























სასმელი მინერალური წყლები
ფლორა
ფაუნა
მინერალური რესურსები
წყლის რესურსები
საზღვრები
ფართობი
ტერიტორიის ფორმირება
ატმოსფერული ცირკულაცია
მზის რადიაცია
ჰავა
გეოპოლიტიკური მდებარეობა
ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
საქართველოს სამეფო
სამცხე-საათაბაგო
იმერეთის სამეფო
კახეთის სამეფო
ქართლის სამეფო
ჰერეთის სამეფო
აფხაზთა სამეფო
ტაო-კლარჯეთის სამეფო
ეგრისის სამეფო
იბერიის სამეფო
დიაოხის სამეფო
ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმიდა ფლაბიანე პატრიარქი (+449-450)18 (02.03) თებერვალიწმიდა ფლაბიანე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი წმიდა მეფის, თეოდოსი უმცროსის (408-450) და მისი დის, კეთილმსახური დედოფლის პულხერიას (+453; ხს. 10 სექტემბერს) ზეობისას განაგებდა ეკლესიას. ამ დროს ქრისტეს სამწყსოს ერთობას მომწამლველმა ერეტიკულმა სწავლებებმა საფრთხე შეუქმნა. 448 წელს, მღვდელმთავარ ფლაბიანეს ძალისხმევით, კონსტანტინეპოლში მოწვეულ იქნა ადგილობრივი კრება, რომელმაც განიხილა და დაგმო ევტიქის ერესი, თავის ცდომაზე ჯიუტად მდგარი მღვდელმსახური კი ეკლესიიდან განკვეთა და ხარისხი აჰყარა. მწვალებელს ძლიერი მფარველი ჰყავდა იმპერატორთან დაახლოებული საჭურისის, ქრისანთის სახით. ამ უკანასკნელმა ინტრიგების მეშვეობით ევტიქის მხარეს გადმოიბირა ალექსანდრიელი ეპისკოპოსი დიოსკორე და იმპერატორისგან გამოითხოვა ნებართვა ეფესოში კრების მოწვევისა, რომელიც შემდგომ „ავაზაკთა კრების" სახელით გახდა ცნობილი. ავაზაკთა კრებას დიოსკორე თავმჯდომარეობდა. მან მუქარის და ძალის გამოყენებით მიაღწია ევტიქის გამართლებას და ფლაბიანეს დაგმობას. წმიდა მღვდელმთავარი დაუნდობლად გვემეს უტიფარმა ბერებმა ვინმე ვარსუმის მეთაურობით. თვით უსჯულო დიოსკორეც არ დარჩენილა განზე. ამის შემდეგ ფლაბიანეს მძიმე ბორკილები დაადეს და ეფესოდან გაძევება მიუსაჯეს, მაგრამ უფალმა აარიდა თავის რჩეულს შემდგომი სატანჯველები და შეივედრა მისი სული (+449). კეთილმსახურმა პულხერიამ სასახლე დატოვა, მაგრამ მალე ქრისანთის ინტრიგები გამოაშკარავდა, რის შემდგომაც მეფემ გადააყენა იგი, თავისი და კი ისევ დაიახლოვა. პულხერიას ძალისხმევით წმიდა პატრიარქ ფლაბიანეს უხრწნელი ნაწილები პატივით გადასვენდა ეფესოდან კონსტანტინეპოლში. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი I, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+25
|
| html-კოდი ინფორმაციის | |
| BB-კოდი ინფორმაციის | |
| გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
| სულ კომენტარები: 0 | |
![]() | ![]() | |











































