






















სასმელი მინერალური წყლები
ფლორა
ფაუნა
მინერალური რესურსები
წყლის რესურსები
საზღვრები
ფართობი
ტერიტორიის ფორმირება
ატმოსფერული ცირკულაცია
მზის რადიაცია
ჰავა
გეოპოლიტიკური მდებარეობა
ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
საქართველოს სამეფო
სამცხე-საათაბაგო
იმერეთის სამეფო
კახეთის სამეფო
ქართლის სამეფო
ჰერეთის სამეფო
აფხაზთა სამეფო
ტაო-კლარჯეთის სამეფო
ეგრისის სამეფო
იბერიის სამეფო
დიაოხის სამეფო
ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმიდა ტიხონი, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა26 (09.10) სექტემბერიწმიდა ტიხონი, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა (ერისკაცობაში - ვასილი) 1865 წლის 19 იანვარს დაიბადა ფსკოვის გუბერნიაში, ტროპეცკის მაზრაში მღვდლის, იოანე ბელავინის ოჯახში. ფსკოვის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ წმიდანი სანკტ-პეტერბურგში სწავლობდა, სასულიერო აკადემიაში. არქიმანდრიტის ხარისხში ნეტარი დაინიშნა ხოლმის სასულიერო სემინარიის რექტორად. 1898 წლიდან ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმიდა მამა ფრიად დაშვრა მართლმადიდებლური სარწმუნოების განსამტკიცებლად ამერიკაში, სადაც მას დღემდე მართლმადიდებლობის მოციქულს უწოდებენ. მღვდელმთავარი ტიხონი 1905 წელს მთავარეპისკოპოსის ხარისხში იქნა აღყვანილი და 1907 წლიდან იაროსლავის, 1913 წლიდან კი - ლიტვის (ვილნოს) კათედრაზე გაამწესეს. 1917 წლიდან წმიდანი მოსკოვისა და კოლომნის მთავარეპისკოპოსია (აგვისტოს თვიდან - მიტროპოლიტი). 1917 წლის 5 ნოემბერს სრულიად რუსეთის ადგილობრივ კრებაზე, რომელმაც აღადგინა პატრიარქობა, წმინდა ტიხონი აირჩიეს რუსეთის ეკლესიის მესაჭედ. ინტრონიზაცია კრემლის მიძინების ტაძარში აღესრულა 21 ნოემბერს. ნეტარი ტიხონი საოცრად მშვიდი, კეთილი და გულთბილი ადამიანი იყო, მაგრამ საეკლესიო საქმეებში, განსაკუთრებით კი მტერთა ძალადობისგან ეკლესიის დაცვისას, შეურყეველ სიმტკიცეს იჩენდა. ეკლესიის რღვევის, რასკოლის, ქრისტეს მსახურთა დევნისა და ხოცვა-ჟლეტის წლებში მან შეძლო დაეცვა მართლმადიდებლობის სიწმინდე. 1921 წლის აგვისტოში ვოლგისპირეთში შიმშილობის მძვინვარების ჟამს პატრიარქმა მორწმუნეები აკურთხა, დამშეულთა დასახმარებლად შეეგროვებინათ ძვირფასი ნივთები, რომელთაც საეკლესიო დანიშნულება არ გააჩნდათ. ამ მოწოდების პასუხად 1922 წლის თებერვალში საბჭოთა ხელისუფლებამ დაადგინა, ტაძრებიდან ყოველგვარი საეკლესიო ფასეულობა გაეტანათ. ნეტარმა ტიხონმა ხმა აიმაღლა ამგვარი ძალადობის წინააღმდეგ, რაც საბოტაჟად შეფასდა და ეკლესიის წინამძღვარი დააპატიმრეს. 1922 წლის აპრილიდან 1923 წლის ივნისამდე მწყემსმთავარი პყრობილებაში იმყოფებოდა. განთავისუფლების შემდეგ კი, 1923 წლის 26 ივნისს, დაიბრუნა სამღვდელმთავრო ტახტი. პატრიარქი ტიხონი მოულოდნელად გარდაიცვალა 1925 წლის 6-7 აპრილს, ღამის 12 საათზე ოსტოჟენკის საავადმყოფოში. 1989 წლის 26 სექტემბერს იგი წმიდანად შერაცხეს, 1992 წლის 19 თებერვალს კი მოხდა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი III, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+37
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |


კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |
![]() ![]() ![]() | ![]() | ![]() ![]() ![]() |