- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმინდა მამათა სახარებისეული მსჯელობანისამარიტელ დედაკაცზესამარიტელი ვერ მიხვდა, რომელ წყალზე საუბრობდა მასთან მაცხოვარი... ადამიანს კვლავ შია და წყურია, როგორც არ უნდა იკლავდეს შიმშილ-წყურვილს... რაც უფრო მეტად ვემონებით ვნებებს, მით უფრო გაუმაძღარნი ვხდებით... არის ადამიანში სხვაგვარი წყურვილიც... სული მიელტვის თავის პირველ წყაროს, ეძიებს ღმერთს, მასთან ურთიერთობას... ესევითარი წყურვილი, რაოდენ მწველიც არ უნდა იყოს, საუკუნოდ იქნება მოკლული (დაკმაყოფილებული)... უფლის მსმენელთა გულები გადაბუგული უდაბნო იყო, სადაც სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ სჩანდა... სიტყვანი ქრისტესნი - მადლიანი წვიმის წვეთებია, წყაროსთვალი ცოცხალი წყლებისა... ეკლესია - დაუშრეტელი წყარო ღვთიური მადლისა... „უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ". სამარიტელი აშკარა ცოდვილიდან მაცხოვრის მოწაფედ იქცა, რამეთუ არათუ მხოლოდ თვითონ ირწმუნა უფალი, არამედ პირველი მქადაგებელი შეიქმნა სამარიტელთა შორის. რამაც ის იხსნა, იგივეს ძალუძს ჩვენი ცხონებაც... აუცილებელია გული ცრურწმენებისაგან გავათავისუფლოთ და ვეძებოთ არა გარეგანი ბრწყინვალება, არამედ შინაგანი სიცხადე... მაცხოვარი სულის წყურვილზე საუბრობდა: არა გრძნობისმიერ სიამოვნებათა წარმავალ წყალზე, არამედ ღვთიური მადლის ცხოველი წყლის წყურვილზე... დედაკაცი წარემართა სიკეთისა და უმაღლესისაკენ... მაგრამ აუცილებელია, ამას გარდა, დაინახო შენი ცოდვა... სახარების კიდევ ერთი სწავლება: არავისზე არ იმსჯელო გარეგნობით... სამარიტელი, რომელიც ცოდვით იყო მოწყლული იმ გარემოს გამო, რომელშიაც ცხოვრობდა, შინაგანად ღირსეული აღმოჩნდა და რწმენისმიერ სრული განწმენდა მიიღო. იუდეველთა წინაშე უფალმა მრავალი სასწაული აღასრულა... და ისინი, ვინც ჩინებულად იცნობდნენ წმ. წერილს, მისგან ნიშ-სასწაულებს ითხოვდნენ, რათა ჭეშმარიტ ღმერთად ერწმუნათ... სამარიტელმა კი, რომელიც უმეცარი იყო, ერთბაშად ირწმუნა მაცხოვარი. რატომ?.. როდესაც უფალმა მას ცოდვიანობაზე მიუთითა, მანაც აღიარა თავი ცოდვილად... აღიარო თავი ცოდვილად - სინანულის დასაბამია... სწორედ ამან აუხილა თვალი, რამეთუ სინანულია, რომელიც ღვთიური შემეცნების კარს გაგიხსნის... ღვთის ცოდნა შეიძლება მხოლოდ შინაგანი იყოს, გულითადი... ქრისტიანულ ჭეშმარიტებათა არანაირ გარეგან ცოდნას არ მიჰყავს ადამიანი ღმერთთან... მხოლოდ სინანული მიგვაახლებს ღმერთთან. | |
მომწონს
+53
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |