მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა თქმული ქუთაისის სობოროში, დღესა სულის წმიდის მოფენისასა
ჩადენილი ცოდვები მთელ ერს აწევს მხრებზე და პატიებაც მთელმა ერმა უნდა სთხოვოს უფალს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

წმიდა მოწამენი: მინა, ერმოგენი და ევგრაფი

წმიდა მოწამენი: მინა, ერმოგენი და ევგრაფი (+დაახლ. 313)

10 (23) დეკემბერი

წმიდა მოწამენი: მინა, ერმოგენი და ევგრაფი IV საუკუნეში ეწამნენ ქრისტესთვის. მოციქულთასწორმა კონსტანტინემ (306-337) რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილში მართლმადიდებლობა განამტკიცა, მაგრამ აღმოსავლეთში წმიდა ეკლესია კიდევ დიდხანს იდევნებოდა. მოშურნე წარმართი - იმპერატორი მაქსიმიანე გალერიუსი (305-311) ცდილობდა, მის განმგებლობაში მყოფ ყველა ოლქში ძირფესვიანად ამოეძირკვა ქრისტიანობა. ამ მიზნით მან ალექსანდრიაში წარჩინებული კარისკაცი - მინა გაგზავნა. მინა მაცხოვრის მსასოებელი იყო, მაგრამ თავის სარწმუნოებას ფარულად იმარხავდა.

ალექსანდრიაში ჩასულმა წმიდანმა აშკარად აღიარა ქრისტე და წარმართთა შორის მართლმადიდებლობის ქადაგება დაიწყო. ამასთან ლოცვითა და ცხოველმყოფელი ჯვრის ნიშით იგი მრავალ სასწაულებრივ კურნებას აღასრულებდა. როცა იმპერატორმა მაქსიმიანემ თავისი კარისკაცის მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, საშინლად განრისხდა. ამჯერად მან სხვა დიდებული - ერმოგენი გაგზავნა ალექსანდრიაში და დაავალა, წარმართობაზე მოექცია, ან დაეხოცა მინა და სხვა ქრისტიანები.

სამსჯავროზე მინამ ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მაშინ ერმოგენის ბრძანებით მას ფეხები მოჰკვეთეს, თვალები დათხარეს, ენა ამოგლიჯეს და, სულთმობრძავი, საპყრობილეში ჩააგდეს. ღამით ნეტარ მოწამეს იესო ქრისტე გამოეცხადა და ხორციელ წყლულებათაგან განკურნა. ამასობაში ერმოგენი, რომელიც ბუნებით კეთილი ადამიანი იყო, სინანულში ჩავარდა თავისი სისასტიკის გამო. მან დილით წმიდა მინა სრულიად განკურნებული რომ იხილა, გაოცებამ და სიხარულმა მოიცვა და ირწმუნა ქრისტე. მასთან ერთად მრავალმა ალექსანდრიელმა აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და ნათელიღო.

რამდენიმე დღეში ერმოგენი ალექსანდრიის ეპისკოპოსად დაადგინეს. მან მთელი ქონება გლახაკებს განუყო, მოკლე ხანში შემუსრა მთელი ქალაქის საკერპოები, მათ ნაცვლად ეკლესიები ააგო და ქრისტიანობაზე მოქცეული ბევრი წარმართი მონათლა. უფლის სახელის მოხმობითა და ჯვრის ნიშით ნეტარი ყოველგვარ სნეულებას კურნავდა და ეშმაკებს განასხამდა.

იმპერატორი მაქსიმიანე თავად ჩავიდა ალექსანდრიაში ათი ათასიანი მხედრობით. იმპერატორის ბრძანებით ერმოგენს ხელ-ფეხი მოჰკვეთეს. მოჭრილი ასოები სახალხოდ ცეცხლში დაწვეს, თავად წმიდანი კი მახვილით განგმირეს და მდინარეში მოისროლეს. ჯალათებმა მინაც სიკვდილის პირას მიიყვანეს წამებით, მაგრამ უფალმა ორივე მოწამე სასწაულებრივ განკურნა: დილით უფლის რჩეულები ქალაქის მოედანზე თავმოყრილი ხალხის წინაშე გამოცხადდნენ: „ჭეშმარიტად დიდ არს ღმერთი - ღმერთი ქრისტიანეთა!" - ყვიროდა ამ სასწაულით გაოცებული ხალხი.

ერთმა ქრისტიანმა ჭაბუკმა, ევგრაფმა პირჯვარი გადაისახა და ახოვნად აღიარა იესო ქრისტე. მეფე გამძვინვარდა, ნეტარი მარტვილი მახვილით აჩეხა, შემდეგ კი ბრძანა, ერმოგენისა და მინასთვის თავები მოეკვეთათ. წმიდა მოწამეთა ნეტარი სულები სასუფეველს შეერთვნენ.

მაქსიმიანეს სურდა, უფლის რჩეულთა ცხედრები ზღვაში დაენთქა, მაგრამ რკინის ლუსკუმა წმიდა ნაწილებითურთ წყალში არ ჩაიძირა. ბიზანტიონის ნაპირებთან მიცურებული სიწმიდე ეპისკოპოსმა ნაპირზე გადმოაბრძანა და ქალაქის კედლებთან დაფლა. იმპერატორმა იუსტინიანემ წმიდა მინა ალექსანდრიელის სახელობის ტაძარი ააგო, წმიდა იოსებ ტკბილადმგალობელმა (ხს. 4 აპრილს) კი წმიდა მარტვილთა სადიდებელი კანონი შექმნა.

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ.




ნანახია: 818 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0