრიელმა გამოაბრძანა იგი და ლიტურგია აღესრულება.




ნანახია: 1253 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (2)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 1
makaxvicha31 2013-03-03 12:18 PM
ჩემი მეუღლე ათონის წმინდა მთაზე უკვე მეხუთე წელია რაც მუშაობს,(ზოგრაფოს მონასტერში)მაგრამ ივერონში ხშირად გადადის მოსალოცად, 2 წლის უკან ბრწყინვალე შვიდეულის სამსაბათს, როცა ხატი გამოაბრძანეს მას ხვდა წილად ბედნიერება 7-8 წუთის განმავლობაში ხელით ეტარებინა ივერიის ღვთისმშობელი.ეს დიდი სიხარული და დიდი მადლია ჩვენი ოჯახისთვის,ბედნიერი ვარ იმითაც,რომ უფალმა ღირსი გახადა ჩემი მეუღლე ასეთ წმინდა ადგილზე ფეხის დადგმის.დიდება უფალს