- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმიდა მოწამენი არისტოკლე ხუცესი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი (დაახლ. 306)20 (3.07) ივნისიწმიდა მოწამენი არისტოკლე ხუცესი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი მაქსიმიანე გალერიუსის მეფობაში (305-311) ეწამნენ ქრისტესთვის. არისტოკლე ხუცესი, რომელიც ქალაქ ტამასის მკვიდრი იყო, საკათედრო ტაძარში მსახურობდა. როცა ქრისტიანების დევნა დაიწყო, მოსალოდნელი წამების შიშით იგი მთებში გაიხიზნა და გამოქვაბულს შეაფარა თავი. ერთხელ, ლოცვის დროს, წმიდანს ნათელი მოეფინა და ჩაესმა უფლის ბრძანება, რომელიც კუნძულ კვიპროსზე დაბრუნებისა და ქრისტესთვის მარტვილობისკენ მოუწოდებდა. არისტოკლე მორჩილად დაჰყვა ზეციურ კურთხევას. წმიდანმა გზად მოციქულ ბარნაბას სახელობის ტაძარში შეიარა, აქ დიმიტრი დიაკონსა და ათანასე წიგნისმკითხველს შეხვდა და ჩვენების შესახებ მოუთხრო. დიმიტრიმ და ათანასემ გადაწყვიტეს, მასთან ერთად დაეთხიათ სისხლი ყოვლადსახიერი ღვთის სადიდებლად. ქალაქ სალამინში ჩამოსულმა წმიდანებმა ქრისტიანობის ქადაგება დაიწყეს, რისთვისაც წარმართებმა შეიპყრეს ისინი და მმართველს წარუდგინეს. ეს უკანასკნელი მალე დარწმუნდა, რომ აღმსარებელთა მოდრეკა შეუძლებელი იყო და ბრძანა, არისტოკლესთვის თავი მოეკვეთათ, დიმიტრი და ათანასე კი დაეწვათ. მოწამეებს ცეცხლმა ვერაფერი ავნო, ბოლოს მათაც მახვილით წარკვეთეს თავები. მარტვილები 306 წელს აღესრულნენ. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+48
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |