მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 32
სტუმარი: 32
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 32
სტუმარი: 32
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა წმიდათა მოწამეთა ბიძინა, შალვა და ელიზბარის დღესა
სიტყვა კვირიაკესა ყველიერისასა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

წმიდა მოწამენი: დადა, გავედაი და კაზდოია

წმიდა მოწამენი: დადა, გავედაი და კაზდოია (IV)

29 (12.10) სექტემბერი

წმიდა მოწამენი: დადა, გავედაი და კაზდოია სპარსეთის მეფემ, საპორმა აწამა ქრისტესთვის. დადა საპორის პირველი კარისკაცი იყო, გავედაი და კაზდოია კი - მრისხანე თვითმპყრობლის ღვიძლი შვილები. მეფემ არაფერი იცოდა დადას ქრისტიანობის შესახებ და სპარსეთის ერთ-ერთი ოლქის მმართველად დანიშნა იგი, მაგრამ როგორც კი შეიტყო ნეტარის აღმსარებლობა, ყოველგვარი პატივი აჰყარა და სასტიკი მტარვალის, ანდრომელიქის სამსჯავროზე წარადგინა. წმიდანს დაწვა მიუსაჯეს, მაგრამ როცა კოცონს მიუახლოვდა, დადამ პირჯვარი გადაისახა და ცეცხლი ჩაქრა. ამ სასწაულით შეძრულმა მეფისწულმა გავედაიმ საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა. მსაჯულმა ამის შესახებ მეფეს მოახსენა, მან კი ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ნეტარი. ტანჯვათა შორის გავედაის უფლის ანგელოზი ნუგეშინისცემდა, წყლულებს უმთელებდა და ძალებს უცხოველებდა. წმიდანის საკვირველი კურნებების მოწმე მრავალი ტუსაღი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა და მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. გავედაის დამ, მეფის ასულმა კაზდოიამ საპყრობილეში ფარულად მოინახულა ძმა. იგი დაესწრო გავედაის მორიგ წამებასაც. ჯალათებმა ჯვარზე დაკიდეს მარტვილი და ისრები დააყარეს, მაგრამ ისინი წმიდანის სხეულიდან სხლტებოდა და თავად უღმრთოებს უბრუნდებოდა. მოწამემ დას მოჰკრა თვალი და შეაგონა, ერწმუნა განკაცებული მაცხოვარი. კაზდოიამაც ქრისტიანად აღიარა თავი და მამის ბრძანებით იმავე საკანში გამოამწყვდიეს, სადაც მისი ძმა იტანჯებოდა. თავად გავედაი მეორე დღეს კვლავ გაიყვანეს საწამებლად. მტარვალმა ბრძანა, მახვილებით განეგმირათ მოწამე და მან რამდენიმე საათში ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ღვთის სათნომყოფლის წმიდა ცხედარი სამად დაჭრეს. ხუცებმა: დადიმ, ავდიუსმა და დიაკონმა არმაზათმა წააბრძანეს წმიდა ნაწილები და პატივით დაფლეს. ქრისტიანებმა წმიდა დადას დაჩეხილი ცხედარიც იპოვეს და ისიც კრძალვით მიაბარეს მიწას. შუაღამისას ხუცეს დადის ნეტარი გავედაი გამოეცხადა, მირონის ჭურჭელი გადასცა და წმიდა კაზდოიას მოსანათლად და საზიარებლად გაგზავნა. დადამ შეასრულა ზეგარდმო მიღებული ბრძანება, შემდეგ კი ქრისტეს მხევალს მიმართა: „მიიძინე, დაო, უფლის მოსვლამდე!" და კაზდოიაც მშვიდად მიიცვალა.

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი III, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 1114 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0