- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ღირსმოწამენი: ეპიქტეტე ხუცესი და ასტიონე მონაზონი (+290)7 (20) ივლისიღირსმოწამენი ეპიქტეტე ხუცესი და ასტიონე მონაზონი უსჯულო თვითმპყრობლის, დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ცხოვრობდნენ რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში. კეთილმსახურმა ხუცესმა სიყმაწვილეშივე განუკუთვნა თავი უფალს და დაუცხრომელი ღვაწლისათვის სასწაულთქმედების, კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი მიემადლა. ქალაქის თავის ვაჟი, ასტიონე წარმართულ გარემოში იზრდებოდა. ერთხელ, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ სეირნობისას იგი გადააწყდა ტყეში მდგარ პატარა ქოხს, რაღაც იდუმალმა ძალამ მიიზიდა მისკენ, მოსწყდა გალაღებულ თანატოლებს და კარზე დააკაკუნა. მასპინძელი მხცოვანი და პატივსაცემი ხუცესი - ეპიქტეტე აღმოჩნდა. მან სიყვარულით მიიღო ჭაბუკი, ვინაობა გამოჰკითხა, შემდეგ კი წინასწარმეტყველურად უთხრა: „როგორც ვხედავ, შენი ნეტარი სული სათნოეყო თავად ქრისტე მაცხოვარს, რომელსაც თავის მსახურად გამოურჩევიხარ". ეპიქტეტემ საოცარი მოწიწება იგრძნო იესო ქრისტეს სახელის ხსენებისას. ამით გახარებულმა ბერმა სახარებისეული სწავლება მოკლედ განუმარტა სტუმარს. ჭაბუკი გულმოდგინედ უსმენდა ყოველ სიტყვას და ყველაფერს რწმენით იღებდა. ყმაწვილი კვლავ ესტუმრა ხუცესს და, ამ დღიდან მოყოლებული, სახლიდან სეირნობის საბაბით გამოსული, ყოველ დილა-საღამოს მიდიოდა მასთან. როცა სახარებისეულ ჭეშმარიტებებს ღრმად დაეუფლა, ეპიქტეტე ფარულად მოინათლა. ამის შემდეგ იგი მხურვალედ ევედრებოდა მოძღვარს, სადმე შორეულ ქვეყანაში წასულიყვნენ და მთლიანად უფლისთვის მიეძღვნათ თავი. ეპიქტეტე და ასტიონე ხომალდზე ავიდნენ და სკვითიის მიწას მიმართეს. აქ ისინი დუნაის შესართავთან, ქალაქ ალმარისის მახლობლად დასახლდნენ, წარმართ სლავებს შორის და მარხვასა და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს. განდეგილების ღვთივსათნო ცხოვრება დიდხანს არ დარჩენილა დაფარული ადგილობრივ მკვიდრთაგან. ღირს მამებთან დახმარების თხოვნით ბევრი სნეული მიდიოდა და წმიდანთა ლოცვით იკურნებოდა. ამ ხანებში ალმარისში ჩავიდა ოლქის მმართველი ლატრონიანე. წარმართმა ქურუმებმა ეპიქტეტე და ასტიონე დაასმინეს მასთან - ხალხს ჯადოქრობით იზიდავენ და თავიანთ სარწმუნოებაზე მოაქცევენო. ნეტარი მოსაგრეები შეიპყრეს. სატანჯველების შემდეგ მოწამეებს თავის მოკვეთა მიუსაჯეს (+290). წმიდა მოწამე ასტიონეს მშობლებმა - ალექსანდრემ და მარკელინამ ირწმუნეს ქრისტე და ეპისკოპოს ევანგელეს ხელით ნათელიღეს. უსჯულოებმა ქრისტეს აღსარებისათვის მათაც თავები მოჰკვეთეს. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი III, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+35
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |