- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
საკუთარი თავის გამოკვლევით, ძიებით მიდის ადამიანი აღსარებამდე. აღსარება არის იმ საიდუმლოს გარეგანი გამოვლინება, რომელსაც ეკლესია სინანულის საიდუმლოდ იცნობს. სინანულის უმთავრესი თვისება ისაა, რომ ადამიანის სულში იწყება ეს მდგომარეობა და აღსარება არის უკვე მისი გარეგანი გამოვლინება. ზოგადად, მართლმადიდებლურ საიდუმლოთა და მთელი ჩვენი ეკლესიური ცხოვრების შინაარსი გახლავთ ის, რომ ადამიანი უნდა გამთლიანდეს, გამთლიანდეს იმ მდგომარეობიდან, რომელშიც იგი ცოდვამ ჩააგდო. დავაკვირდეთ, რას იწვევს ცოდვა ჩვენში? იწვევს რაღაც შინაგან გაუცხოებას, ეჭვებს, შინაგანად გვანგრევს, გვამსხვრევს ძალიან ბევრ ნაწილად. ეს შინაგანი დამსხვრეულობა უნდა გამთლიანდეს ადამიანში. მთელი ეკლესიური ცხოვრება და აზროვნება ამისკენაა მიმართული, ამ გაჯანსაღებისა და გამთლიანებისაკენ. ამის მკაფიო მაგალითია სინანულის საიდუმლო, რომელიც შიგნით, სულში იწყება, გარეგანად კი ფიზიკური სხეულის მიერ აღსარებით მთავრდება. აღსარება და აღიარება ერთი და იგივე ცნებაა. აღსარებით, ანუ საკუთარი მდგომარეობისა და იმის აღიარებით, რაც ადამიანმა დააშავა და ინანა, პიროვნება ღვთისგან იღებს მიტევებას. სინანულს აქვს აუცილებელი, წარუვალი თვისება, რომ აღარ გვინდა გავიმეოროთ ის, რასაც ვნანობთ, აღარ გვინდა აღმოვჩნდეთ იმ მდგომარეობაში, რისაც შეგვრცხვა.
ვთქვათ, სიგარეტის მოწევა. ამ მავნებელ ჩვევას შეიძლება მთელი წელი ვერ დაანებოს ადამიანმა თავი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ამას უნდა შეეგუოს, რომ მან მაინც იგივე უნდა ჩაიდინოს და აღსარებას არ იტყვის ამიტომ. ვერც ერთი ოჯახისშვილი ვერ დამიმტკიცებს, რომ რაღაც განსხვავებული ჭუჭყი ყრია მასთან სახლში, მაგრამ ყოველ დღე იქნება, თუ კვირაში ერთხელ, ყველა მაინც ალაგებს თავის სახლს. ვინმე მეტყვის, რომ განსხვავებულად ისვრება, რომ მიდის სახლში და აბაზანას იღებს? არა! ამიტომაც შეიძლება არაფერს განსხვავებულს და ახალს ჩვენ არ ჩავდიოდეთ, მაგრამ ის აღსარება მაინც უნდა ვთქვათ, კვლავაც უნდა დავაფიქსიროთ ღვთის წინაშე, რომ მე ამას ისევ ვნანობ, ისევ ვცდილობ და ვიბრძვი, რომ ეს გამოვასწორო. თუ ის დაიცალა იმ შინაგანი მდგომარეობისგან, რაცაა, მართლაც, სინანული და დარჩა მხოლოდ რაღაც გარეგან კონსტატაციად ფაქტებისა, ეს უკვე სინანული აღარ იქნება. სინანული არის ბრძოლა და სიხარული, რადგან ქრისტე ამბობს: მე ვარ ანი და ჰოე, სინანული არ არის მხოლოდ წუხილი, სინანული საოცარი სიხარულია, სიხარული იმისა, რომ ღმერთმა მოიღო მოწყალება და დამანახა ჩემი მდგომარეობა. გიორგი მთაწმიდელი ამბობს, რომ ფიცხელ არს სენი, მაგრამ უფიცხლეს უმეცრება სენისაო, ანუ ერთია, რომ ადამიანი ავადაა და მეორეა, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რომ ავადაა და საერთოდ არ მკურნალობს. ასე რომ, ადამიანმა თუ ეს გააცნობიერა, იგი აუცილებლად დიდი სიხარულითაა სავსე და მადლობას უხდის უფალს იმისთვის, რომ მან საშუალება მისცა, დაენახა თავისი მდგომარეობა, მიანიჭა განწყობა, რომ ეს მდგომარეობა გამოესწორებინა, უბოძა სწორი აზროვნება, რომ მან გაიაზრა ამ მდგომარეობის ავი და კარგი და ძალა მისცა, შეეცვალა ის, რისი შეცვლაც სურდა და ა.შ. ანუ სინანული, უპირველეს ყოვლისა, არის სიხარული, რადგან ამ დროს ხდება აღმოჩენა ჩვენში იმ ზედმეტობისა, იმ გაუკუღმართებისა, რაც აუცილებლად უნდა მოვიცილოთ. | |
მომწონს
+35
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |