მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



გიხაროდენ მიმადლებულო
ეს ცხოვრება მხოლოდ მზადებაა იმ დიდი ცხოვრებისათვის

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

მღვდელმოწამე მოკი

მღვდელმოწამე მოკი (III-IV)

 11 (24) მაისი

მღვდელმოწამე მოკი (+295) ცხოვრობდა მაკედონიაში, ქალაქ ამფიპოლში. იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს წმიდანი წარმართული ღმერთის, დიონისეს დღესასწაულზე შეკრებილ კერპთაყვანისმცემლებს მოუწოდებდა, თავი დაენებებინათ უსჯულოებისა და ბიწიერებისთვის, შეენანებინათ, ქრისტეს სწავლებისკენ მოქცეულიყვნენ და წმიდა ნათლისღების საიდუმლო მიეღოთ. წმიდა მოკი შეიპყრეს და მმართველ ლაოდიკს მიუყვანეს სამსჯავროზე. წმიდანმა საჯაროდ აღიარა თავისი სარწმუნოება და თქვა: „ქრისტესთვის სიკვდილი უდიდესი პატივია ჩემთვის". წმიდა მოკი სასტიკად აწამეს. იგი მშვიდად ითმენდა ყოველივეს და თან კერპთაყვანისმცემლებს უსჯულოებაში ამხელდა. დიონისეს სამსხვერპლოზე მიყვანილმა წმიდანმა მოკიმ იესო ქრისტეს სახელით შემუსრა კერპი. ამის შემდეგ წმიდანი გახურებულ ღუმელში შეაგდეს. უფალმა უვნებლად დაიცვა წმიდა ხუცესი. ღუმელიდან გამოვარდნილმა ალმა კი მმართველი დაწვა. ახალმა მმართველმა კვლავ აწამა წმიდანი, ღვთის ნებით მღვდელმსახურმა ეს სატანჯველიც მშვიდად დაითმინა. მაშინ მტარვალებმა წმიდანი გარეულ მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ლომები მის ფეხებთან გაწვნენ. ამ სასწაულის მხილველმა ხალხმა მოწამის განთავისუფლება მოითხოვა. მმართველის განკარგულებით მოკი ჯერ პერინთოში წაიყვანეს, იქიდან კი ბიზანტიაში, სადაც სიკვდილით დასაჯეს. სიკვდილის წინ იგი მადლობდა უფალს იმისთვის, რომ განსაცდელის ბოლომდე დათმენის ძალა მისცა. „უფალო, მიიღე სული ჩემი მშვიდობით", - იყო წმიდანის უკანასკნელი სიტყვები. წმიდა მოკი გარდაიცვალა 295 წელს. მოგვიანებით კონსტანტინე დიდმა მოკის წმიდა ნაწილები მისი სახელობის ტაძარში გადაასვენა.

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 886 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0