- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
რა მნიშვნელობა აქვს ჯვარსა და ხატსხატი გარკვეული რეალობის სიმბოლურად გადმოცემის საშუალებაა. მაგალითად, შეიძლება ითქვას, სახარება ხატია ქრისტესი, სიტყვებით გადმოცემული; „ქართლის ცხოვრება" კი საქართველოს ხატია, ასევე წერილობით გადმოცემული. რაღაცის ან ვინმეს ხატი შეიძლება შეიქმნას მუსიკის, პოეზიის, ან კიდევ სხვა რაიმე სიმბოლოს საშუალებით; ასევე ფერებისა და ხაზების, ანუ მხატვრობის საშუალებით. მხატვრობის მეშვეობით შეიძლება ნებისმიერი პიროვნების ხატი შევქმნათ. როდესაც ახლობელი ადამიანის სურათს ვუყურებთ, ჩვენს წარმოსახვაში იმ პიროვნებას მივეახლებით, ვინც სურათზეა გამოსახული. ღვთაებრივმა პიროვნებამ ადამიანური ბუნება (კაცობრივი სული და ხორცი) მიიღო, რითაც საშუალება მოგვეცა მისი ფერებით გამოსახვისა. ზემოთქმულს თუ მოვიშველიებთ (ახლობლის სურათის შეხედვა), ქრისტეს ხატი მაცხოვრის პიროვნებასთან, ანუ ძე ღმერთთან გვაკავშირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ღმერთმა ადამიანური ბუნების მიერთებით და განწმენდით, მთელი სამყაროს განახლება და განწმენდა გახადა შესაძლებელი (ადამიანი თავის თავში მთელ სამყაროს: არამატერიალურს და მატერიალურს, ცოცხალს და არაცოცხალს მოიცავს). ამიტომ კურთხევის მიერ ხატის მატერიალური შემადგენლობაც განწმენდილი და მადლმოსილი ხდება, რაც მას ზეცაში გამავალ ერთგვარ სარკმლად ხდის. ჯვარი უკიდურესი თავმდაბლობის, ღვთისგან ადამიანისადმი უსასრულო და თავგანწირული სიყავრულის გამოვლინებაა; ჯვარი იარაღია ბოროტებასა და უზნეობაზე გამარჯვების; ჯვარი მოწოდებაა ადამიანისადმი თავგანწირული სიყვარულისა და ქრისტესათვის მოწამეობის; ჯვარი სამოქმედო განწესება და ღირსებაა ქრისტიანისათვის; ჯვარი ნიშანია ქრისტესი და იგი წინამორბედად გამოისახება ცაზე მისი მეორედ მოსვლის წინ; და ბოლოს, ჯვარი ძალაა ღვთისა ქრისტეს მიერ ჩვენთვის მოცემული, რათა მისი გაძლიერებულებმა ქრისტეს მოწაფეობა და ამქვეყნად მისი საქმის გაგრძელება შევძლოთ. თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი მღვდელი თეოდორე გიგნაძე | |
მომწონს
+44
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |