მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



წმიდა ილია მართალი
მტერმაც კი მოიყარა მუხლი მის წინაშე

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

წმიდა მოწამე ორესტი მკურნალი

წმიდა მოწამე ორესტი მკურნალი (+304)

10 (23) ნოემბერი

წმიდა მოწამე ორესტი კაბადოკიის ქალაქ ტიანში ცხოვრობდა III საუკუნის დასასრულს, იმპერატორ დიოკლეტიანეს ზეობისას. იგი დახელოვნებული მკურნალი იყო.

უსჯულო იმპერატორის ბრძანებით, ქრისტიანობასთან საბრძოლველად ქალაქ ტიანში გაიგზავნა მხედართმთავარი მაქსიმინე. ორესტი ერთ-ერთი პირველთაგანი წარდგა მისი სამსჯავროს წინაშე. მაქსიმინეს განკარგულებით წმიდანი მდიდრულ წარმართულ ტაძარში შეიყვანეს და კერპების თაყვანისცემა მოსთხოვეს. უფლის რჩეულმა უარი განაცხადა, რისთვისაც სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს: ორმოცი მხედარი მონაცვლეობით გვემდა მას არგნებით და ხარის ძარღვებით, შემდეგ კი ცეცხლით დაუწყეს წამება. წმიდა ორესტი ლოცულობდა: „უფალო, ყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდინ". უეცრად მიწა იძრა, კერპები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. შეშინებული ხალხი საკერპოდან გაიქცა. როცა წმიდა ორესტიმ დატოვა იქაურობა, ტაძარიც ჩამოიქცა.

გააფთრებულმა მაქსიმინმა ბრძანა, წმიდა მოწამე ერთი კვირა საპყრობილეში უსმელ-უჭმელად გამოემწყვდიათ, მერვე დღეს კი კვლავ საწამებლად გაეყვანათ. ნეტარს ლურსმნები ჩააჭედეს ქუსლებში, შემდეგ კი გაუხედნავ ცხენს შეაბეს და მიწაზე ათრიეს. ამგვარ ტანჯვაში აღმოხდა სული უფლის რჩეულს 304 წელს. მისი ნატანჯი სხეული ზღვაში გადააგდეს.

ამის შემდეგ მრავალი საუკუნე გავიდა. ერთხელ, 1685 წელს, კიევო-პეჩორის ლავრის ბერს, დიმიტრის (შემდგომ - როსტოვის მიტროპოლიტი, ხს. 28 ოქტომბერს), რომელიც ძველი ხელნაწერიდან წმიდა ორესტის ცხოვრებას იწერდა, დაქანცულობისგან ჩათვლიმა. სიზმრისეულ ჩვენებაში მის წინაშე წმიდა მოწამე წარდგა, უჩვენა ღრმა ჭრილობა მკერდზე, იდაყვებთან გადაჭრილი ძარღვები, გადამსხვრეული წვივები და უბრძანა, შეევსო მისი ცხოვრება, რადგან ხელნაწერებში სრულად არ იყო აღწერილი ის სატანჯველები, რომლებიც მან დაითმინა. მდაბალმა ბერმა სიხარულით შეასრულა წმიდა ორესტის ბრძანება.

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ.




ნანახია: 958 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0