მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



საახალწლო ეპისტოლე
ადამიანის ცხოვრების მიზანი

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

მღვდელმოწამე არტემონ ლაოდიკიელი ხუცესი (+303)

მღვდელმოწამე არტემონ ლაოდიკიელი ხუცესი (+303)

13 (26) აპრილი

მღვდელმოწამე არტემონ ლაოდიკიელი (+303) დაიბადა სირიის ლაოდიკიაში ქრისტიანულ ოჯახში და სიყრმიდან ეკლესიაში მსახურობდა. თექვსმეტი წლის ყმაწვილი მედავითნედ აკურთხეს და თორმეტი წლის მანძილზე მოღვაწეობდა ამ სამსახურში. ღვთისმსახურებაში გამოჩენილი ერთგულებისა და გულმოდგინებისათვის ეპისკოპოსმა სისინმა მას დიაკვნად დაასხა ხელი, ოცდარვა წლის მსახურების შემდეგ კი მღვდლად აკურთხეს. ამ ხარისხში წმიდა არტემონი ოცდაცამეტი წლის მანძილზე ქადაგებდა ქრისტიანობას წარმართთა შორის. როცა იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდა არტემონი უკვე მოხუცი იყო. იმპერატორმა გამოსცა ბრძანება, ყველა ქრისტიანს მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის.

ეპისკოპოსმა სისინმა შეიტყო, რომ ლაოდიკიაში უნდა ჩამოსულიყო მხედართმთავარი პატრიკიოსი, იგი წმიდა არტემონთან ერთად შეიპარა არტემიდას სამსხვერპლოში და კერპები დაამსხვრია, შემდეგ ეკლესიაში შეკრიბა სამწყსო და დაარიგა, რომ განმტკიცებულიყვნენ და არ შეშინებოდათ წარმართთა მუქარისა.

ლაოდიკიაში ჩამოსულმა პატრიკიოსმა ხუთდღიანი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად, შემდეგ კი არტემიდასთვის მსხვერპლის შეწირვაც მოიწადინა. როცა მოახსენეს, რომ სამსხვერპლო დარბეული იყო, ეშმაკისგან გაბოროტებულმა ქრისტიანული ეკლესიის დარბევა გადაწყვიტა, მაგრამ ტაძარში მისვლამდე საშინელმა ციებ-ცხელებამ შეიპყრო და სულთმობრძავი პირველსავე სახლში შეიყვანეს. „ქრისტიანებმა დამწყევლეს, მათი ღმერთი მსჯის", - უთხრა მან მხლებლებს. კერპების მიმართ შეწირულმა ლოცვებმა ვერ უშველა სარდალს, მაშინ მან მალემსრბოლელი გაგზავნა ეპისკოპოს სისინთან და დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი მისი ოქროს ქანდაკების ჩამოსხმას დაჰპირდა. ეპისკოპოსმა უპასუხა: „ოქრო შენი შენ თანა იყვეს, უკუეთუ გინებს განკურნება, იწამე ქრისტე, მაცხოვარი ჩვენი".

პატრიკიოსს სიკვდილის შეეშინდა და განაცხადა, რომ სწამდა ქრისტე. სისინ ეპისკოპოსის ლოცვით მხედართმთავარი განიკურნა, მაგრამ მისი სული მომხდარმა სასწაულმა ვერ შეცვალა - მას ეპისკოპოსისთვის ხელი არ უხლია, მაგრამ მიაშურა ქალაქ ესარიას, გზაში შემოხვდა მოხუცი, რომელსაც უკან წყვილ-წყვილად მოჰყვებოდა ექვსი გარეული ვირი და ორი ურემი. ეს იყო მღვდელი არტემონი. პატრიკიოსის კითხვაზე, თუ როგორ ახერხებდა ველური ცხოველების ასე დამორჩილებას, წმიდა არტემონმა უპასუხა, რომ ყოველივე ამქვეყნად ქრისტეს სახელს ემორჩილება და ღვთისთვის არაფერია შეუძლებელი.

პატრიკიოსმა შეიტყო, რომ მოხუცი ის არტემონი იყო, რომელმაც არტემიდეს ტაძარი დაარბია და მისი შეპყრობა ბრძანა. წმიდანი უშიშრად გაჰყვა ჯარისკაცებს, ცხოველებს კი უბრძანა, სისინთან წასულიყვნენ.

ერთმა ირემმა ღვთისაგან მეტყველების უნარი მიიღო და ეპისკოპოსს აუწყა, თუ რა შეემთხვა წმიდა მოძღვარს. სისინმა დიაკვნის ხელით სეფისკვერი გაუგზავნა წმიდა არტემონს.

კესარიაში პატრიკიოსი აიძულებდა წმიდა არტემონს მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. სამსხვერპლოში უამრავი შხამიანი გველი ბუდობდა. ქურუმები მსხვერპლშეწირვის გარეშე არასოდეს აღებდნენ კარებს. წმიდა არტემონმა ილოცა, უშიშრად შევიდა სამსხვერპლოში და გველები გამოდევნა იქიდან. ზარდაცემული წარმართები გაიქცნენ, მაგრამ წმიდანმა ისინი შეაჩერა და სულის შებერვით შემუსრა ქვეწარმავლები. ქურუმმა ვიტალიმ ქრისტე ირწმუნა და წმიდა არტემონს მონათლვა სთხოვა.

მხედართმთავარს შეეშინდა, რომ წმიდა არტემონის სასწაულები მრავალი ადამიანის ყურადღებას მიიქცევდა და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. უზარმაზარი ქვაბი ადუღებული ფისით აავსეს წმიდა არტემონის მოსაკვდინებლად, მაგრამ ორმა არწივის სახიანმა ანგელოზმა დასჯის ადგილს მიახლოებული ამხედრებული პატრიკისოი აიტაცა და ღირსი მამის სანაცვლოდ ის ჩააგდო ქვაბში.

სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილ არტემონის ლოცვით მიწიდან ამოხეთქა წყარომ, სადაც წმიდანმა ქურუმი ვიტალი და სხვა მრავალი წარმართი მონათლა. მეორე დღეს ახალნათელღებულები მისი ხელიდან ეზიარნენ ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს.

კესარიის ეპისკოპოსმა წმიდა არტემონის სასწაულების ადგილი მოინახულა და შემდეგ იქ ტაძარი ააგო. ნათელღებულთაგან მრავალს დაასხეს ხელი დიაკვნად და მღვდლად, ვიტალი კი პალესტინის ეპისკოპოსად დაადგინეს. თავად მღვდელმოწამე არტემონი ღვთის მოწოდებით ასიაში წავიდა საქადაგებლად, გზად უფლის ანგელოზმა აღიტაცა და სოფელ ვულში დასვა, სადაც მრავალი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. მალე წარმართებმა შეიპყრეს წმიდანი და თავი მოჰკვეთეს (+303).

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 1185 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0