მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ალექსანდრე ეპისკოპოსის დასაფლავებაზე
ქადაგება სოფელ იყალთოში

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ბრმის განკურნება იერიქონთან

წმინდა მამათა სახარებისეული მსჯელობანი

ბრმის განკურნება იერიქონთან

რმის განკურნება იერიქონთან მისი დაჟინებული ლოცვის ნაყოფი იყო... მიუტევებელია სიცივე ლოცვის დროს... ილოცო - სწორედ ეს ნიშნავს იცხოვრო... ლოცვა განასხვავებს ჟინს მოთხოვნილებისაგან... ამბობენ ხოლმე, ირგვლივ მყოფნი გვიშლიანო ხელს ლოცვაში. - მაგრამ სახარება მიგვითითებს ბრმაზე, რომელსაც რისხავდნენ, აჩუმებდნენ, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა მოუხმობდა უფალს... ჩვენ ცუდად ვიცით ლოცვა, მაგრამ მაინც უნდა შევსთხოვდეთ უფალს, რათა მოვიდეს და განგვინათლოს გული...

ად ისმინა უფალმა ბრმის თხოვნა, როდესაც ის ხმობდა „იესუ, ძეო დავითისაო, შემიწყალე მე". ისმინა იმად, რომ ბრმის ლოცვა აღსავსე იყო არა მარტო ქრისტეს მესიანურობაში რწმენით, არამედ მისმა ლოცვამ გადალახა ყველა ის დაბრკოლება და საცთური, რაც ხალხისგან შეხვდა... ხშირად ჩვენს ლოცვით სიტყვებს წინ უსწრებენ გულისსიტყვანი, გონება სავსეა სიტყვებით, სახეებით, აზრებით, მოგონებებით, შთაბეჭდილებებით, რომელნიც ხელს გვიშლიან გონება მოვიკრიბოთ ლოცვისას... გაგვიტაცებენ ხოლმე რა გულისთქმები, ვკარგავთ იმის რწმენას და ხსოვნას, რომ უფალი დგას ჩვენს წინაშე და ისმენს ჩვენს ლოცვას... ჩვენც რომ უგულებელსვყოფდეთ ხოლმე იმ ბრმასავით გულისთქმებს და მიუხედავად ყველა იმ სიძნელისა, რაც ლოცვას ახლავს (აკი მამათა სწავლებით ეშმაკი განსაკუთრებით ებრძვის ქრისტიანს ლოცვაში) ჩვენც რომ გამუდმებით ვხმობდეთ სიღრმით გულისად: ძეო დავითისაო, შემიწყალე მე! - უფალიც არ დაახანებდა და აგვისრულებდა სათხოვარს... მაგრამ ჩვენ ლოცვა უბრალო დგომად გადაგვიქცევია და ნაყოფიც არა სჩანს... ჩვენი ლოცვები შესმენილნი არაა არა იმიტომ, რომ უფალი არ გვისმენს, არამედ იმის გამო, რომ ჩვენვე არ გვესმის ჩვენი ლოცვები...

ა უნდა იყოს სიბრმავის უბედურებაზე უსაშინლესი, როდესაც ყველაფერი ირგვლივ ერთი მხოლოდ სიბნელის მძიმე შეგრძნებაა?.. მაგრამ არსებობს სიბნელე სხვაგვარი სახისაც, შეუდარებლად დამღუპველი, ვიდრე პირველი - სიბრმავე სულიერი, რომელიც მით უფრო შემზარავია, რომ ავადმყოფი მას ვერ აღიქვამს და ვერ შეიგრძნობს...ღვთიური ჭეშმარიტების ნათელი საცნაურია და ყველასათვის ანათებს, მაგრამ გულბრმა ადამიანს ყველაფერი ბნელად და მიუწვდომლად მიაჩნია... მომავალი საუკუნო ცხოვრება, სამსჯავრო და საზღაური რაღაც მოჩვენებითი რამე ჰგონია... მისი ცხოვრება მაღალი აზრისაგან დაცლილა და ასე გრძელდება სამარის კარამდის... სულის სიბრმავე მისთვის იმავ დროს მისი სიკვდილიცაა... ვინ იხსნის სულს, თუ არა ის, ვინც იერიქონში ბრმას თვალი აუხილა?.. მაგრამ ამისთვის საჭიროა ისევე დაჟინებით ჰხმობდე, როგორც იერიქონელი ბრმა: იესუ, ძეო დავითისაო! შემიწყალე მე... ბედნიერია ის, ვინც იერიქონელ ბრმასავით დროულად აქცევს ზურგს ყველას, - უფლისაკენ სავალ გზაზე დაბრკოლებად ქცეულთ... ყველაზე მეტად გაუფრთხილდით და დააფასეთ თქვენი შინაგანი ხედვა - უნარი ყოველგან ჭვრეტდეთ ღმერთსა და მის წმიდა ნებას, ამინ!




ნანახია: 1378 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0