- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმიდა მოწამენი: იულიანე, მარკიანე, იოანე, იაკობი, ალექსი, დიმიტრი, ფოტიოსი, პეტრე, ლეონტი, მარიამ პატრიცია, პროტოსპათარი გრიგოლი და სხვანი (+730)9 (22) აგვისტოწმიდა მოწამენი: იულიანე, მარკიანე, იოანე, იაკობი, ალექსი, დიმიტრი, ფოტიოსი, პეტრე, ლეონტი, მარიამ პატრიცია, პროტოსპათარი გრიგოლი და სხვები წმიდა ხატთა თაყვანისცემისათვის ეწამნენ 730 წელს, იმპერატორ ლეონ ისავრიელის (717-741) დროს. უღმრთო თვითმპყრობელმა სამღვდელმთავრო კათედრიდან გააძევა და გადაასახლა წმიდა პატრიარქი გერმანე (715-730), მის ნაცვლად კი ხატმბრძოლი ანასტასი (730-753) აღასაყდრა. კონსტანტინოპოლში კეთილმსახური მეფის, კონსტანტინე დიდის (306-337) დროიდან აღმართული იყო სპილენძისაგან ნაკეთები მაცხოვრის სასწაულთმოქმედი ხატი. იმპერატორმა ლეონმა და ხატმებრძოლმა პატრიარქმა ანასტასიმ მისი მოხსნისა და დამხობის განკარგულებაც გასცეს. ერთმა მხედარმა კიბე მიადგა კედელს ბრძანების შესასრულებლად. შემოკრებილმა ხალხმა ვერ გაუძლო ღვთის გმობის ყურებას. ჯერ დიდებული ქალბატონი მარიამ პატრიცია გამოეყო შეკრებილთ, მას სხვებიც მიჰყვნენ, მიეჭრნენ კიბეს და ზღუდეს მოაშორეს, რომ მკრეხელისათვის სიწმიდესთან შეხების ნება არ მიეცათ. მეომარი ჩამოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა. ეს მოხდა 730 წლის 19 იანვარს. ხატის დაცვაში მონაწილეობას ღებულობდნენ პროტოსპათარი (მხედართუფროსი) გრიგოლი, ღირსმოწამე ქალწული თეოდოსია (ხს. 29 მაისს) და სხვები. როცა იმპერატორმა შეიტყო მომხდარი, იქვე ამოჟლიტა მართლმორწმუნეები. მოწამეობრივად აღესრულა პროტოსპათარი გრიგოლიც, ზოგიერთი მართლმადიდებელი კი დიდგვაროვანთა წრიდან - იულიანე, მარკიანე, იოანე, იაკობი, ალექსი, დიმიტრი, ლეონტი, ფოტიოსი და პეტრე - საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ მარტვილები რვა თვის მანძილზე ყოველდღიურად ხუთას დარტყმას ღებულობდნენ. ბოლოს, იმპერატორის ბრძანებით, მათ თავები მოჰკვეთეს. წმიდა მარიამ პატრიცია არ იყო პყრობილთა შორის. მაგრამ როცა შეიტყო, რომ უფლის რჩეულებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს, ნებით გამოცხადდა მათი ხვედრის გასაზიარებლად. წმიდათა ცხედრები კონსტანტინოპოლში დაკრძალეს, წმიდა მოწამე თეოდორეს სახელობის ტაძრის სიახლოვეს. ასოცდაცხრამეტი წლის შემდეგ მოხდა მათი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი III, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+44
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |