- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ცხრანი მოწამენი, წამებულნი პერგეს პამფილიისასა: ლეონტი, ატიოსი, ალექსანდრე, კინდევსი, კვირიაკე, მინეონი, კატუნი, მინსითევსი და ევკლე (II)1 (14) აგვისტოწმიდა მოწამენი ლეონტი, ატიოსი, ალექსანდრე, კინდევსი, კვირიაკე, მინეონი, კატუნი, მინსითევსი და ევკლე პამფილიის პერგეში ცხოვრობდნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. წმიდა მინეონი ხურო იყო, სხვები კი მიწათმოქმედებით მოიპოვებდნენ არსობის პურს. როცა ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო, მარტვილები ქრისტესთვის მოწამეობის სურვილით აღენთნენ და წარმართული ქალღმერთის, არტემიდეს სამსხვერპლო შემუსრეს. ამისთვის მათ საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს, შემდეგ კი ცირკში მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად. მოწამეთა ლოცვით მოთვინიერებული ნადირები არ გაეკარნენ უფლის რჩეულებს. გაოცებულმა ხალხმა იგრიალა: „დიდია ღმერთი ქრისტიანეთა!" უეცრად საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა. მეხი და ცეცხლი ერთად ეხეთქებოდა მიწას. ზეციდან გაისმა ხმა, რომელიც ნეტარებს ცათა სასუფევლისაკენ მოუწოდებდა. სულით განმხიარულებულმა ქრისტეს ტარიგებმა მადლობა შესწირეს უფალს, ნებსით მოუდრიკეს ქედი მახვილს და მოწამეობრივი გვირგვინებით შემკულნი შეუერთდნენ ზეციურ ეკლესიას. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი III, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+39
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |