მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ქრისტეს მხედარი
ადამიანის დანიშნულება

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

წმიდა მეთოდე კონსტანტინეპოლელი პატრიარქი

წმიდა მეთოდე კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+847)

14 (27) ივნისი

წმიდა მეთოდე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი მდიდარი სიცილიელების ვაჟი იყო. ღვთის ნებით, მან ჯერ ისევ ახალგაზრდამ, კუნძულ ქიოსზე მდებარე მონასტერს მიაშურა და საკუთარი სახსრებით განაახლა იგი. ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) მეფობაში, ნიკიფორე პატრიარქის (ხს. 2 ივნისს) მღვდელმთავრობისას მეთოდეს იმპერატორის კარზე მაღალი თანამდებობა ეკავა. ერთხელ პატრიარქმა იგი რომში გაგზავნა, პაპთან შესახვედრად. წმიდანს მობრუნება დაუგვიანდა, ამასობაში კი იმპერატორმა ნიკიფორე ტახტიდან ჩამოაგდო და მწყემსმთავრად ხატმბრძოლი თეოდოტე მილისინელი (815-822) დაადგინა. ლეონ სომეხის სიკვდილის შემდეგ მეთოდე დაბრუნდა კონსტანტინეპოლში და ხუცესის ხარისხში დაუცხრომლად იბრძოდა მწვალებელთა წინააღმდეგ. იმპერატორი მოჩვენებითი კეთილგანწყობით ეპყრობოდა ქრისტიანებს, თავისი წინამორბედის მიერ დატუსაღებული მრავალი ხატთაყვანისმცემელიც გაანთავისუფლა, მაგრამ მალე ჭეშმარიტი ბუნება გამოავლინა და განაახლა მართლმადიდებელთა დევნა. წმიდა მეთოდეც აკრიტის საპყრობილეში გამოამწყვდიეს. მიხეილ ენაბრგვნილის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი, თეოფილე (829-842) ავიდა. მამასთან შედარებით განათლებულმა შვილმა გაანთავისუფლა მეთოდე, როგორც განსწავლული ადამიანი, რომელიც ბრწყინვალედ ერკვეოდა როგორც საეკლესიო, ისე საერო საქმეებში. სამშვიდობოს გამოსულმა მამამ კვლავ დაიწყო ერეტიკოსთა წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც იმპერატორი გარკვეული ხნის მანძილზე ითმენდა.

ბოლოს, არაბებთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, თეოფილემ წმიდა მეთოდეს რისხვა დაატეხა თავს, ის ამტკიცებდა, „კერპთაყვანისმცემლის" (ასე უწოდებდნენ მწვალებლები ხატთაყვანისმცემლებს) დაახლოებისთვის დამსაჯაო ღმერთმა. გამხეცებულმა უსჯულომ საშინლად აწამა ნეტარი აღმსარებელი. მას დაუნდობლად სცემდნენ, ყბები ჩაუმსხვრიეს, სახეზე კი ამაზრზენი ჭრილობა დაუტოვეს. შემდეგ წმიდა მეთოდე კუნძულ ატიგონზე გადაასახლეს და ორ ავაზაკთან ერთად ღრმა გამოქვაბულში გამოამწყვდიეს. ამ ბნელ მღვიმეში, სადაც მზის სხივიც კი ვერ აღწევდა, 7 წელი, იმპერატორ თეოფილეს აღსასრულამდე, იტანჯებოდა ნეტარი მამა.

თეოფილეს შემდეგ მისი ძე, მიხეილ III (842-867) გამეფდა, მაგრამ ტახტის მემკვიდრის არასრულწლოვანების გამო ქვეყანას, ფაქტიურად, მისი დედა, ხატთაყვანისმცემელი დედოფალი თეოდორა განაგებდა. მან გაანთავისუფლა მართლმადიდებლობის დაცვისთვის დატყვევებული ქრისტიანები, განდევნა ერეტიკოსი პატრიარქი ანიუსი, მის ნაცვლად კი წმიდა მეთოდე აირჩიეს. 842 წელს, კონსტანტინეპოლში მეთოდეს თავმჯდომარეობით მოწვეულ იქნა ადგილობრივი კრება, რომელმაც აღადგინა ხატთა თაყვანისცემა და დაადგინა, ყოველწლიურად აღენიშნათ მართლმადიდებლობის ზეიმი. ეს დღესასწაული ნეტარი მამის მიერ შედგენილი წეს-განგებით აღესრულებდა დიდმარხვის პირველ კვირიაკეს.

ღირსი მეთოდეს ცხოვრების უკანასკნელმა წლებმა მშვიდად ჩაიარა. ის ბევრს იღვწოდა ერეტიკოსთაგან დანგრეული ტაძრების აღსადგენადა და წმიდა ხატებს. ბოლოს, 846 წელს, წმიდა მამამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 862 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0