- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+326)4 (17) ივნისიწმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+325-326) მოღვაწეობდა კონსტანტინე დიდის (306-337) დროს. მისი მამა, დომენტი რომის იმპერატორის პრობის (276-282) ღვიძლი ძმა იყო. დომენტიმ შეიცნო წარმართული რელიგიის უძლურება და ირწმუნა ქრისტე. ამ დროს რომში ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო და წმიდანი თავის ორ ვაჟთან - პრობსა და მიტროფანესთან ერთად ბიზანტიაში გაიხიზნა, სადაც სიწმიდით გამორჩეული ეპისკოპოსის ტიტეს (242-272) ხელმძღვანელობით დაიწყო წმიდა წერილის შესწავლა. ტიტემ, რომელიც ხედავდა თავისი მოწაფის საღვთო მოშურნეობასა და უფლის სადიდებლად მოღვაწეობის დაუცხრომელ სურვილს, მღვდლად დაასხა მას ხელი. ტიტეს სიკვდილის შემდეგ მღვდელმთავრის კვერთხი დომენტის გადასცეს (272-303), ამ უკანასკნელს კი საეპისკოპოსო ტახტზე მისი ვაჟები შეენაცვლნენ: ჯერ პრობი (303-315), შემდეგ კი - მიტროფანე (316 წელს). ერთხელ ბიზანტიაში ჩასული იმპერატორი კონსტანტინე აღტაცებაში მოვიდა ქალაქის მშვენიერებითა და მოხერხებული ადგილმდებარეობით. მან იხილა სიბრძნით გაბრწყინებული მიტროფანეს წმიდა ცხოვრებაც და თან წაიყვანა იგი რომში. მალე კონსტანტინე დიდმა იმპერიის დედაქალაქი ბიზანტიონში გადაიტანა და წმიდა მამაც დააბრუნა აწ უკვე სამეფო ქალაქში. 325 წელს არიოზის ერესის უარსაყოფად ნიკეაში შედგა I მსოფლიო საეკლესიო კრება. წმიდა იმპერატორმა კრების წმიდა მამებს შესთავაზა, პატრიარქად წმიდა მიტროფანე აერჩიათ და, ამგვარად, იგი შეიქნა კონსტანტინეპოლის პირველი პატრიარქი. უკვე ღრმად მოხუცი წმიდანი ვერ ესწრებოდა კრებას და თავის ნაცვლად ქორეპისკოპოსი ალექსანდრე გაგზავნა. კრების დამთავრების შემდეგ იმპერატორმა წმიდა მამებთან ერთად მოინახულა ავადმყოფი პატრიარქი კონსტანტინე დიდის თხოვნით მან დაასახელა თავისი ღირსეული მემკვიდრე - ეპისკოპოსი ალექსანდრე და იწინასწარმეტყველა, რომ ამ უკანასკნელის შემდეგ ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდებოდა პავლე, რომელიც იმჟამად მედავითნედ მსახურობდა. პავლეს შემდეგ კი პატრიარქის ტახტს არქიდიაკონი ათანასე დაიკავებდა. წმიდა მიტროფანე გარდაიცვალა დაახლოებით 326 წელს, 117 წლის ასაკში. მისი უხრწნელი ნაწილები განისვენებს კონსტანტინეპოლში, მისივე სახელობის ტაძარში. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+31
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |