- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმიდა მარტინე მოწყალე, ტურელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 400)12 (25) ოქტომბერიწმიდა მარტინე მოწყალე, ტურელი ეპისკოპოსი პანონიის ქალაქ საბერიაში დაიბადა. ბერად აღკვეცამდე იგი მხედართუფროსად მსახურობდა იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ლაშქარში. როცა იმპერიას ბარბაროსები დაესხნენ თავს, იგი თავისი რაზმით ქალაქიდან გავიდა მათთან საბრძოლველად; გზად გლახაკს გადაეყარა, შეებრალა და საკუთარი სამოსელი უბოძა. ღამით მარტინეს უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და მტერზე გამარჯვება აღუთქვა. იმპერატორი ზეიმით შეხვდა გამარჯვებულს და შესთავაზა, სამადლობელი მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. მარტინემ კი მიუგო: მე მსურს მსხვერპლი შევწირო ქრისტეს, ვისი მეოხებითაც გავიმარჯვე, და ბერად შევდგეო. წმიდა მამა მძიმე მონაზვნურ ღვაწლს შეუდგა და რამდენიმე წლის შემდეგ პუატიედან რვა ვერსის დაშორებით დააარსა ლიგუჟეს სავანე, რომელიც მალე საფრანგეთის ბერმონაზვნობის კერა შეიქნა. წმიდა ცხოვრებისათვის მარტინე საკუთარი ნების წინააღმდეგ ტურის (საფრანგეთში) ეპისკოპოსად აკურთხეს. ნეტარი მღვდელმთავარი სიმდაბლის, მოთმინების და სიმშვიდის მაგალითს აძლევდა ყველას. მან ერთი მივარდნილი და უკაცრიელი ადგილი აირჩია სამოღვაწეოდ, სადაც დააარსა სავანე (შემდგომში სახელგანთქმული მამურტიეს მონასტერი). იგი მიმოდიოდა მეზობელ ქვეყნებში, ქადაგებდა მართლმადიდებლობას და თავის სწავლებას სასწაულებით განამტკიცებდა. ყოველივე ამასთან ერთად ნეტარი მამა საოცრად გულმოწყალეც იყო. სიყვარულისა და ქველმოქმედებისთვის უწოდეს მას „მოწყალე". საკვირველთქმედებისა და წინასწარმეტყველების ნიჭმომადლებული მღვდელმთავარი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 400 წელს, ოთხმოცი წლის ასაკში. საკუთარი მიცვალების დღე მან წინასწარ განჭვრიტა. ღირსი მამის ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულა. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ. | |
მომწონს
+23
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |