- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმიდა მოწამე ბარბარ მხედარი, ბაქო, კალემახოსი და დიონისე (+362)6 (19) მაისიწმიდა მოწამენი ბარბარ მხედარი, ბაქო, კალემახოსი და დიონისე (+362) ცხოვრობდნენ მე-4 საუკუნეში და იმპერატორ იულიანე განდგომილის არმიაში მსახურობდნენ. წმიდა ბარბარი ფარული ქრისტიანი იყო. ფრანკებთან ომის დროს მან გაიმარჯვა მტრის გოლიათ მეომართან ორთაბრძოლაში და საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. ფრანკებზე გამარჯვების შემდეგ მხედართმთავარმა ბაქომ გადაწყვიტა მსხვერპლი შეეწირა წარმართული ღმერთებისათვის და პირველი მსხვერპლშეწირვის პატივი დაუთმო ბარბარს, როგორც გამარჯვებულს. წმიდა ბარბარმა საჯაროდ გამოაცხადა თავისი ქრისტიანობა და უარი თქვა მსხვერპლშეწირვაზე. ამისთვის იულიანე განდგომილის ბრძანებით სასტიკად აწამეს. წმიდანი ხეზე დაკიდეს და ისე დაუსერეს სხეული, რომ შიგნეული გადმოუცვივდა. წმიდა მოწამემ ღვთისგან შემწეობა ითხოვა. მაშინ გამოჩნდა უფლის ანგელოზი და წმიდანის წყლულები განკურნა. ამ სასწაულის მხილველმა ბაქომ და ორმა მხედარმა - კალემახოსმა და დიონისემ წარმართული ღმერთები უარყვეს და ირწმუნეს ქრისტე, რისთვისაც თავი მოეკვეთათ. წმიდა ბარბარი ურმის თვალზე აწამეს და ცეცხლი შეუნთეს, მაგრამ უფალმა უვნებლად დაიცვა მოწამე, ალი ჯალათებს მოედო და დაწვა. ამის შემდეგ წმიდანს კიდევ 7 დღე აწამებდნენ, მაგრამ ღვთაებრივი ძალის შემწეობით უვნებელი რჩებოდა. ამ სასწაულების მხილველი ბევრი წარმართი მოექცა ქრისტეს სჯულზე. წმიდა ბარბარმა თავისი საოცარი მოღვაწეობა დაასრულა 362 წელს. ის მახვილით განგმირეს. წმიდანის სხეული მიწას მიაბარა პელოპონესის ეპისკოპოსმა ფილიკიმ. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+56
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |