მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიკეთე არასოდეს იკარგება
მოკრძალებული თხოვნა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ღირსი პაისი ხილენდარელი

ღირსი პაისი ხილენდარელი (ბულგარელი) (XVIII)

19 (2.07) ივნისი

ღირსი პაისი ხილენდარელი 1722 წელს დაიბადა ბანსკოში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. მისი ერთი ძმა ხილენდარის მონასტრის იღუმენი იყო, მეორე - ტაძრებისა და მონასტრების უხვი შემომწირველი. თავად პაისი რილის სავანეში მსახურობდა მორჩილად. 1745 წელს 23 წლის ასაკში, წმიდანი ძმასთან, ხილენდარის მონასტერში გადავიდა და ბერად აღიკვეცა. ღვთივგაბრძნობილი მოსაგრე მალე მღვდლად აკურთხეს. 1762 წელს ღირსმა პაისიმ დაწერა „სლავო-ბულგარეთის ისტორია" - წიგნი, რომელმაც განამტკიცა ბულგარელი ხალხის ეროვნული თვითშეგნება. უცხოტომელთა უღლით დათრგუნულ და შევიწროებულ ქვეყანაში მან კვლავ ააელვარა მოციქულთასწორების, კირილესა და მეთოდეს (ხს. 11 მაისს) მიერ აგზნებული მართლმადიდებლობის ლამპარი.

ნეტარი მამის მიცვალების დრო და ადგილი დღემდე უცნობია. ბულგარეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით იგი 1962 წლის 26 ივნისს შერაცხა წმიდანად. პაისი ხილენდარელის (ბულგარელის) სახელი მიეკუთვნა პლოვდივის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბულგარეთის მრავალ ინსტიტუტსა და სკოლას, რაც მისადმი მთელი ერის დიდ სიყვარულსა და ღრმა პატივისცემაზე მეტყველებს.

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 1002 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0