- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ნეტარი ბასილი, ქრისტესთვის სალოსი, მოსკოველი საკვირველთმოქმედი (+1557)2 (15) აგვისტონეტარი ბასილი, ქრისტესთვის სალოსი 1468 წელს დაიბადა მოსკოვის მახლობლად მდებარე სოფელ ელიხოვოში. როცა ყმაწვილი წამოიზარდა, მშობლებმა იგი ოსტატს მიაბარეს ხარაზობის შესასწავლად. ერთხელ, როცა წმიდანი თექვსმეტი წლისა იყო, სახელოსნოში ვაჭარმა შემოიარა და ჩექმები შეუკვეთა. ბასილის ცრემლები წასკდა, ვაჭარი ჩექმების ჩაცმას ვერც მოასწრებს, გარდაიცვლებაო. რამდენიმე დღეში მისი წინასწარმეტყველება ახდა. ამის შემდეგ ნეტარმა მოსკოვს მიაშურა და სალოსობის ღვაწლი იტვირთა. ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სუსხში იგი ნახევრად შიშველი დადიოდა. უცნაური იყო მისი საქციელი: ხან პურის კვერებიან ხონჩას ააყირავებდა, ხან ბურახით სავსე დოქს ჰკრავდა ხელს. გაბრაზებული გამყიდველები უყვიროდნენ და სცემდნენ, შემდეგ კი ირკვეოდა, რომ პურის კვერები ცუდი გამომცხვარი იყო და ბურახიც უვარგისად შემზადებული. თანდათან ყველასათვის ცხადი ხდებოდა, რომ ნეტარი ბასილი ღვთისკაცი იყო, უსამართლობის მამხილებელი. ერთხელ ერთმა ვაჭარმა მოსკოვში ტაძრის აგება გადაწყვიტა, მაგრამ განზრახვა სისრულეში ვერ მოჰყავდა: თაღები სამჯერ ჩამოიქცა. შეშფოთებულმა, წმიდა სალოსს მიმართა რჩევისათვის, რომელიც ღარიბულ ქოხში იჯდა და ცარიელ აკვანს არწევდა. „ვის არწევ?" - იკითხა მან. „მშობელ დედას ვუხდი გადაუხდელ ვალს ჩემი შობისა და აღზრდისათვის", - იყო პასუხი. მხოლოდ მაშინ მოაგონდა ვაჭარს, რომ დედა სახლიდან გაგდებული ჰყავდა და მისთვის ცხადი შეიქნა, თუ რატომ ვერ ამთავრებდა მშენებლობას. იგი დაბრუნდა მოსკოვში, მშობელი სახლში დააბრუნა და კეთილი საქმეც ბოლომდე მიიყვანა. ნეტარი, უწინარეს ყოვლისა, მათ ეხმარებოდა, ვინც სხვებზე მეტად საჭიროებდა დახმარებას, მაგრამ მოწყალების თხოვნა ერცხვინებოდა. იყო შემთხვევა, როცა მეფის მდიდრული ძღვენი მან უბოძა უცხოელ ვაჭარს, რომელმაც ყველაფერი დაკარგა, სამი დღე ლუკმაც არ ჩასვლოდა პირში, მაგრამ წყალობას ვერ თხოულობდა, რადგან კარგი სამოსი ეცვა. მოყვასის სიყვარულის გამო უფლის რჩეული სამიკიტნოებშიც დადიოდა, სრულიად განადგურებულ ადამიანებშიც ეძებდა სიკეთის მარცვლებს. ბევრი ამჩნევდა, რომ, როცა ნეტარი ბასილი ჩაუვლიდა ხოლმე სახლებს, სადაც უაზროდ ლოთობდნენ და მხიარულობდნენ, მათ კუთხეებს კოცნიდა, კეთილმსახურთა სახლებს კი ქვებს ესროდა. როცა ამ საქციელის ახსნას სთხოვეს, წმიდანმა უპასუხა, იმ სახლებთან, სადაც თავაწყვეტილად ღრეობენ, მწუხარე ანგელოზები დგანან და ჭმუნავენ ადამიანთა უსჯულოების გამო. მე ცრემლებით ვევედრები მათ, ილოცონ ცოდვილთა მოსაქცევად. ღვთისმოშიშთა სახლებში კი ეშმაკებს ადგილი არა აქვთ - გარეთ დგანან, მე კი მათ ვდევნიო. წმიდა ბასილი 1552 წლის 2 აგვისტოს გარდაიცვალა. მის კუბოს წმიდა სამების ტაძართან გამზადებულ საფლავამდე სხვებთან ერთად თავად ივანე მრისხანეც მიაცილებდა. 1554 წელს ნეტარის საფლავზე აიგო ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარი. 1558 წელს მოხდა წმიდანის კანონიზაცია და ნაწილთა აღმოყვანება. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი III, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+49
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |